კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შინაგანი პროტესტის გამო გახდა გვანცა კაციაშვილი სადღესასწაულო დეკორაციების კოლექციონერი


უკვე კარგა ხანია, რაც გვანცა კაციაშვილი საახალწლო დეკორაციების აგროვებს. ყველაფერი კი, ათი წლის წინ დაიწყო. ამჟამად გვანცას ხუთასზე მეტი საახალწლო დეკორაცია აქვს, რომელთა ავტორიც თვითონვეა. თუ რატომ აახლებს ჩვენი რესპონდენტი ყოველწლიურად თავის კოლექციას და რა ფერები გამოხატავს მის წარმოსახვაში შობა-ახალ წელთან დაკავშირებულ სიხარულს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– როდის გექცათ ტრადიციად საახალწლო, სადღესასწაულო აქსესუარების შეგროვება და შექმნა?

– ეს ტრადიცია თვითონ ახალი წლის, უფრო სწორად შობის დღესასწაულიდან მოდის, მისი მნიშვნელობიდან. როდესაც დავფიქრდი, თუ როგორ გამომეხატა ჩემი წილი სიხარული და ემოცია, სურვილი გამიჩნდა, გამეკეთებინა ისეთი რაღაც, რაც ამ განწყობას გადმოსცემდა. მივხვდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო სადღესასწაულო, საშობაო დეკორაციები ნაძვის ხეებისა და ინტერიერის მოსართავად.

– ეს რამდენი ხნის წინ მოხდა?

– ეს დაახლოებით, 10 წლის წინ იყო.

– დღეისთვის რამდენი დეკორაცია გაქვთ შექმნილი?

– ხუთასზე მეტი. ამას თუ დავუმატებთ ჩემ მიერ გაფორმებულ საახალწლო ინტერიერებს მეგობრებისა თუ ახლობლებისთვის, მაშინ ჩემი ნამუშევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

– ამ ხნის განმავლობაში ყველა ეს დეკორაცია თქვენს კოლექციაში ერთად იყრის თავს?

– დღესასწაული როცა მთავრდება, სიმბოლურადაც არ ვიტოვებ არაფერს. როგორც წესი, ყველა ძველ ნამუშევარს გავაჩუქებ ხოლმე. შეიძლება ითქვას, ეს ჩემს კოლექციას მუდმივად აახლებს. ყოველ წელს თავისი ცვლილებები მოაქვს, შესაბამისად, – ხასიათი და ფერები.

– წელს როგორი იქნება საახალწლო დეკორაცია, თქვენი ნაძვის ხე როგორ ფერებში იქნება მორთული?

– წელს ჩემი საახალწლო დეკორაცია იქნება აუცილებლად მხიარული, ფერადი, ისეთი, რომ ყველას მოეწონოს, აუცილებლად შეხამებული იქნება სახლის ინტერიერთან და ალბათ, გემოვნებიანიც. (იცინის).

– ძირითადად რა მასალებს იყენებთ ამ აქსესუარების შესაქმნელად?

– ვცდილობ, მასალა რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. ხანდახან დეკორაციების შესაქმნელად საწყისი მასალა არის თიხა. ეს თიხა, სასურველი ფორმის მიღების შემდეგ იღებება და იხატება სხვადასხვა საღებავებით. ვიყენებ ფერად წებოებს, ბისერს, სხვადასხვა ფერის ზონრებს, ყვავილებს, საახალწლო სათამაშოებს. ვღებავ ხის ანათალს, რომელთა გამოყენებაც ძალიან კარგ შედეგს იძლევა ამ მოსართავების გასაფორმებლად. საქართველოში სახლისა და ინტერიერის მორთვის ტრადიცია ახლა თანდათან აქტუალური ხდება. ადრე, თქვენ იცით, ასე არ იყო. სხვათა შორის, შეიძლება, ჩემი შინაგანი პროტესტიც იყო ერთგვარი, მე რომ ამ კოლექციის შეგროვებას შევუდექი. სულ დაშტამპულად, ერთი და იგივე ფერებში ირთვებოდა ყველაფერი, თითქოს, სიხარული მხოლოდ წითელი, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი შეიძლება იყოს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ფერებს. რატომ არ შეუძლია, მაგალითად, ნარინჯისფერს სადღესასწაულოდ განგაწყოს და რატომაა ეს მაინცდამაინც წითლის პრეროგატივა? აქედან გამომდინარე, „ყველა-ფერს“ ვიყენებ, კარგად შეხამებულს და კარგ კომბინაციაში.

– თქვენს კოლექციაში ძალიან ხშირად დომინირებს ყვავილები...

– მართალია. ბევჯერ მიფიქრია, რა გამოხატავს ამ შემთხვევაში ყველაზე მკაფიოდ სიხარულს. დღესასწაულის არსი ხომ ქრისტეშობაა! თვითონ დღესასწაული დაბადებასთან, დაწყებასთან, მარადისობასთან, შვებასთან გაიგივებაა. ყვავილებით ნაძვის ხის მორთვა, თითქოს არ არის სეზონური, მაგრამ რაღაც ახალთან ასოცირდება, ამიტომ ძალიან ვუხამებ ჩემს დეკორაციებს ყვავილებს. ყვავილებთან ერთად ძალიან ხშირად განათებებსაც ვიყენებ ხოლმე. განათებული ყვავილები ძალიან ლამაზია, ჩემი აზრით და სიხარულის მომგვრელი.

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?

– პროფესიით ბიოფიზიკოსი ვარ. მაგრამ, პირველი კლასიდან ვხატავდი, ვაკეთებდი სხვადასხვა კომპოზიციებს. ვემზადებოდი სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად. ბოლო მომენტში, ერთობლივად გადაწყდა, რომ ბიძაჩემის, პროფესორ ბორის ლომსაძის პროფესიას უნდა გავყოლოდი. თუმცა, პირველივე კურსიდან მივხვდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება არ იყო. ამის შემდეგ ხელოვნებასთან კავშირი სხვადასხვა კუთხით არ გამიწყვეტია. ეს ამ ალბომსაც ეტყობა, სადაც ყველა ჩემი ნამუშევრის ფოტოა თავმოყრილი. ჩემი პროფესიის არჩევა არასწორად მოხდა. პროფესია ის არის, რასაც ადამიანი სიყვარულით აკეთებს და არ იღლება. ამიტომ, ჩემი აზრით, პროფესიის შეცვლა ადამიანს ცხოვრებაში რამდენიმეჯერ შეუძლია. ანუ, შეიძლება, მე ერთ დღეს პროფესიების კოლექციონერიც გავხდე (იცინის).

– რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი, ჩვენი საახალწლო ნაძვის ხის მორთვისას?

– თუ ვინმეს გაუჩნდა სურვილი, ჩემსავით, საკუთარი ხელით საახალწლო დეკორაციის გაკეთების, მას ვურჩევ გამოიყენოს გირლიანდა, რომელიც ჩაიდება ნებისმიერი ფორმის გამჭვირვალე ლარნაკში და ჩაიყრება მასში საახალწლო სათამაშოები. ასეთი დეკორაცია მაგიდაზე, ან საძინებელშიც ძალიან ლამაზად გამოიყურება. სადღესასწაულო ინტერიერის გასაფორმებლად ნებისმიერი ფერის გამოყენება შეიძლება, რომელიც სიახლის ასოციაციას იწვევს. ყველას ვურჩევდი, სადღესასწაულოდ სახლის მორთვაში მთელმა ოჯახმა, მიიღოს მონაწილეობა. სასიამოვნოა, როდესაც ბავშვები აქტიურობენ. ეს ძალიან დასაფასებელია. ასეთ შემთხვევაში შედეგი, აუცილებლად, სასურველი იქნება. ძალა ხომ ერთობაშია.


скачать dle 11.3