კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: ჩემს „დოლარის ხეს“ გაუჩნდა ჭია, რის ბრალია და როგორ დავეხმარო მცენარეს?

პასუხი: მცენარე შეიძლება დაავადდეს სხვადასხვა გარემოებების გამო. ამ მცენარეს ბევრი წყალი არ უყვარს, თქვენ ალბათ ჭარბად მორწყეთ, ან შესაძლებელია, ჭია გაჩდეს ნიადაგიდან და ჰაერიდან. გირჩევთ, „სამთო ქიმიის“ მახლობლად შეიძინოთ წამალი „აქტარა“ და ამის საშუალებით თქვენს მცენარეს მოშორდება ჭია.

კითხვა: ჩემმა ზეთის ხილის ხემ თითქოს ხმობა დაიწყო და რის ბრალია?

პასუხი: თქვენ ალბათ, სიცხეების დროს ხშირად არ რწყავდით. ზაფხულში მას ხშირი მორწყვა სჭირდება, რომ კარგი იერი ჰქონდეს. ახლა, შედარებით იშვიათად მორწყეთ, რადგან ტემპერატურა დაბალია და ზედმეტი წყალი მცენარეს არ სჭირდება. ზამთარში ის მინუს 2 გრადუს ტემპერატურასაც კი იტანს, წლის დანარჩენ სეზონზე კი მოსწონს ოთახის ნორმალური ტემპერატურა. მისი სურნელოვანი პატარა ყვავილები ზამთარში ჩნდება. ზაფხულში შეგიძლიათ, გარეთაც გაიტანოთ. მთელი წლის განმავლობაში სინათლე არ მოაკლოთ. იტანს თაკარა მზესაც. თუ გსურთ, რომ ზეთის ხილის ხეს კარგი ფორმაც ჰქონდეს და ამავე დროს ლამაზიც იყოს, დაყვავილების შემდეგ ან ზაფხულში შეგიძლიათ, გაკრიჭოთ. მისთვის საუკეთესო ადგილი ზამთრის ბაღია, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, ზაფხულობით აივანზე ძალიან უყვარს ყოფნა. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, თქვენი მცენარე ნამდვილად აღარ მოიწყენს და აყვავილებასთან ერთად, ნაყოფსაც გამოიღებს.

კითხვა: როგორ მოვუარო ლანთანას?

პასუხი: ლანთანა ოთახის პირობებში მიმზიდველი და ხანგრძლივად მოყვავილე მცენარეა. ისხამს ნაყოფსაც, თუმცა ის საკვებად უვარგისია. მისი ლამაზი ყვავილები საოცარ ეფექტს ქმნის ბინაში, მაგრამ ის ძალიან ფაქიზია და ხშირად ავადდება. ამიტომ, ფრთხილად იყავით. გახსოვდეთ, რომ ზრდის პერიოდში ნიადაგი რეგულარულად გაანოყიეროთ ხოლმე სასუქით. აქტიური ზრდის დროს ხშირად მორწყეთ მცენარე. ზამთარში კი, ზრდა შენელებულია, მცენარე „ისვენებს“ და მისი მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ამ სეზონზე ის ყველაზე ნათელ ადგილას უნდა დადგათ. მისთვის აუცილებელია კაშკაშა სინათლე. ამ მცენარისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსია.

კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო წლის განმავლობაში ჰიპოესტესი?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს სითბო. მთელი წლის განმავლობაში მისთვის იდეალურია პლუს 18-20 გრადუსი. გაითვალისწინეთ, რომ თუ 11 გრადუსზე დაბლა დაიყვანთ ტემპერატურას, მცენარეს ფოთლები დასცვივა. ამიტომ, მუდმივად ეცადეთ მაღალ ტემპერატურაზე ამყოფოთ.


скачать dle 11.3