კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 30 წლის მამაკაცი. დღეში ორჯერ ვსვამ მუქ ჩაის. თუ შეიძლება, მითხარით, მავნებელია თუ არა ეს ჯანმრთელობისთვის? მით უმეტეს, რომ სინამდვილეში არ ვიცით, რას შეიცავს ეს ერთჯერადი ჩაი.

პასუხი: დღეში ორჯერ მუქი ჩაის დალევა ორგანიზმს არავითარ საფრთხეს არ უქმნის, თუ ადამიანს არ აქვს არტერიული ჰიპერტენზია ან ვეგეტატიური ნერვული სისტემის ჭარბი აღგზნება. რაც შეეხება ჩაის შემადგენლობას, ეს სხვა პრობლემაა. იმედი ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან, ვინმე დაინტერესდება, მოსახლეობას ჯანსაღი პროდუქტი მიეწოდოს.

კითხვა: ჩემს მეუღლეს აორტის კოარქტაცია აღმოაჩნდა. მაინტერესებს, გადაეცემა თუ არა ეს დაავადება მემკვიდრეობით?

პასუხი: აორტის კოარქტაცია აორტის თანდაყოლილი შევიწროვებაა. ზოგჯერ მისი სანათური სრულიად იხურება. აორტის კოარქტაციის მემკვიდრეობით გადაცემის შემთხვევები ცნობილია. მკურნალობის ერთადერთი რადიკალური მეთოდი ოპერაციული მკურნალობა გახლავთ. ამ დროს აორტის დაზიანებულ უბანს პროთეზით ცვლიან. ეს ავადმყოფის მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს. ოპერაციის შემდეგ პაციენტთა 95 პროცენტს არტერიული წნევა უწესრიგდება და დაავადების პროგნოზიც საიმედო ხდება.

კითხვა: ცოტა ხნის წინ ბუასილის კვანძების მოსაშორებლად ოპერაცია გამიკეთეს. ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ ბუასილის რემისიულ პერიოდში სასურველია სპეციალური ვარჯიშები, მაგრამ ვერსად მივაგენი ამ კომპლექსს. იქნებ თქვენ მაინც მირჩიოთ, როგორი ვარჯიშები უნდა შევასრულო?

პასუხი: ბუასილი უმთავრესად მათ ემართებათ, ვისაც მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს. ვარჯიშზე მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როცა ადამიანი ამ პათოლოგიითაა დაავადებული, მაგრამ რადიკალური ოპერაციის შემდეგ, თუკი ბუასილი ლიკვიდირებულია, ვარჯიში აუცილებელი არ არის. უბრალოდ, ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ, ერიდეთ დიდხანს ჯდომას, ყურადღება მიაქციეთ კუჭის მოქმედებას. სწორად იკვებეთ, დაიცავით ჰიგიენა. ამ გზით ოპერაციის შედეგს შეინარჩუნებთ.

კითხვა: ვარ 18 წლის. ორ წელზე მეტია, რაც ცხვირის ირგვლივ, სახეზე, კანი მიწითლდება, უმეტესად სამკუთხედისებურად. მხოლოდ სიგრილეში არ მიწითლდება. გთხოვთ ამიხსნათ, რითაა ეს გამოწვეული და ვის უნდა მივმართო?

პასუხი: არ არის გამორიცხული, მზის სხივების მიმართ ჰიპერრეაქტიული კანი გქონდეთ, თუმცა, უთუოდ უნდა გამოირიცხოს სისტემური წითელი მგლურა. ეს დაავადება უფრო ხშირად ახალგაზრდა ქალებს ემართებათ. ამ დროს ანთებითი პროცესი მოიცავს მთელი ორგანიზმის შემაერთებელ ქსოვილებსა და სისხლძარღვებს. ალბათ, უმჯობესი იქნება, ჯერ თერაპევტს ეჩვენოთ – იგი ზოგად გამოკვლევას ჩაგიტარებთ და, თუ საჭიროდ მიიჩნევს, რევმატოლოგთან გაგგზავნით.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3