კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშიშია თუ არა ძაღლის გრიპი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და როგორ უნდა დავიცვათ ცხოველი ზამთარში ვირუსებისგან


ზამთრის დადგომასთან ერთად, ძაღლებში თავს ბევრი არასახარბიელო დაავადება და ინფექცია იჩენს. ამიტომ საჭიროა, რამდენიმე დეტალი ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავაცილოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. ამ თემასთან დაკავშირებით, კერძოდ კი ადენოვირუსის შესახებ, ვეტერინატი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

– რა გართულებებია მოსალოდნელი, ზამთრის დადგომასთან ერთად, ცხოველის ჯანმრთელობისთვის?

– ზამთარში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცხოველის გაციებაა, ამიტომ ძაღლის ჯანმრთელობა პატრონისგან, წელიწადის ამ დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. გაციებისთანავე ცხოველი იწყებს კანკალს, იქექავს კიდურებს, ახველებს, უთბება ცხვირი.

– ზამთარში, ისევე როგორც წელიწადის სხვა დროს, აუცილებელია, ცხოველის ჰაერზე გასეირნება. როგორ უნდა დავიცვათ ძაღლი გაციებისგან?

– რეკომენდებულია, ზამთრის ცივ ამინდში გასეირნებისას, ძაღლს სპეციალური ტანსაცმელი ჩავაცვათ და ისე გავიყვანოთ გარეთ.

– რაიმე მედიკამენტით თუ შეიძლება მათი დაცვა გაციებისგან?

– მედიკამენტების წინასწარ გაკეთება არ არის სასურველი და არც არის პრაქტიკაში ეს მეთოდი გამოყენებული.

– რომელი ძაღლები ცივდებიან ადვილად?

– განსაკუთრებით ადვილად ცივდებიან დიდი ჯიშის ძაღლის ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები.

– რატომ?

– მათ სუსტი სახსრები აქვთ, რაც შემდგომ ისეთი ქრონიკული დაავადების განვითარებას იწვევს, როგორიც ართრიტებია. ასეთ შემთხვევაში, ცხოველის მკურნალობა რთულდება. ამიტომ, არ უნდა გავასეირნოთ ძაღლი გარეთ ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში, ისევე როგორც წვიმისა და სველი თოვლის დროს. პატარა ჯიშის ძაღლებიც რისკის ქვეშ არიან, რადგან ადვილად ცივდებიან და გათბობისთვის უფრო დიდი ენერგია სჭირდებათ. პატარა ჯიშის ძაღლებში გაციებამ შეიძლება, პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება გამოიწვიოს, რაც ძაღლებში რთულად იკურნება.

– ძაღლის გრიპზე რას გვეტყვით?

– როგორც საერთოდ გრიპის ვირუსს, ძაღლის გრიპსაც ახასიათებს მუტაცია. ამიტომ, აღნიშნულ დაავადებაზე ვაქცინაცია ასპროცენტიან გარანტიას არ იძლევა.

– ხშირია ძაღლის გრიპი?

– ზამთრის პირობებში საკმაოდ ხშირია. ძაღლის გრიპის დამახასიათებელი ნიშნებია ძირითადად: სპაზმები, შეიძლება ღებინებაც გამოიწვიოს. ასეთ დროს ძაღლი თეთრ ქაფს ამოაღებინებს. ადენოვირუსის მკურნალობა სტანდარტული არ არის. შესაძლოა, ამ დაავადებამაც გამოიწვიოს ფილტვების ანთება.

– სახლის პირობებში თუა შესაძლებელი ადენოვირუსისგან ძაღლის განკურნება?

– ვეტერინარის დახმარების გარეშე, ძაღლი ადენოვირუსისგან არ განიკურნება. ამიტომ, პირველი სიმპტომის გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოთ ექიმს.

– ძაღლის გრიპი საშიშია ადამიანისთვის?

– ძაღლის გრიპი ადამიანს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ძაღლისთვის ძალიან საშიშია, რადგან რთული დაავადებაა.

– იმ შემთხვევაში, თუ სახლში ორი ძაღლი გვყავს და მათ შორის ერთ-ერთი ძაღლის გრიპით დაავადდა, საშიშია თუ არა ეს მდგომარეობა მეორე ძაღლისთვის?

– თუ ერთი ძაღლი ადენოვირუსით დაავადდა, მეორე ძაღლის ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა. რაც შეეხება სხვა სახის გაციებას, ნაკლებად საშიშია მეორისთვის და არც ართრიტებსა და სხვა გართულებებს გამოიწვევს.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლი ადენოვირუსითაა დაავადებული?

– ადენოვირუსით დაავადებული ცხოველი აუცილებლად მოწყენილი იქნება, გაუშრება ცხვირი, შეიძლება ღებინებაც გამოიწვიოს. დაიწყებს ხველას, მოუმატებს ტემპერატურა.

– რამდენია ძაღლისთვის ნორმალური ტემპერატურა?

– ძაღლისთვის ტემპერატურა 39-მდე ნორმალურია.

– როგორ უნდა დავიცვათ ცხოველი დაავადებისგან, თუ სახლში ერთი ძაღლი უკვე დაავადებულია ძაღლის გრიპით?

– აუცილებელია დაავადებული ცხოველის იზოლირება. ის უნდა მივიყვანოთ ვეტერინართან, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავს.

– თუ ქალაქგარეთ გვყავს ძაღლი გაყვანილი, დაავადდა ადენოვირუსით და ექიმთან ვერ მიგვყავს, რამდენ დღეში აღწევს პიკს დაავადება?

– ეს ყველა ცხოველისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ, რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ ვეტერინარის კონსულტაცია. ერთი და ორი დღე საშიში არ არის.

– შეიძლება, ცხოველი ადენოვირუსით დაიღუპოს?

– ყოველ შემთხვევაში, ამის ალბათობა მაღალია.

– რისი საშიშროებაა კიდევ ზამთარში?

– ზამთარში ცხოველებში ტრავმების ალბათობა მატულობს. ცივ სახსარზე გაცილებით ადვილად შეიძლება ტრავმა მიიღოს.

– ზამთრის დადგომასთან ერთად, უნდა შევუცვალოთ თუ არა ცხოველს კვების რაციონი?

– თუ ცხოველი ეზოს პირობებში გვყავს ულუფა უნდა გავუზარდოთ. არსებობს ზამთრის პერიოდისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს ცხიმს.

რაც შეეხება წყალს?

– ზამთარში ცხოველს აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყალი უნდა დავალევინოთ. ხოლო თუ ეზოს პირობებში ვამყოფებთ, მაშინ მას წყალი ხშირ-ხშირად უნდა გამოვუცვალოთ.


скачать dle 11.3