კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა შორენა ბეგაშვილს მამაკაცის გამოშტერების გზით მოსული კეთილდღეობა და რისთვის დასჭირდა მას კატორღული შრომა


როცა ქალს სითამამე არ აკლია, ის ძლიერია. მაგრამ შეიძლება, ამ სიძლიერის მიღმა სუსტი არსება იდგეს, რომელსაც ძალიან სჭირდება სითბო და ყურადღება. მაცდუნებელი სილამაზე იარაღი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას ვიღაცის წინააღმდეგ იყენებ. შორენა ბეგაშვილი კი, არაფერს მალავს და არც არავის ებრძვის. ის უბრალოდ ცხოვრობს და ცდილობს, თავისი წილი ბედნიერების პოვნას. ამბობს, რომ მამაკაცისგან არასოდეს არაფერი მოუთხოვია და არც არაფერი სჭირდება ერთგულებისა და სიყვარულის გარდა. ხოლო რამდენი პროცენტია მასში მამაკაცი, ამაზე შორენა მხოლოდ მაშინ დაფიქრდა, როცა „კაცის ტყავში“ საკუთარი თავის წარმოდგენა ვთხოვეთ.


– შენ ფიქრობ, რომ „კაცის ტყავში“ არასოდეს ყოფილხარ? ოჯახს რომ არჩენ, ეს რა გგონია...

– მართალი ხარ. ამაზე არ მიფიქრია. თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ საკმაოდ ხშირად ვყოფილვარ „კაცის ტყავში.“ უბრალოდ, არ ვიმჩნევ. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობ, რომ არ შემემჩნეს და მგონი, გამომდის. (იცინის) ჩემს ქალურობას ამით არაფერი აკლდება. საკმაოდ ხშირად მიწევს მამაკაცის საქმის კეთება. პრინციპში, ყოველდღე. თანაც იმაზე გაცილებით უკეთესად, ვიდრე ბევრი მამაკაცი გააკეთებდა. ბევრი ვაჟკაცი ვერ შემედრება, მაგრამ არ ვწუწუნებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრისთვის კატორღული შრომა მჭირდება. ჩემთან ისე, უბრალოდ და მარტივად არაფერი მოდის.

– ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ შენისთანა ლამაზ ქალებს ლანგრით მიერთმევათ ხოლმე ამქვეყნიური სიკეთენი.

– ნამდვილად არ არის ასე. ამას, ალბათ, ბოროტი კაცები და ბოროტი ქალები ამბობენ. (იცინის) მე ლანგრით, ადვილად არაფერი მიმიღია. ამას გულახდილად გეუბნები. სამაგიეროდ, არც დავკარგავ ადვილად. რაც დღეს მაქვს, ყველაფერი ჩემი შრომის შედეგია. შეიძლება, არიან ქალები, რომლებიც მარტო ღიმილით აღწევენ წარმატებას და კეთილდღეობას, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ არის. ალბათ, არც იქნება. იმიტომ, რომ მე სხვანაირი ტიპი ვარ. ვერ გადავიდებ ფეხს ფეხზე და ვერ დაველოდები, ვინ რას მომცემს.

– გამოდის, რომ შენში არის მამაკაცური თვისებები.

– უნდა იყოს, კიდეც. ოცდამეერთე საუკუნეა და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ აღარ ვცხოვრობთ რომანტიზმის ხანაში, როცა ქალები ფანჯრებთან ისხდნენ საქარგავით ხელში და წამწამებს აფახულებდნენ. მამაკაცები კი, მათი გულის მოსაგებად სერენადებს მღეროდნენ. ქსოვაც ვიცი, ქარგვაც, მაგრამ...

– სერენადებს არავინ გიმღერის?

– აღარც მე ვქარგავ. (იცინის) შემომტანის ფუნქცია მაქვს და ეს უფრო მომწონს. ძალიან კარგი განცდაა, როცა შენი შრომით ნაშოვნს ხარჯავ.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცი რომ ყოფილიყავი, მაშინაც შეძლებდი ამდენს? ანუ, როგორი მამაკაცი იქნებოდი?

– უნდა დავფიქრდე. მე როგორი მამაკაცი ვიქნებოდი? უჰ, საზიზღარი! იმიტომ რომ, ვიქნებოდი საშინლად ეჭვიანი და ჩემს ცოლს არსად გავუშვებდი. ქალიც ეჭვიანი ვარ და კაცი – მით უმეტეს.

– უღალატებდი კიდეც?

– არა, არავითარ შემთხვევაში! ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. იმდენად ერთგული, რომ ხანდახან ნერვებიც მეშლება ამის გამო. ჰოროსკოპით ძაღლი ვარ და მართლა ძაღლივით ვიცი ერთგულება. ალბათ, ასეც არ შეიძლება. შეიძლება, ერთგულებაშიც საჭიროა ზომიერება. სიდებილეში არ უნდა გადაგივიდეს, როგორც მე მემართება. გამორიცხულია, ვერასოდეს ვუღალატებ იმ ადამიანს, რომელიც გვერდით მეყოლება.

– საყვარელ ქალს უზრუნველ ცხოვრებას შეუქმნიდი?

– აბა, რა! აუცილებლად გავანებივრებდი. მეც მიყვარს, როცა მანებივრებენ. ძალიან მიყვარს.

– ლამაზ ქალს ხომ ყველა ანებივრებს!

– (იცინის) არც ასეა საქმე. მეც მეუბნებიან ხოლმე ჩემი მეგობრები, შენ რომ მოინდომო, ყველაფერი გექნებაო. კი, მექნება ყველაფერი, მაგრამ რის ფასად?! არ მიღირს ისეთი კეთილდღეობა, სადაც მარტო ლამაზი თოჯინა ვიქნები და ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი განცდები არავის დააინტერესებს. ზოგიერთი ქალი მართლაც აღწევს კეთილდღეობას წამწამების ხამხამით, მაგრამ მე ჩემი შრომით მოპოვებული მირჩევნია. არ მეზარება შრომა. გაცილებით უკეთესია, როცა საკუთარი შრომით ნაშოვნს ხარჯავ და არავისზე ხარ დამოკიდებული. ცხოვრებასთან ასეთი ჭიდილი მომწონს.

– ისე, გამოგივიდოდა წამწამების ხამხამით კაცების „შებმა“?

– რატომ არ გამომივიდოდა? (იცინის) ისე კარგად გამომივიდოდა, ვერც მიხვდებოდა, როგორ „შეება“, მაგრამ არ მინდა.

– როგორ გგონია, ძლიერი ქალი ხარ?

– ყოველ შემთხვევაში, არც სუსტი ვარ და „კაცის ტყავში“ ყოფნაც კარგად გამომდის. ამბობენ, რომ კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათო. შეიძლება, ჩემ წინაშეც დაუხევია კაცს უკან, რადგან უფიქრია, ვერაფრით დამაინტერესებდა. მაგრამ რა არის, იცი, თუ დამანახებს თავის სიძლიერეს, მაშინ მეც მოვდუნდები და აღარ ვიქნები ასეთი შემართული. რომელ ქალს არ უნდა, რომ მასზე ზრუნავდნენ, მაგრამ როცა კაცს ელემენტარული წინააღმდეგობის გადალახვა არ შეუძლია, როცა პირველივე სიძნელე აფრთხობს და მის დასაძლევად არაფერს აკეთებს, ასეთი მამაკაცის გვერდით თავს მშვიდად როგორ ვიგრძნობ?! ისეც ხდება, რომ როცა მამაკაცი მატერიალურად უზრუნველყოფს ქალს, როცა მისი ყველა პრობლემის გადაჭრას საკუთარ თავზე იღებს, მერე მას სხვა პრეტენზიები უჩნდება. ხშირ შემთხვევაში ქალისგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს. მე ვერც ამას ავიტან. იდეალურ ვარიანტს კი ვერ ან არ შევხვედრივარ.

– იცხოვრებდი მორჩილ, „ფისო ქმართან“, რომელიც სამზარეულოში იფუსფუსებდა. შინ გვიან მისულს, კი ჩუსტებს მოგირბენინებდა?

– (იცინის) არ ვიცი. თუ შემიყვარდებოდა, ალბათ, კი. ვაიმე, „ფისო ქმარი“ რომ მყავდეს! (იცინის) კერძებს ჩემი ყოფილი ქმარიც კი მიკეთებდა. მე სამზარეულოში სუსტი ვარ და ძალიან უნდა ვუყვარდე კაცს, რომ ჩემი მომზადებული საჭმელი გემრიელად შეჭამოს. (იცინის).

– სამაგიეროდ, შენ კარგად გამოგდის ოჯახის და საკუთარი თავის რჩენა.

– თუ მოინდომებენ, ეს ყველას გამოუვა. არ უნდა დაჯდე გულზე ხელებდაკრეფილი და დაელოდო, ბედი როდის გაგიღიმებს. ბედი ასე მარტივად არავის უღიმის.

– როგორ გგონია, როცა კაცს გვერდით ლამაზი ქალი ჰყავს, მისი წარმატების შანსი იზრდება, თუ არა?

– რა თქმა უნდა, იზრდება. კაცის გვერდით ლამაზი, ჭკვიანი ქალი ისეთი სავიზიტო ბარათია, უკეთესს ვერ წარმოიდგენ. მას უკვე სხვანაირი პატივისცემით და მოწიწებით უყურებენ. ნებისმიერ შეხვედრაზე, სადაც მასთან ერთად მივა, წარმატება გარანტირებული ექნება. უჭკუო და სულელი ქალი კი აუცილებლად დაღუპავს მამაკაცს. ადრე თუ გვიან ეს მოხდება. მაგრამ რატომღაც სულელი ქალები უფრო კარგად იწყობენ ცხოვრებას. ძალიან ბევრი წარმატებული მამაკაცი ვიცი, ქალმა რომ დაღუპა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალს. კაცზე ბევრად დიდი. ჩვენ უფრო შეგვიძლია დამოუკიდებლად თავის გატანა, შვილების გზაზე დაყენება, ვიდრე მამაკაცს. უმრავლესობა საკუთარ თავს ვერ უვლის, სხვაზე ზრუნვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

– ვერაგობაშიც ხომ არ არის ქალი უფრო ნიჭიერი?

– ეგ უფრო ადამიანის შინაგანი ბუნებაა. კაციც შეიძლება იყოს ვერაგი და ქალიც. შურისმაძიებლობა უფრო პიროვნულია და სქესთან კავშირი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია. კი, გამიგია, რომ ამბობენ, ქალს საშინელი შურისძიება შეუძლიაო, მაგრამ მე არ მჯერა. არც კაცია ნაკლებად შურისმაძიებელი.

– წარმოიდგინე, რომ ახალი წლის პირველ დილას კაცის სხეულში გაგეღვიძა...

– ვაიმე, არ მინდა, რა, მართლა არ მინდა. ლამაზი კაციც რომ ვიყო, მაინც ვერ დავთმობ ჩემს ქალობას. ძალიან მომწონს, ქალი რომ ვარ და კამაყოფილი ვარ, რომ ქალად დავიბადე. ბედნიერი ვარ ამით. მეცინება იმ მამაკაცებზე, ქალობა კოშმარი რომ ჰგონიათ. მაგათ წარმოდგენაც არ აქვთ, რა დაკარგეს. (იცინის) კიდევ კარგი, რომ ქალად დავიბადე. ისე, ალბათ ყველას თავისი ცხოვრება მოსწონს. ისე, მე ლამაზი მამაკაცებით დიდად არ ვიხიბლები. ძალიან არ მომწონს საკუთარ გარეგნობაზე გადაყოლილი მამაკაცები. კაცი კაცი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, სისუფთავეს და ჰიგიენას არ ვგულისხმობ, მაგრამ ისე უნდა უვლიდეს თავს, არ იმჩნევდეს ამას. კაცი რომ ყოველ მეორე დღეს სალონში დადის და ქალზე მეტად უვლის თავს, საშინელებაა. კაცი რომ მომეწონოს, საინტერესო უნდა იყოს, მამაკაცური და არა – ლამაზი, ქალური ნაკვთებით.

– ამბობენ, ჭკვიანი ქალი რომ ცოტას წაისულელებს, მამაკაცს უკვე უყვარდებაო.

– ასეა. არც ერთ მამაკაცს არ მოსწონს, როცა ქალი თავისი ჭკუის და ინტელექტის დემონსტრირებას ახდენს, თანაც საჯაროდ და ისე, რომ კაცი ამ დროს თავს დაჩაგრულად გრძნობს. ასეთ ქალთან ის ურთიერთობას არ მოინდომებს. წარმოიდგინე, რესტორანში რომ დაპატიჟებ ქალს, თევზის კერძს რომ მოგიტანენ და ამ თევზის მთელ გენეალოგიას მოყვება. (იცინის) ამითაც რომ არ დაკმაყოფილდება და კერძის რეცეპტის ისტორიასაც მიაყოლებს. ხომ დაკარგავს ის კაცი ჭამის მადას. ამიტომაც ვთქვი, ჭკვიანი ის ქალია, რომელიც არ აჩვენებს საკუთარ ჭკუას და მხოლოდ საჭირო მომენტში იყენებს მას, თავის სასარგებლოდ. მე ვერ დავიტრაბახებ იმით, რომ მამაკაცებს კარგად ვიცნობ. შვილიც გოგო მყავს და ვამბობ ხოლმე, ისიც არ ვიცი, ბიჭი როგორ უნდა გავზარდო-მეთქი. შეიძლება, ბიჭები ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ მე მაინც გოგო მირჩევნია.


скачать dle 11.3