კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

ცეკვა „ხანძრული“ და ტრაბახის გამო ციხეში გატარებული 3 წელი


მოსკოვის ¹2 ნავთობბაზა ერთი პატარა ქალაქისოდენაა და იქ რომ დღის განმავლობაში ბენზინი იცლება, თბილისს, ალბათ, ერთი კვირა ეყოფა...

ერთხელ დარეკეს, მოსკოვის ცენტრალურ სახანძროში, სადაც მაშინ ცვლის უფროსად ვმუშაობდი და თქვეს, რომ ¹2 ნავთობბაზაზე საშინელი ხანძარი მძვინვარებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოცი მანქანით ათი კაცი გავემართეთ ნავთობბაზაზე ხანძრის ჩასაქრობად, მაგრამ, მივედით და რას ვხედავთ: უზარმაზარი ონკანის ქვეშ, საიდანაც ბენზინს ასხამდნენ მანქანებსა და ცისტერნებში, კოცონი ანთია, ონკანთან კი ოცდაორიოდე წლის ბიჭია მიმჯდარი. რომ დაგვინახა, იქიდან გვიბრძანა:

– საკმარისია, ონკანი გავხსნა და, რაც მოხდება, კარგად იცით. ამიტომ, რასაც გეტყვით, ის გააკეთეთ!

ყმაწვილს რომ ონკანი გაეხსნა, ბენზინი კოცონს დაესხმებოდა, ცეცხლი უზარმაზარ ტერმინალებს მოედებოდა და ნახევარი მოსკოვი გასწორდებოდა მიწასთან. ჩვენ ეს კარგად ვიცოდით და, რადგან მეხანძრეებს შორის უფროსი მე ვიყავი, ყმაწვილს ვკითხე, – რა უნდა გავაკეთოთ, რომ ონკანი არ მოუშვა-მეთქი?

ყმაწვილმა ჩვენ ჯინაზე სიგარეტს მოუკიდა, და მომიგო:

– დაამწკრივეთ თქვენი მეხანძრეები და ცეკვა „ხანძრული“ იცეკვეთო...

რა უნდა გვექნა, ასი კაცი სიმეტრიულად დავეწყვეთ და ბუქნაობა დავიწყეთ... ეს ცირკი თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა და მხოლოდ მაშინ დასრულდა, როდესაც მილიციის ერთი ოპერმუშაკი უკნიდან მიეპარა ბიჭს და ონკანიდან ჩამოხსნა. ჩვენ არაქათი აღარ გვქონდა და ყველანი უღონოდ დავეყარეთ მიწაზე. მერე გავიგეთ, რომ იმ აბეზარ ბიჭს საცოლესთან დაუტრაბახია, ას კაცს ერთად ვაცეკვებო. პირობა კი შეასრულა, მაგრამ ხულიგნობისთვის 3 წელი ციხეში აყურყუტეს.

სიყვარულის ცეცხლი

გასული საუკუნის 70-იანი წლებია, ის პერიოდი, როდესაც თხუთმეტ-თექვსმეტსართულიანი შენობების აგება ახალი ხილი იყო თბილისში. ჩვენ, სახანძრო სამსახურის მუშაკებს, იქ მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გვქონდა. მაშინ საბურთალოს სახანძროს (ყოფილი ორჯონიკიძის რაიონი) უფროსის მოადგილე ვიყავი და არაერთხელ დავსვი საკითხი, მრავალსართულიან სახლებში მუშაობისთვის, შესაბამისი აღჭურვილობა გამოგვეწერა, მაგრამ ყურსაც არავინ იბერტყავდა. მპასუხობდნენ: რა აიხირე, ხომ ხედავ, რომ მრავალსართულიან სახლებში ხანძარი არ ჩნდებაო. ერთხელაც, საბურთალოს ერთ-ერთ ახალაშენებულ თექვსმეტსართულიან კორპუსს მეათე სართულზე გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდებოდა: სახურავისკენ და ქვევით. „იმდენი ილაპარაკე, ოლეგ, რომ თექვსმეტსართულიანი იწვის“, – მითხრა ჩემმა მაშინდელმა უფროსმა და ისე შემომხედა, თითქოს ჩემი ბრალი იყო. ადრე მოსკოვში ვმუშაობდი, ამ საქმეში საკმაო გამოცდილება მქონდა და, მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელი მუშაკი ვიყავი, ჩემს ხელქვეითებთან ერთად ჩავერთე ხანძრის ჩაქრობაში. ერთი ნაწილი ქვედა სართულებზე მუშაობდა, მე და ჩემ მიერ შერჩეული ბიჭები კი ზემო სართულებს მოვედეთ. ცეცხლი საშინლად მძვინვარებდა და რამე ნივთის გადარჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩვენ უფრო იმის გვეშინოდა, რომელიმე იქ მცხოვრები მოქალაქე არ მოხვედრილიყო ცეცხლში.

– წამოდი, ოლეგ, ქვევით დავეშვათ, – მითხრა ერთ-ერთმა ხელქვეითმა, რომელსაც მხურვალებისგან სახის კანი გასწითლებოდა, – რომელი ჭკუათმყოფელი გაჩერდებოდა ამდენ ხანს სახლში! ჩავიდეთ, თორემ გოჭივით შევიბრაწე.

ჩვენ მეთექვსმეტე სართულზე ვიმყოფებოდით და ბინებს ვათვალიერებდით. ერთი ბინაღა გვქონდა დარჩენილი. ხის კარი შევამტვრიე, ცეცხლმოკიდებულ სახლში შევვარდი და, უკვე გამოსვლას ვაპირებდი, როდესაც საძინებელი ოთახიდან საეჭვო ხმები მომესმა... მივედი და რას ვხედავ: ახალგაზრდა ქალ-ვაჟს ისეთი ხვევნა-კოცნა აქვს გაჩაღებული და ისეთი სიყვარულის კოცონი აქვთ დანთებული, ვერც კი გრძნობენ, ცეცხლწაკიდებულ სახლში რომ იმყოფებიან. არც ვაციე, არც ვაცხელე და წყვილს ერთი ვედრო წყალი გადავასხი, რომელიც სამზარეულოდან მოვარბენინე... აი, მაშინ კი ინებეს სიყვარულის ნეტარებიდან დაბრუნება და ხელიხელჩაკიდებული, დედიშობილები დაეშვნენ თბილისური „ცათამბჯენის“ კიბეებზე...

ვიცე-პოლკოვნიკ ოლეგ ფროლოვის ნაამბობის მიხედვით მოამზადა

ნიკა ლაშაურმა


скачать dle 11.3