კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა გვერდითი შემოსავალი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს პრეზიდენტობის დროს, რომელიც 40 000 დოლარს შეადგენდა


მართალია, აქტიურ პოლიტიკაში აღარ არის, მაგრამ მისადმი ინტერესი მაინც არსებობს, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან საქართველოს ხელისუფლების სათავეში (თანაც სხვადასხვა ეპოქაში) ყოფნის თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა. ამიტომაც გთავაზობთ საქართველოს მეორე პრეზიდენტის ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების სრულ დინამიკას.


ედუარდ შევარდნაძემ თავისი პირველი დეკლარაცია 1998 წელს შეავსო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უკვე სტაჟიანი პრეზიდენტი იყო და იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ იმ პერიოდში გახდა სავალდებულო ქართველი ჩინოვნიკებისთვის საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსება.

1998 წლის დეკლარაციაში პრეზიდენტი შევარდნაძე მიუთითებს, რომ ცხოვრობს სახლში, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა. სამაგიეროდ, შესაბამის გრაფაში ვკითხულობთ, რომ, საერთო ჯამში, საქართველოს პრეზიდენტის საკუთრება იყო, დაახლოებით, 150 000 ლარის ღირებულების ნივთები.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: 1998 წლისთვის პრეზიდენტის ოჯახს „საქართველოს ბანკში“ ორი ანაბარი ჰქონდა გახსნილი, რომლებზეც, შესაბამისად, 261 331 ლარი და 195 023 აშშ დოლარი ერიცხებოდა (ამ უკანასკნელ ანგარიშზე განმარტების სახით მიწერილია, რომ ეს ალექსანდრე ონასისის პრემიაა). ამას გარდა, აღნიშნულია, რომ ედუარდ შევარდნაძის კუთვნილი ანაბარი ქ-ნი ნანულის სახელზე იყო გაფორმებული. კერძოდ, ლაპარაკია გერმანულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე, რომელზეც 462 000 ლარი ირიცხებოდა. პარალელურად, პრეზიდენტს მიმდინარე ანგარიშიც ჰქონდა გახსნილი „თბილინტერბანკში“, რომელზეც, დეკლარაციის შევსების დროს, 61 358 აშშ დოლარი ჰქონდა.

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ქ-ნ ნანულის ჰქონია – 10 000 აშშ დოლარი.

მაშინ, როდესაც ბ-ნი ედუარდი საქართველოს პრეზიდენტი გახლდათ, მისი მეუღლე „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი იყო, თუმცა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ის ამ საქმიანობას საზოგადოებრივ საწყისებზე ეწეოდა.

1997 წლის განმავლობაში ედუარდ შევარდნაძეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, წლიური ხელფასის სახით, 3 796 ლარი აუღია.

იმ წელს პრეზიდენტის ოჯახს სხვა შემოსავალიც ჰქონია: კერძოდ, ედუარდ შევარდნაძეს 250 000 აშშ დოლარი მიუღია ალექსანდრე ონასისის პრემიის სახით (რომელიც 50 000 აშშ დოლარითაც დაბეგრილა); რაც შეეხება გასავალს: ბ-ნ ედუარდს 5 000 დასჯდომია საქველმოქმედო საქმიანობა, 3 000 ლარი – წინანდლის სასტუმროს რეკონსტრუქცია, 200 000 ლარი კი – რეზიდენციის რეკონსტრუქცია-რემონტი.

1999 წელსაც, იმ წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ედუარდ შევარდნაძე კვლავაც იმ შენობაში ცხოვრობდა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო.

დაახლოებით იგივე თანხები ერიცხებოდა საბანკო ანაბრებზე, მიმდინარე ანგარიშზე კი თანხა საერთოდ აღარ ჰქონდა. სამაგიეროდ, პრეზიდენტის ოჯახს ქართულ და უცხოურ ბანკებში გახსნილმა ანაბრებმა შემოსავალიც მოუტანა: კერძოდ, 31 203 აშშ დოლარისა და 3 000 გერმანული მარკის ოდენობით.

პრეზიდენტის მეუღლე იმ წელსაც საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა, თავად პრეზიდენტს კი წლიურ საპრეზიდენტო ხელფასად კვლავაც 3 796 ლარი აუღია.

გასავალი პრეზიდენტს 1998 წელსაც ჰქონია, კერძოდ, 20 000 აშშ დოლარი ინვალიდი და ობოლი ბავშვებისთვის საახალწლო ნაძვის ხის გამართვაზე დაუხარჯავს, 30 000 აშშ დოლარი წმიდა სამების ტაძრის მშენებლობისთვის გადაურიცხავს, 11 000 აშშ დოლარი კი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისთვის მოუხმარებია.

2000 წლის დეკლარაციის მიხედვითაც, პრეზიდენტის ოჯახი კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობს და მათ ქონებას არაფერი შეჰმატებია. ერთი ისაა, რომ თანხები საბანკო ანგარიშებზე სხვაგვარადაა გადანაწილებული, კერძოდ, „დოიჩე ბანკში“ ისინი 731 800 გერმანულ მარკას ინახავდნენ, „საქართველოს ბანკის“ ერთ ანაბარზე – 8 429 ლარს, მეორე ანაბარზე – 221 797 ლარს, მესამეზე – 6 397 აშშ დოლარს. ნაღდი ფულის სახით კი ამჯერად მხოლოდ 9 500 აშშ დოლარი ჰქონდათ.

შემოსავალი მხოლოდ ორი ანაბრიდან მიუღიათ – 3 659 მარკა და 40 324 აშშ დოლარი.

რაც შეეხება სახელფასო შემოსავლებს: პრეზიდენტის შემოსავალი იგივე იყო, მისი მეუღლე კი კვლავაც საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა.

თუმცა 1999 წელს პრეზიდენტის ოჯახს სხვა შემოსავალი და გასავალიც ჰქონია: 12 293 აშშ დოლარი დაეხარჯათ წიგნის, „დიდი აბრეშუმის გზის“, გამოსაცემად, 50 000 ლარი გადაურიცხავთ პრეზიდენტის საარჩევნო ფონდისთვის, 3 000 ლარი – ლიკანის დასასვენებელი სახლის ანგარიშზე, 1 000 დოლარი საქველმოქმედო საქმიანობისთვის მოუხმარებიათ, 20 000 მარკა პრეზიდენტს პრემიის სახით მიუღია, 26 158 ლარი კი წიგნს, „დიდ აბრეშუმის გზას“, მოუტანია, 10 000 აშშ დოლარი ლექციების ჩატარებიდან და სტატიების გამოქვეყნებიდან მიუღია, 125 140 გერმანული მარკა – წიგნის, „ჩემი არჩევანის“ გამოსაცემად.

2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის საბანკო ანგარიშები შემდეგნაირი იყო: „დოიჩე ბანკის“ ანაბარზე 856 074 გერმანული მარკა ერიცხებოდა, „საქართველოს ბანკში“ (სამ ანგარიშზე) – 9 491 აშშ დოლარი, 225 109 აშშ დოლარი და 3 327 აშშ დოლარი. შესაბამისად, პრეზიდენტის ოჯახმა საბანკო ანაბრებიდან, 2000 წლის განმავლობაში, შემოსავლის სახით მიიღო: 19 203 გერმანული მარკა, 1 180 აშშ დოლარი, 10 937 აშშ დოლარი და 1 055 აშშ დოლარი. ამას გარდა, გაზრდილა საქართველოს პრეზიდენტის წლიური სახელფასო შემოსავალიც – 4 800 ლარამდე.

როგორც წესი, ბ-ნ ედუარდს 2000 წელს სხვა შემოსავალიც ჰქონდა: 105 670 გერმანული მარკა – წიგნიდან „ჩემი არჩევანი“ და გასავალიც – 10 220 აშშ დოლარით შვილიშვილს დახმარებია.

2002 წლის დეკლარაციაშიც სიახლე ისაა, რომ საბანკო ანაბრებზე თანხა კვლავ სხვანაირადაა გადანაწილებული: „დოიჩე ბანკში“ 430 930 ევროს ინახავს, ქართულ ბანკებში გახსნილ ანაბრებზე კი – 10 687 აშშ დოლარს, 253 473 აშშ დოლარსა და 3 746 აშშ დოლარს. ბუნებრივია, ყველა ანაბარმა შემოსავალი მოიტანა, კერძოდ: 11 093 ევრო, 1 328 აშშ დოლარი, 31 515 აშშ დოლარი და 465 აშშ დოლარი. ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო შემოსავალი კი კვლავაც 4 800 ლარი იყო.

2001 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ოჯახის გასავალს 18 454 ევრო შეუდგენია.

2003 წლის დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტის ოჯახი ბანკებში ინახავდა: 435 279 გერმანულ მარკას, 12 148 აშშ დოლარს, 287 896 აშშ დოლარსა და 42 159 აშშ დოლარს (ანაბრებზე რიცხული თანხა გაზრდილია). საბანკო ანგარიშებიდან მიღებული შემოსავლები კი შემდეგია: 9 071 ევრო, 1 623 აშშ დოლარი, 38 402 აშშ დოლარი და 569 აშშ დოლარი.

საქართველოს პრეზიდენტს 2002 წლის განმავლობაშიც, ხელფასის სახით, 4 800 ლარი აუღია. ასევე, პირველად აუღია შემოსავალი თავის საქმიანობაში ქ-ნ ნანულისაც, კერძოდ – 900 ლარი.

არც ერთი წლის დეკლარაციაში არ არის დაკონკრეტებული პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯები, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ბიუჯეტიდან ან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა.

2003 წლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები აღარ შეუვსია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მან მეორე წიგნიც გამოსცა და ის რამდენიმე ენაზეც ითარგმნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ამჯერად მიიღებდა ურიგო შემოსავალს.


скачать dle 11.3