კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

“ემი„ ახალი კლიპით ბრუნდება


დიდი ხანია, რაც პოპულარულ ჯგუფ „ემის“, რომლის წევრებიც დები ია და ეკა მანიჟაშვილები არიან, თავიანთი გულშემატკივრები ახალი კლიპით არ გაუნებივრებიათ, თუმცა, დიდხნიანი პაუზა დუეტმა ძველ და ძალიან ცნობილ სიმღერაზე კლიპის გადაღებით გაწყვიტა. სიმღერა „გნებდები“ ჯგუფ „ვაკის პარკს“ ეკუთვნის და ის ერთ დროს ამ ჯგუფის საუკეთესო ჰიტი იყო, რომელიც მათ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. დაახლოებით ორი წლის წინ ამ სიმღერის ახლებური ვერსია, მამუკა ღლონტის ინიციატივით, „ემიმ“ შეასრულა, რა თქმა უნდა, ახლებური ინტერპრეტაციით და განსხვავებული სტილით. სიმღერა დღემდე ძალიან პოპულარულია და სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ კლიპიც მასზე გადაღებულიყო. „ემის“ ახალი ვიდეოკლიპის რეჟისორი ლევან ტორონჯაძეა, გადაღებები კი გიგა კუხიანიძის სტუდიაში, ვირტუალურ სივრცეში მიმდინარეობდა და კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით შეისხამს ხორცს. დაახლოებით ერთ კვირაში კლიპის პრეზენტაცია რომელიმე ტელეარხზე შედგება.


скачать dle 11.3