კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპულ ფესვებზე


ვინ დაკარგა კაბა?


ჩვეულებისამებრ, არც გასული კვირა უჩიოდა ისეთი თარიღების ნაკლებობას, რაც ხელისუფლებას საკუთარი თავის გამოჩინების საშუალებას არ მისცემდა: 25 დეკემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 32 წლის იუბილე იყო, მეორე მხრივ, კათოლიკური სამყარო შობას აღნიშნავდა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პირველი პირი არც ერთ ღონისძიებას გამოჰკლებია და არც მეორეს, ბუნებრივია, სახელმწიფოებრივი ინტერესების ეგიდით. კათოლიკოს-პატრიარქი პრეზიდენტმა სამების ტაძარში მოინახულა, თან კი ბ-ნები უგულავა და სუბელიანი იახლა (სავარაუდოდ, იმ ნიშნით, რომ ქართველ ჩინოვნიკთა შორის ეკლესიასთან ყველაზე მეტად დაახლოებულებად მიიჩნევს) და, რა თქმა უნდა, ეს სტუმრობა ტელეკამერების გარეშე ვერ იქნებოდა. ჰოდა, რაკი ვერ იქნებოდა, კადრშიც ყველაზე ხშირად სწორედ პრეზიდენტი ჩანდა, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან ჩვენ ინტრონიზაციის იუბილე იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც მას პრეზიდენტი ესწრება (ეს პოსტრევოლუციური წესია!). ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ქართველ კათოლიკეებს შობაც მიულოცა (მეტიც: მართალია, თითო-ოროლა, მაგრამ მაინც ქართველ კათოლიკეთა წვლილიც გაიხსენა საქართველოს ისტორიაში, რითაც იმასაც გაესვა ხაზი, რომ აქა-იქ ევროპული ფესვები ჩვენც გვირევია) და დავით აღმაშენებლის მემკვიდრეებისაც ახსენა (ოღონდ, მხოლოდ ტოლერანტობის კუთხით). თუმცა, ისიცაა, თუ ჩვენ მის მემკვიდრეობაზე ვდებთ თავს, მაშინ, რატომ არ აცმევენ ამ ჩვენს მამაკაცებს კაბებს?!




скачать dle 11.3