კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

ვარსკვლავური ერთგულება


ერთგულება ადამიანის ხასიათია. თუ ერთგული ხარ, ნებისმიერ სიტუაციაში და გარემოში ღალატი უცხოა შენთვის. მაგალითად:

ჩინგიზ ხანი – მკაცრი, სასტიკი და მამაცი მეომრის მიღმა იმალებოდა ნაზი, მოსიყვარულე ქმარი, რომელიც უსაზღვროდ ერთგული იყო თავისი ცოლის, ბოსტესი. მართალია, ხანს ჰყავდა ხარჭები, მაგრამ ამას ტრადიცია ითხოვდა. მას მხოლოდ ბოსტე უყვარდა და აღიარებდა მისგან შეძენილ შვილს. დანარჩენებს თავისი ისტორიის დამატებებს უწოდებდა.

ჰაინრიხ ჰაინე – აღმერთებდა ცოლს – მატილდას. მიაჩნდა ის თავის მუზად და უამრავი ლექსი მიუძღვნა. მატილდამ წერა-კითხვაც კი არ იცოდა. ლექსების საერთოდ არაფერი გაეგებოდა. სამაგიეროდ, უყვარდა ქმარი, ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში იყო.

ბრედ პიტი – დიახ. ბრედი ერთგული ქმარია. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ანჯელინას გარეშე, ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მართალია, ენჯი მისი პირველი სიყვარული არ არის, მაგრამ პიტი ამტკიცებს, ეს ჩემი ყველაზე დიდი და, რაც მთავარია, უკანასკნელი სიყვარულიაო. თანაც ვარსკვლავი ყოველთვის ოცნებობდა მინიმუმ, ექვს შვილზე. წყვილს აშკარად მრავალშვილიანობისკენ აქვს მიდრეკილება.

ბრედლი კუპერი – ულამაზესი მსახიობი ყველას არწმუნებს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის სიყვარული შეუძლია. საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება მისი რომანი რენე ზელვეგერთან.


скачать dle 11.3