კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალი წელიწადის შესახებ


ახალი წლის პირველი დღე. ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა დროს მიიჩნევდა, მისი თარიღი საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ახლა ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობენ. იმ ქვეყნებში, სადაც მთვარის ან მთვარისა და მზის კალენდარია მიღებული, წლის დასაწყისიც მოძრავია.

ქართული კალენდრის შესაბამისად, ახალი წლის პირველი დღის (ახალწელიწადი, ახალი წელი, მეგრულად „ახალი წანა“, სვანურად „ზომხა“) თარიღი საქართველოშიც ცვალებადი იყო. სხვადასხვა ისტორიულ ხანაში ქართველების სამოქალაქო ცხოვრებაში მიღებული ყოფილა აგვისტოს, სექტემბრის, იანვრისა და მარტის წელიწადი. ქრისტიანობის ხანაში სამოქალაქო წელიწადის პარალელურად, არსებობდა საეკლესიო წელიწადი. ახალი წელი მეშვიდე საუკუნემდე აგვისტოდან იწყებოდა, შემდეგ კი შემოუღიათ სექტემბრის წელიწადი, რომელიც მეცხრე საუკუნის დამდეგამდე ერთადერთი სამოქალაქო წელიწადი ყოფილა მთელ საქართველოში, მეათე საუკუნიდან კი საეკლესიოც გამხდარა. მეათე საუკუნის შუა ხანებამდე ფეხი მოუკიდია მარტის წელიწადს, იმავე ხანაში თანდათანობით გავრცელებულა იანვრის წელიწადი, რომელიც საბოლოოდ, მეთოთხმეტე საუკუნის მიწურულში გაბატონებულა. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ (მეთოთხმეტე საუკუნე) და ვახუშტისთან დაცულია საგულისხმო ცნობები ახალი წლის დღესასწაულზე. წყაროებიდან ჩანს, რომ საქართველოს სამეფო კარზე ისტორიულად შემუშავებული ყოფილა საახალწლო ეტიკეტი, რომლის ცენტრალური მომენტი იყო მეფის საზეიმო შემოსვლა, მეკვლეობა და მოლოცვები საახალწლო ძღვენით.

ვახუშტის მიხედვით, ჯერ კიდევ ცისკრის ლოცვის წინ „...უკულევდა მეფეს ჭყონდიდელი ჯუარსა და ხატსა“, საახალწლო ძღვენს მიართმევდა და ტკბილეულით „დააბერებდა“. საახალწლო წირვის შემდეგ იწყებოდა დიდი დარბაზობა და მილოცვები.

ჟამთააღრიცხვისა და საახალწლო რიტუალის ხანგრძლივი ტრანსფორმაცია საქართველოში თავისებურადაა ასახული ახალი წლის ციკლთან დაკავშირებულ ქართულ რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებში. ამის შესაბამისად, ქართულ ხალხურ კალენდარში ახალი წლის ციკლში შემავალი რამდენიმე სახელწოდებისა და თარიღის მქონე საახალწლო დღეობაა ცნობილი:

ბარბარობა (ძველი სტილით 6 დეკემბერს), ახალი წელიწადი (გურულ-მეგრული კალანდა) და თავდაპირველად, ალბათ, სვანური სამეურნეო მნიშვნელობის მქონე „ბიხობი“ („ლირსკნალი“, „ძველი სტილით 14 აგვისტოს), შობა, ახალი წლის წინა დღე, „ახალი წლის მეორე დღე (ხევსურული „კუმატრობა“, „მარხე“, სვანური „კუიმტარი“, მეგრული „კუჩხა“ – სამეკვლეო დღე). სვანური „ლიფანალიო“ და სხვა.

„კანდელი“


скачать dle 11.3