კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაიწყო ლიკა ევგენიძისა და ნიკა ალასანიას სიყვარულის ისტორია

ამ ადამიანებზე წერა მეტად სუბიექტური წინადადებით უნდა დავიწყო – თბილისში ისინი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილია. კომპოზიტორ დათო ევგენიძის შვილი, ულამაზესი ლიკა ევგენიძე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანია დაქორწინდნენ. უფრო სწორად მათი ქორწილი ამ თვის 23 რიცხვში გრანდიოზულად ჩაივლის. ცოტა რამ წყვილის შესახებ – ლიკა, მამასთან ერთად, უკვე წლებია, რაც მოსკოვში ცხოვრობს. ლიკა, გარდა პროფესიისა, „ვგიკში“ სამსახიობო ხელოვნებას და კინომცოდნეობას ერთდროულად დაეუფლა, არაჩვეულებრივად წერს და ხატავს. მიუხედავად არჩეული პროფესიისა, ლიკა თურმე ყოველთვის შორს იყო სამსახიობო ხელოვნებისგან და ამბობდა, რომ ამ საქმის ფანატი ნამდვილად არ არის. ლიკა არაჩვეულებრივად წერს ლექსებს რუსულ და ქართულ ენებზე. მოკლე დროში ის საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას გეგმავს. ასევე ხატავს და არაჩვეულებრივად მღერის. კრებულის გამოცემის გარდა, ის გეგმავს რამდენიმე სიმღერის ჩაწერასაც, თუმცა დრო პირად ცხოვრებაში მომხდარი სიახლეების გამო, ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება ლიკას მეუღლეს, ნიკა ალასანიას, ის თბილისში ერთ-ერთი სასურველი სასიძო გახლდათ. გარდა ბიზნესის სფეროში მიღწეული წარმატებებისა, ცნობილია, რომ ნიკა აუცილებლად აპირებს დაუბრუნდეს თავის პროფესიას – ხელოვნებას, კერძოდ კი რეჟისურას. მას უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული ნანა ჯორჯაძის ფილმში, რომლის გადაღებებიც გრიგოლეთში მიმდინარეობდა. ნიკა ფილმში ეპიზოდურ როლს ასრულებს. უფრო ადრე მან პიცბურგის თეატრში რამდენიმე პიესაც დადგა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნიკა რომანტიკული კომედიის გადაღებას აპირებს საქართველოში. იგი ასევე გატაცებულია საავტომობილო სპორტით. ერთ-ერთი ვერსიით, ის თბილისში „ასტრა-პარკის“ კარტიგის ცენტრის მეპატრონეა. როგორც ხვდებით, ლიკაც და ნიკაც ძალიან რომანტიკული ადამიანები არიან და ორივეს ხელოვნების სიყვარული აერთიანებთ. წყვილმა ერთმანეთი ორი წლის წინ გაიცნო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნიკას დიდი ხანია, უყვარს ლიკა და საბოლოოდ მისი სიყვარულიც მოიპოვა. 23 ივლისს ქორწილში სრულიად ქართული და რუსული ელიტა იკრიბება. მოსკოვიდან ჩამოდიან ლიკას მეგობრები, რომლებიც საკუთარ საქმეში ძალიან წარმატებულები არიან, მათ შორის მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები...

ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს წყვილს გაბედნიერებას და სიცოცხლის ბოლომდე უდიდეს სიყვარულს უსურვებს!

სალომე გველესიანი

скачать dle 11.3