კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ბალერინა სალომე ლევერაშვილის სახლში თასი, რომლითაც ერეკლე მეფეს ღვინით გაუმასპინძლდნენ


პატარა ბალერინას – სალომე ლევერაშვილის ბინა, რომელიც ორიგინალური და თანამედროვე დიზაინით არის გამორჩეული, ორთაჭალაში, მრავალსართულიან სახლში მდებარეობს. ბინის ფართი 100 კვადრატული მეტრია, თუმცა ინტერიერი ისეა მოწყობილი, რომ გაცილებით უფრო დიდი ბინის შთაბეჭდილებას ტოვებს და ძალიან კომფორტულიცაა. ეს ბინა მშობლებმა პატარა ბალერინას დაბადების დღის საჩუქრად მიუძღვნეს. სასტუმრო ოთახი, სამი საძინებელი, კაბინეტი და სასადილო ერთმანეთისგან ჰოლით არის იზოლირებული. სასტუმრო ოთახში კედლები ღია ოქროსფერია, საძინებლებში კი პასტელის ფერები ჭარბობს. ჰოლში ძალიან ბევრი დიდი ზომის სარკეა, რაც ბინას საკმაოდ მდიდრულ იერს აძლევს.

მარინა ბერიკაშვილი (სალომეს დედა): ეს ბინა სალომეს დაბადების დღის საჩუქარია. სანამ რემონტს დავიწყებდი, უამრავი ჟურნალი და კატალოგი დავათვალიერე, მეგობრების ბინებიც კიდევ ერთხელ მოვინახულე, რომ რაღაც საერთო მონახაზი გამეკეთებინა. მე თვითონაც ძალიან ბევრი იდეა მქონდა, თუმცა მათი განხორციელება 100 კვადრატული მეტრის ფართში ცოტა რთული იყო. ბოლოს ყველაზე ოპტიმალურ დიზაინზე შევჩერდი: ჩემთვის მთავარი იყო, ბინას დიდი ჰოლი და სასტუმრო ოთახი ჰქონოდა. არქიტექტორი და ინჟინერი მე ვიყავი, „პრარაბის“ ფუნქცია ჩემმა მეუღლემ აიღო თავის თავზე. ჩემი მეგობარი არქიტექტორი, რომელიც სახლების დიზაინზე მუშაობს, სხვადასხვა კონცეფციას გვთავაზობდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მაინც ისე გავაკეთე, როგორც თავად მსურდა. რემონტის შემდეგ სახლი ისე შეიცვალა, რომ ახლობლები მეხუმრებოდნენ, სხვის სახლში ხომ არ ვართ მოსულებიო (იცინის). ძალიან ბევრი იდეა სპონტანურად, რემონტის პროცესში გამიჩნდა – შეველიე ქართულ, ტრადიციულ ლოჯიას, სადაც გავაკეთე კაბინეტი, „მოვსპე“ პატარა აივანი, სამაგიეროდ, გავაკეთე ერთი დიდი აივანი, რომელიც ზაფხულში ძალიან საჭირო ადგილი იქნება. ერთადერთი ადამიანი, ვისი აზრიც ყველა დეტალის გათვლისას გავითვალისწინე, ჩემი შვილია. სალომე 12 წლისაა, მაგრამ, როგორც ყველა ხელოვანს, საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვს, რაც ბინის დიზაინის შექმნაში ძალიან დამეხმარა. თავიდან ოთახების გამყოფი კედლები დავანგრიე, რათა სასადილო და სასტუმრო ოთახები გამეერთიანებინა, რემონტის დასრულების შემდეგ ჩემი ეს იდეა ყველაზე მეტად მომწონს. ჩვენ ტრადიციული ოჯახი გვაქვს და ამ დიდ ოთახში სტუმრების მიღებაც შეიძლება და დიდი სუფრების გაშლაც.

– რატომ არის თქვენს სახლში ძალიან ბევრი სარკე?

– ჩემი შვილი მომავალი ბალერინაა, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში სწავლობს, გიჟდება ბალეტზე და ოცნებობს, რომ დიდ სცენაზე იცეკვოს. თავის ასაკთან შედარებით, უკვე საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწია. სახლში მუდმივად გვაქვს პატარ-პატარა წარმოდგენები, რომლებსაც სალომე და მისი პატარა მეგობარი ბალერინები ატარებენ. ამიტომაც არის ჩემს სახლში ბევრი სარკე, თითქმის ყველა კარადის კარი სარკით არის დაფარული. ეს ლამაზიც არის და პრაქტიკულიც, თუმცა ეს ჩემი სიურპრიზი იყო და ჩემს შვილს თავისი ოთახი მანამდე არ ვაჩვენე, სანამ საბოლოო სახე არ მიიღო. ახლა „ბალერინების ოთახში,“ რომელსაც „პატარა მუზეუმსაც“ ვუწოდებთ, საკმაოდ ბევრი ნივთია, რომლებიც ბალეტთან და ცეკვასთან არის დაკავშირებული: მინიატურული ბალერინები, ქალბატონი ნინო ანანიაშვილის ფოტო მისივე ავტოგრაფით; ჩვენს პატარა კოლექციაში არის ცნობილი იტალიელი ბალერინას პუანტები, რომელიც ჩემმა მეგობარმა შეიძინა საქველმოქმედო აუქციონზე და ჩვენს პატარა მუზეუმს უსახსოვრა (იცინის).

პატარა ხელოვანის ბინა თანამედროვე ავეჯით არის გაწყობილი – რბილი სამეულები, სვაროვსკის თვლებით მოჭედილი ჭაღი, ვიტრინა, ბარი მაღალი სკამებით, მინის მაგიდები და უამრავი სამშვენისი. ყველა ოთახს კედლების ფერის შესაბამისი ფარდები და ხალიჩები ამშვენებს. როგორც დიასახლისი ამბობს, რემონტის შემდეგ სახლში არც ერთი ძველი ნივთი არ დაუტოვებია:

– არ მომწონს, როდესაც ინტერიერი ისე აქვთ მოწყობილი, რომ არც ძველი, კლასიკური სტილია შენარჩუნებული და არც ახალი. ყველა ძველი ნივთი გავაჩუქე, დავიტოვე მხოლოდ ერთი კარადა, რომელიც დედაჩემის საკუთრება იყო და ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია; ასევე, ძველისძველი თასი და საშაქრე, რომელიც მემკვიდრეობით დამრჩა. ბაბუაჩემი თავად სოსიკო ვაჩნაძის მოურავი იყო და ეს საშაქრე მათ აჩუქეს. რაც შეეხება თასს, როგორც გადმოცემით ვიცი, ამ თასით შესვა ღვინო კახეთში ერეკლე მეფემ, რომელსაც თურმე ჩემი წინაპრები ქორწილში გაუმასპინძლდნენ. ეს თასი ჩემი ოჯახის საგვარეულო რელიკვიაა და მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით.


скачать dle 11.3