კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: როგორ უნდა დავუმუშაოთ ოთახის ძაღლს ბრჭყალები?

პასუხი: ბუნებრივ პირობებში ბრჭყალების დამუშავება მექანიკურად, ხახუნის გზით ხდება. რაც შეეხება ბინაში მცხოვრებ ძაღლებს, ბრჭყალების ჰიგიენა საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, ბრჭყალები დაუმუშაოს სპეციალისტმა, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით.

კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან უყვარს რეზინის სათამაშოთი თამაში. სათამაშო სპეციალურად ძაღლისთვის არ არის განკუთვნილი, ის ბავშვს ეკუთვნის. საშიშია თუ არა ჩვეულებრივი, რეზინის სათამაშოს დაღრღნა ძაღლის ჯანმრთელობისთვის?

პასუხი: ბავშვის სათამაშო ბევრად რბილი და დამყოლია, ვიდრე ძაღლის. ძაღლის სათამაშოს სპეციალური მასალისგან ამზადებენ, რათა ადვილად ვერ გაღრღნას და თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა ნაწილები არ გადაყლაპოს.

კითხვა: ჩემი ძაღლი გარეთ ყოფნის დროს წყალს ხშირად სვამს გუბიდან. საზიანოა თუ არა ეს ძაღლის ორგანიზმისთვის?

პასუხი: ლეკვის შეძენისთანავე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძაღლს საჭმელი და სასმელი წყალი გამოსაჩენ ადგილას დაუდოთ. წყალი დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა ცვალოთ. ძაღლს აუცილებლად ლეკვობიდანვე უნდა აუკრძალოთ წყლის გუბურებიდან და წყალსაცავებიდან დალევა. ეს პირველ ყოვლისა, იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ დაბინძურებულმა წყალმა, ისევე, როგორც საკვებმა, თქვენი ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულ შედეგამდე არ მიიყვანოს.

კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლისთვის მაცივარში მოთავსებული კერძის ჭამა?

პასუხი: ოჯახის პირობებში დამზადებული წვნიანი კერძი, თუ ის მაცივარშია, როგორც ადამიანისთვის, ასევე ძაღლისთვის, ჯერ უნდა წამოვადუღოთ, მერე გავაგრილოთ და ისე ვაჭამოთ. საერთოდ, ძაღლისთვის არ არის რეკომენდებული საერთო კერძის ჭამა, რადგან, როგორც წესი, თითქმის ყველა ოჯახში, კერძებს სანელებლებით აზავებენ, სანელებელი კი ძაღლისთვის მავნებელია. გაითვალისწინეთ, რომ სანელებელი ძაღლებში ნაღვლის ბუშტის ანთებას და ღვიძლის გადაგვარებას იწვევს.

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა იწვევს ძაღლის სიბრმავეს?

პასუხი: ძაღლის სიბრმავე შეიძლება ასაკმა გამოიწვიოს. როგორც ასაკოვან ადამიანებს ემართებათ კატარაქტა და გლაუკომა, ასევე შეიძლება დაემართოს ძაღლსაც და თანდათან გაუუარესდეს მხედველობა. სიბრმავე, შესაძლოა, ტრავმამაც გამოიწვიოს. თუმცა, ძაღლი, როგორც ცხოველი, იმდენად ბალანსირებული ორგანიზმია, რომ ნაადრევი სიბრმავე ასაკის გარდა თითქმის არასდროს უვითარდება.


скачать dle 11.3