კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნეს საზარელი მკვლელობა სიგარეტის ნამწვის საშუალებით


საზარელი მკვლელობა

ქალმა თვალები გაახილა, ვერ გაინძრა და მიხვდა, დაბმული იყო. ბნელოდა, თუმცა, სინესტის სუნით იგრძნო, სარდაფში იმყოფებოდა. თავი უბრუოდა, არაფერი ახსოვდა და ჩაილაპარაკა: „სად ვარ და აქ როგორ მოვხვდი?“ უცებ სინათლე აინთო და რკინის ძელზე მიბმულ ქალს მძლავრმა შუქმა მოსჭრა თვალი. სანამ მხედველობა დაუბრუნდებოდა, ნაცნობმა ხმამ მოკვეთა ყურთასმენა:

– გიკვირს, შორენ, აქ რომ ხარ, არა?

– რობერტ, შენ? – აღმოხდა ქალს.

– დაგავიწყდა, ბუნების წიაღში სასეირნოდ რომ წამოგიყვანე?

– არაფერი მახსოვს.

რობერტს ჩაეცინა და შორენას უთხრა:

– ისეთი ძლიერმოქმედი დასაძინებელი შევურიე ბორჯომში, რომ მანქანაშივე მოგწყდა კისერი. აქ რომ მოგათრიე, უგონოდ იყავი. უკვე ექვსი საათია, რაც ასეთ დღეში ხარ და ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ ჩაძაღლდა-მეთქი.

– რას ამბობ, რობერტ, გამოდის, რომ აქ შენ მომიყვანე და ასეთ დღეში შენ ჩამაგდე?

– გამოდის კი არა, მასეა!

– მასეა? კი, მაგრამ, რას მერჩი? მე, შენს ფეხმძიმე ცოლს, ასეთ დღეში მაგდებ? კი მაგრამ, რატომ, რა დაგიშავე, მანიაკი ხარ?

– არა, შორენ, არა, – თავი გააქნია რობერტმა, „ფილიპ-მორისი“ გააბოლა, რომელიც პლასტმასისმაგვარი კოლოფიდან ამოაცურა და უთხრა, – არა, მანიაკი არ ვარ. მაგრამ, მანიაკურად მოგკლავ, იმიტომ, რომ ფეხმძიმედ ხარ.

– ქალი შეცბა და მეუღლეს უთხრა:

– რატომ, რამ შეგშალა, რობერტ?

– იმან, რომ ბოზანდარა ხარ, ჩათლახი და მე სულელს კი სიგიჟემდე მიყვარდი. მაგ ნაბიჭვარს კი, მუცელში რომ გიზის, ამოგგლეჯ და კედელზე მივატყეპებ!

– საკუთარ შვილს გაიმეტებ, რობერტ?

– საკუთარს – არა, მაგრამ მაგ ნაბიჭვარს კი კედელზე მივატყეპებ, ეგ ჩემი შვილი არაა!

– აბა, ვისია?

– მაგის გაგება რომ მინდა, ამდენ ხანს იმიტომ გაცოცხლე და აქაც იმიტომ მოგათრიე.

– რას ბოდავ, რობერტ, აზრზე მოდი, შენს შვილზე ასეთ რამეს როგორ ამბობ?

– ეგ ნაბიჭვარი ჩემი შვილი არაა. მე ქალის დაორსულება არ შემიძლია. უშვილო ვარ და არ გეუბნებოდი, ჩუმად ვმკურნალობდი და რომ მითხარი, ფეხმძიმედ ვარო, ელდა მეცა. მაგრამ, არ შევიმჩნიე. ჩემს ექიმთან ვიყავი კონსულტაციაზე, შეცდომა რომ არ დამეშვა და ცოდვა არ ჩამედინა. მაგრამ, ექიმმა მითხრა, რომ ჯერ არ გამოვჯანმრთელებულვარ და ეგ ნაბიჭვარი ჩემი შვილი არაა. ასე რომ, გამოტყდი, ვისი ნაბიჭვარი გიზის მუცელში!

შორენა ერთბაშად მოტყდა და თავი ჩაღუნა, ცივმა ოფლმა დაასხა, შემდეგ კი რობერტს უთხრა:

– ნუთუ, ფეხმძიმე ქალს მომკლავ?

– რა თქმა უნდა, მოგკლავ, მაგრამ მანამდე შენი კუროს ვინაობას მეტყვი.

– ესე იგი, მომკლავ, არა? თანაც მას შემდეგ, რაც ჩემი კუროს ვინაობას გეტყვი, ხომ?

– კი.

– კარგი, გეტყვი. ამით მაინც გადაგიხდი სამაგიეროს და გაგამწარებ. ჩემი კურო შენი ძმა მიშიკოა, – უთხრა შორენამ ქმარს და გადაიხარხარა.

შორენას სიტყვებმა ხანჯალმომარჯვებული რობერტი ისე შეაცბუნა, უკან გახტა და ხანჯალი ხელიდან გაუვარდა. თუმცა, თავი გააქნია, მწარედ ჩაეცინა და ცოლს უთხრა:

– ჩემი გამწარება გინდა და იმიტომ მოიგონე ასეთი საშინელება, შე ნაბოზარო, ხომ?!

– არა, ძვირფასო, – ირონიულად თქვა შორენამ, – ახლავე დაგიმტკიცებ, რომ არაფერს ვიგონებ. შენს მიშიკოს მარცხენა ყვერი უფრო ბევრად დიდი აქვს, ვიდრე მარჯვენა, ხოლო მარცხენა დუნდულზე კვერცხის ფორმის დიდი ხალი აქვს. დაფიქრდი, ტყუილს თუ ვამბობ, მაშინ საიდან ვიცი შენი ძმის სხეული ასე კარგად?

– სრულიად შემთხვევით. არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი მიშიკოზე ვინმესგან შეიტყვე და ახლა ამით გინდა, სამაგიერო გადამიხადო. ფიქრობ, მაინც ვკვდებიო და გინდა, რომ ძმაც მომაკვლევინო.

შორენამ უფრო საზარლად გადაიხარხარა და რობერტს უთხრა:

– შენ რომ მომაკვდავი მამაშენი ძილში გაგუდე, ეგეც ტყუილია? იქ ხომ შენ და მიშიკო იყავით და შეთანხმდით, არავის, არასოდეს ეტყოდით ამ ამბავს. მიშიკომ კი მე მითხრა და იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩემთან ურთიერთობა გაემართლებინა. ასე თქვა, ჩემი ძმა ნაძირალაა და ყველაფრის ღირსი, მან მამაჩემი მოკლაო.

– მამა კი არ მოვკალი, მას კიბო სჭირდა, წვალობდა და ტანჯვა შევუმსუბუქე. ამას შემთხვევით შეესწრო მიშიკო და დავაფიცე, რომ არავისთან იტყოდა. ახლა კი მჯერა, რომ სიმართლეს ამბობ, – თქვა რობერტმა და შორენას მუცელი გაუფატრა, ნაყოფი ამოაგლიჯა და ჯერ კიდევ ცოცხალი ქალის წინ, კედელზე მიანარცხა. შემდეგ, შორენას ყელი გამოსჭრა და ერთხანს სისხლის ცქერით ტკბებოდა. ბოლოს ქალს თავი მოჰკვეთა, სარდაფიდან გამოვიდა, „მოსკვიჩში“ ჩაჯდა და თბილისისკენ აიღო გეზი. გზაში გასისხლიანებული ხანჯალი მტკვარში გადააგდო.

უტყუარი სამხილი

მცხეთის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის თანამშრომელი, 53 წლის სერგო პოლოლიკაშვილი, ყოველი თვის დასაწყისში ჩადიოდა „C“ ბუნკერში და ელექტროგაყვანილობის სისტემას ამოწმებდა. სერგო ამ უწყების ელექტრომექანიკოსი იყო. „C“ ბუნკერი კი, რომელიც მტკვრის პირას მდებარეობდა, მცხეთის სამოქალაქო თავდაცვის სისტემის მთავარი სამართავი პუნქტი იყო და ატომური ომის შემთხვევაში, სწორედ, იქიდან უნდა ემართათ სიტუაცია. როგორც კი ელექტრომექანიკოსმა პოლოლიკაშვილმა კარი გააღო და ბუნკერში ფეხი შედგა, ჯერ თვალის გუგები გაუფართოვდა, შემდეგ საშინელი სანახაობისგან გული აერია, აღებინა და ბარბაცით უკან გაბრუნდა... სერგო პოლოლიკაშვილმა რის ვაი-ვაგლახით მიაღწია მცხეთის მილიციის განყოფილებამდე და ბუნკერში ნანახი ქალის გვამზე რომ უამბო მათ, გული წაუვიდა. მის მოსასულიერებლად სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მილიციის ოპერატიული ჯგუფი კი, „C“ ბუნკერისკენ გაემართა და მოკლევადიანი მოკვლევის შემდეგ, მილიციის პოდპოლკოვნიკმა რევაზ ბითაძემ გენერალური პროკურატურის საგანგებო ჯგუფი გამოიძახა. მათ საფუძვლიანი მოკვლევა ჩაატარეს და ექსპერტ-კრიმინალისტმა ომარ სახვაძემ თქვა:

– უტყუარი სამხილი გვაქვს, აი ეს, – სახვაძემ პინცეტში მოქცეული სიგარეტის ნამწვი დაანახვა კოლეგებს. შემდეგ ცელოფანში ფრთხილად ჩადო და შეინახა.

– ისეთი რა უტყუარი სამხილი აღმოაჩინეთ, ბატონო ომარ, – ჰკითხა კაპიტანმა ვასაძემ ექსპერტს.

– „ფილიპ-მორისის“ „ბიჩოკი“ ნოდარ და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე მის მფლობელს ვიპოვით, ის კი მკვლელია.

– ეგ როგორ?

– როგორ და, ეს სიგარეტი მხოლოდ შტატებში გამოდიოდა და სულ რაღაც ერთი თვის წინ შეწყდა მისი წარმოება. ამიტომ, ეს სიგარეტი ჩვენთან, როგორც მინიმუმ, ერთი თვის წინ შემოიტანეს და არა იმპორტულად, არამედ კერძოდ. სიგარეტი სპეციალურად ვიეტნამის ომში მონაწილე სამხედროებისთვის იყო შექმნილი. ნახშირის ფილტრი და პლასტმასის კოლოფი ჰქონდა, რომ ვიეტნამის ჭაობებში არ ჩაძირულიყო და კოკისპირულ წვიმაში არ დასველებულიყო. ერთი სიტყვით, მთავრობას ძალიან ძვირი უჯდებოდა ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ეს სიამოვნება და სიგარეტის წარმოება შეწყვიტეს.

სახვაძის მონათხრობით გაკვირვებულმა ვასაძემ მას ჰკითხა:

– კი მაგრამ, ბატონო ომარ, ამდენი ინფორმაცია საიდან გაქვთ ამერიკული სიგარეტის წარმოების შესახებ?

ცნობილ ექსპერტს გაეღიმა და თავის ახალგაზრდა კოლეგას უპასუხა:

– ჟურნალ „ამერიკას“ ვკითხულობ, ჩემო ანზორ.

– ჟურნალ „ამერიკას“?

– კი, ბატონო, ჟურნალ „ამერიკას“. რუსულ ენაზეც გამოდის მოსკოვში და გამოწერილი მაქვს. მე ხომ ექსპერტი ვარ და ნებისმიერი სახის უახლესი ინფორმაცია უნდა მქონდეს. რა იცი, რა დროს დაგჭირდება. რომ არა ჩემი ასეთი ინტერესი, „ფილიპ-მორისისთვის“ შეიძლება ყურადღებაც კი არ მიგვექცია. ახლა კი, ხელში მნიშვნელოვანი სამხილი გვაქვს და ეს მკვლელობის გასაღებია.

სახვაძის ვარაუდი გამართლდა. მილიციამ თბილისში ჩამოსული ყველა ამერიკული დელეგაციის შემადგენლობა დაადგინა ბოლო ორი თვის განმავლობაში და ასეთი სულ ორი აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი თბილისის ახლადაშენებულ ფილარმონიაში იყო ჩამოსული. როგორც მილიციის ფარული მოკვლევიდან გახდა ცნობილი, ფილარმონიაში სტუმრად მყოფმა ამერიკელებმა ფილარმონიის თანამშრომლებს „ფილიპ-მორისის“ რამდენიმე ბლოკი გადასცეს პატივისცემის ნიშნად. ეს ინფორმაცია რომ ანზორ ვასაძეს მიაწოდეს, რომელიც მცხეთის ბუნკერში მოკლულ შორენა ნერგაძის მკვლელობის საქმეს იძიებდა, მან თავის ხელქვეითებს უთხრა:

– ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ექსპერტ-კრიმინალისტის სიტყვებში, მაგრამ ომარ სახვაძე მართალი აღმოჩნდა. ამიტომ, ზუსტად უნდა დამიდგინოთ, რამდენ ადამიანს შეეძლო მოეწია ამერიკელების მიერ ნაჩუქარი „ფილიპ-მორისი“ და იცოდეთ, თქვენს მუშაობაზეა დამოკიდებული მკვლელის მიგნება.

ანზორ ვასაძის ხელქვეითები მუშაობას შეუდგნენ. თუმცა, დიდი ჯაფა არ დასდგომიათ, რადგან გაირკვა, რომ მცხეთის ბუნკერში მოკლული შორენა ნერგაძის მეუღლე, რობერტ იკლებნიძე, ფილარმონიის ტექნიკურ სამსახურში ინჟინრად მუშაობდა და კერძო „მოსკვიჩით“ დადიოდა.

– ესე იგი, იკლებნიძის მოკლულია ნერგაძე, მაგრამ, ფეხმძიმე ცოლი ასე სასტიკად რატომ გამოასალმა სიცოცხლეს? – უთხრა ხელქვეითებს ვასაძემ, – არა და, დაკითხვისას ისე ტიროდა, ისე მოთქვამდა და განიცდიდა ცოლის სიკვდილს, რომ ვიფიქრე, თავს მოიკლავს-მეთქი. მოკლედ, ასე ბიჭებო, რობერტ იკლებნიძეზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი უნდა დავაწესოთ და თუ ამით ვერაფერს მივაღწევთ, მაშინ მისი აყვანა და მაგრად შეჯანჯღარება მოგვიწევს.

სისხლიანი გაქცევა

რობერტ იკლებნიძეზე სამდღიანმა თვალთვალმა ვერაფერი მისცა მილიციას, რადგან ცოლის მკვლელი ინჟინერი საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა და ყოველდღე დადიოდა სამსახურში. სახლში რომ ბრუნდებოდა, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და არავის ეკონტაქტებოდა. ამიტომ, ანზორ ვასაძემ იკლებნიძის დაკავების ბრძანება გასცა და რობერტი დილით, საკუთარ სადარბაზოსთან იმ დროს აიყვანეს, „მოსკვიჩში“ რომ ჯდებოდა. იკლებნიძე ქალაქის მილიციის სამმართველოში, პირდაპირ ვასაძეს შეუყვანეს კაბინეტში დაკითხვაზე, რომელმაც უთხრა:

– კომედია დასრულდა, იკლებნიძე. გამოტყდი, რატომ ცოლი მოკალი!

რობერტ იკლებნიძემ ზიზღნარევი მზერა ესროლა გამომძიებელს და მიუგო:

– გაგიჟდით?

– გაყიდული ხარ, იკლებნიძე, „ფილიპ-მორისის“ „ბიჩოკმა“ დაგწვა. ყველაფერი გამოვარკვიეთ და ვიცით, რომ ცოლი შენ მოკალი.

რობერტ იკლებნიძე კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და ყველაფერს უარყოფდა. მით უმეტეს, რომ მილიციას პირდაპირი სამხილები არ გააჩნდა იკლებნიძის წინააღმდეგ და არც მოწმე არსებობდა. თუმცა, ვასაძეს ეს ნაკლებად აღელვებდა და იკლებნიძის „შეჯანჯღარების“ ბრძანება გასცა, რაც, ფაქტობრივად, წამების სანქცირებას ნიშნავდა. მილიციელებმა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს ვასაძის ბრძანება და იკლებნიძე ცემისგან ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ მან აღიარებითი ჩვენება მისცა. მაგრამ, ფსიქიკა შეერყა და ჯერ თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ მოსკოვში გადაიყვანეს და სერბსკის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესეს... თუმცა, ინტენსიური ნევროლოგიის განყოფილებაში მოთავსებულმა იკლებნიძემ, ერთი თვის მერე, სერბსკის კლინიკიდან სისხლიანი გაქცევა მოაწყო. როდესაც სანიტრებს ჰიდროპროცედურების მისაღებად მიჰყავდათ, ორივეს კისრები მოამტვრია და წყლით სავსე აუზში ჩაყარა. შემდეგ, ჰიდროსაპროცედუროს ორი თანამშრომელი მაკრატლით დახოცა, ირგვლივ სისხლის გუბეები დააყენა და განყოფილების უფროსის „პობედით“ სამკურნალო დაწესებულების ტერიტორია დატოვა... რობერტ იკლებნიძეზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა და როგორც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეზე, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მასზე დაკავებისას ლიკვიდაციის ნებართვა გაიცა...

თბილისური კოშმარი...

მიუხედავად იმისა, რომ რობერტ იკლებნიძეს ინტენსიურად ეძებდნენ და მისი სავარაუდო გამოჩენის ადგილებზე მახეებიც იყო დაგებული, მან მაინც მოახერხა მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლა და მისი გამოჩენის პირველივე დღიდან თბილისური, ერთკვირიანი კოშმარი დაიწყო... მტვირთავის უნიფორმაში გამოწყობილი იკლებნიძე თბილისის ვაგზლის მიდამოებში საღამოს 8 საათსა და 45 წუთზე მორიგე მილიციელს, 29 წლის რიგით ვასილ კეისაროვს დაესხა თავს. ჩაქუჩით თავი გაუჩეჩქვა, მის ტაბელურ იარაღს – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტს დაეუფლა და მიიმალა. მეორე დღეს, ზემო ვერაზე, ღამის 22 საათსა და 30 წუთზე, მილიციის გამომძიებლის, ანზორ ვასაძის ეზოსთან ოთხი გასროლის ხმა გაისმა... ხოლო მოქალაქე ირინე კორღალიძემ ღამის ბინდში მიმავალ მამაკაცის სილუეტს მოჰკრა თვალი. ქუჩაში გამოსულმა ზემო ვერელებმა კი საკუთარი ეზოს წინ, სისხლში მცურავი ანზორ ვასაძის უსულო გვამი იხილეს. მას სამი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, ერთი კი – გულში... გამომძიებელზე თავდასხმა რობერტ იკლებნიძემ განახორციელა შურისძიების მიზნით. გამოყენებულ იქნა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომელიც იკლებნიძემ, მის მიერვე წინა დღით მოკლულ, ვასილ კეისაროვს აართვა.

იმ პერიოდში მილიციელის ასეთი სასტიკი მკვლელობა უიშვიათესი რამ იყო. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ედუარდ შევარდნაძემ საგანგებო თათბირი მოიწვია და ხელქვეითებს ამ საქმის სასწრაფოდ გახსნა უბრძანა. თუმცა, მკვლელობები კვლავ გაგრძელდა და იკლებნიძემ ჯერ სრულიად უდანაშაულო ქურთი მეეზოვე მოკლა პლეხანოვის გამზირზე, რომელიც რატომღაც მილიციის გადაცმულ აგენტად მიიჩნია და შემდეგ სახელმწიფო ავტოინსპექციის ზემდეგიც ზედ მიაყოლა, რომელიც იკლებნიძის დაკავებას შეეცადა... პლეხანოვზე მომხდარ მკვლელობებს, რამდენიმე თვითმხილველიც ჰყავდა. მილიციამ უკვე იცოდა, რომ ასეთი განსაკუთრებული სისასტიკით რობერტ იკლებნიძე მოქმედებდა და პირადად შევარდნაძის ბრძანებით, თბილისის ყველა შემოსასვლელს გადასცეს ცნობები მის შესახებ. დედაქალაქშიც რეიდები ეწყობოდა, თუმცა, იკლებნიძე ვერსად აღმოაჩინეს. ის კი ამ დროს თავის ღვიძლ ძმას, მიხეილ იკლებნიძეს მიადგა ლოტკინზე. იქ უმცროსი იკლებნიძე იმალებოდა. რობერტმა ძმა ჯერ ფეხებით დაკიდა შუა ოთახში, შემდეგ ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და ღამის ბინდში უნდა მიმალულიყო, რომ მილიციის სამმართველოს ოპერატიულმა ჯგუფმა შეიპყრო. სასტიკი მკვლელი ჯერ მილიციის სამმართველოში მიიყვანეს, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში გამოამწყვდიეს და სასამართლოც იქვე მოუწყვეს... რობერტ იკლებნიძე უმაღლესმა სასამართლომ გაასამართლა და 10 ადამიანის მკვლელობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს, რაც მოსკოვის ბუტირკის ციხეში იქნა სისრულეში მოყვანილი.


скачать dle 11.3