კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტრაგედია უძეგლოდ


დავეწიოთ და გავუსწროთ „ვრემიას“!


რაკი უკვე ვთქვით, რომ ქართული საერთო მაუწყებლების დევიზია: „დავეწიოთ და გავუსწროთ „ვრემიას“, თითოეული სიუჟეტი გულდასმითაა დამუშავებული, რომ მაყურებელს ინფორმაცია მზამზარეული დასკვნებით მიაწოდოს, რათა ეს უკანასკნელი არც შეცდეს და არც „ჯადოსნურ ღამეზე“ ოცნებას მოსცდეს. შესაბამისად, ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ „დიდების მემორიალის“ აფეთქება საშვილიშვილო საქმეა, რადგან საბჭოთა გმირების ადგილი პოსტრევოლუციურ საქართველოში აღარ არის (თუმცა, ისიცაა, რომ, ჯერ ერთი, მემორიალი 300 000 ქართველის ხსოვნას ასახავდა, მეორე მხრივ კი, ამდენ ქართველს 2008 წლის აგვისტოშიც რომ ებრძოლა, იქნებ მტერს ასე მწარედაც არ ეტირებინა ჩვენთვის ყოფა). ამის პარალელურად კი გაირკვა, რომ საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას სახლ-მუზეუმი აფხაზეთში უპატრონოდაა მიგდებული (რაზეც აი, იმათ „ვრემიას“ რომ გადაასწრეს, ლამის აგვატირეს). მეორე მხრივ, ისიცაა, რომ მელიტონ ქანთარიას სახლ-მუზეუმი იგივეა, რაც მემორიალი და, თუკი ჩვენში მეორე მსოფლიო ომის გმირების მემორიალის ადგილი არ არის, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ვნაღვლობდეთ მაინცდამაინც მელიტონ ქანთარიას სახლ-მუზეუმის სავალალო მდგომარეობაზე, მაგრამ, რას გაუგებ იდეოლოგიურ წიაღსვლებს?! ჰოდა, რაკი ვერ გავუგებთ (შესაძლოა, კიდეც ვუგებთ), სამიზნედ კვლავაც ძეგლებსა და მიცვალებულებს ვირჩევთ, რადგან, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მხოლოდ მათი მორევა თუ შეგვიძლია!


скачать dle 11.3