კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გმირი“ საფრანგეთიდან


თავიდან იყო დიდი, უხეში ტყავისა და ბეწვისგან შეკერილი ტომრები, ან, უბრალოდ, ყუთები... მერე კი უფრო უზარმაზარი სამგზავრო სკივრები, რომლებსაც ეტლებზე საზღვაო ბაგირებით ამაგრებდნენ... ერთი სიტყვით, მოგზაურობის მოყვარულს თან უმძიმესი ტვირთი უნდა ეთრია. 1937 წელს საფრანგეთში პირველი რკინიგზა გაიხსნა. მაშინვე გაჩნდა მოთხოვნილება „პორტატულ ბარგზე“, ანუ სამგზავრო ჩანთაზე. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენამდე ორი წლით ადრე, ვინმე ლუი ვიტონმა, ბიჭუნამ საფრანგეთის პროვინციიდან, მუშაობა დაიწყო მესიე მარშალის სამგზავრო სკივრების მანუფაქტურაში. ვიტონს ახალ-ახალი იდეები მოსდიოდა და ძალიან ლამაზ, მინიატურულ სკივრებს ქმნიდა, შლაპების ყუთების მონარჩენი მასალებისგან. ნაპოლეონ მესამის ცოლმა, იმპერატრიცა ევგენიამ, შემთხვევით ნახა ვიტონის ნახელავი და, ისე მოეწონა, ახალგაზრდა კაცი თავის პირად „მესკივრედ“ დანიშნა. უკვე ერთი წლის შემდეგ, დედოფლის დახმარებით, ვიტონმა შეძლო საკუთარი საქმის წამოწყება. 1858 წელს მან პირველი ბრტყელი ჩემოდანი გამოიგონა. მისი კარკასი ხითა და რკინით შეიქმნა, რომელზეც წყალგაუმტარი ქსოვილი გადააკრეს. სიახლე მაშინვე პოპულარული გახდა. ვიტონს შეკვეთები ზღვასავით დაატყდა თავს. უკვე მისმა ვაჟმა, ლუისმა, 1896 წელს, მიმბაძველებისგან თავის დასაცავად, შექმნა სპეციალური ქსოვილი მონოგრამებით. რომელიც დღესაც „ლუის ვიტონის“ მოდის სახლის სავიზიტო ბარათია. ასე რომ, მსოფლიო ჩემოდნებს სწორედ ამ ცნობილი ბრენდის მამას – ვიტონს უნდა უმადლოდეს. ისევ ლუი ვიტონმა 1901 წელს შექმნა ულტრამსუბუქი, პატარა ჩემოდანი, ხოლო 1905 წელს – ქალის პირველი ხელჩანთა. მასვე ეკუთვნის საბეჭდი მანქანის ტრანსპორტირებისთვის სპეციალური შალითის დიზაინი, რომელმაც დღის სინათლე 1924 წელს იხილა.


скачать dle 11.3