კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ფულის სასესხებლად მიხვალთ ადამიანთან და რომელ ზოდიაქოს ნიშანს არ აქვს გამდიდრების შანსი


ფული ყველა ადამიანს უყვარს, რადგანაც სჭირდება, ხოლო მისი შოვნა ბევრს უჭირს, ბევრსაც ბედი და ვარსკვლავები უღიმის ამ მხრივ.

ასტროლოგიურად, ზოდიაქოს თითოეული ნიშნით დაბადებულ ადამიანს ფულისკენ სწრაფვის თავისი მეთოდი აქვს.

თუ გსურთ, ამოიცნოთ თქვენთვის საყვარელი ადამიანი იღბლიანია თუ არა ფინანსების კუთხით, მაშინ კარგად დააკვირდით მისი დაბადების თვეს, შეისწავლეთ მისი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი თვისებები და ამის გათვალისწინებით მიუდექით მას ფულის სესხების ან გასესხების დროს.

ვერძი – მისთვის ფულს უფრო იდეური დატვირთვა აქვს, ვიდრე მატერიალური. მისი სურვილი, საზოგადოებაში დაიკავოს პირველი ადგილი, ხანდახან ფინანსურ სფეროშიც გამოვლინდება. შრომისმოყვარეა და საკმაოდ კარგი იდეებიც აქვს.

კურო – ის სიჯიუტეს იჩენს ფულის შოვნისას. თუმცა, უყვარს ფუფუნებით ცხოვრება. ამისთვის ის ბევრს შრომობს. არასდროს გამოილევს ფულს ჯიბეში და ყოველთვის აქვს დანაზოგი.

ტყუპები – ფულის და ტყუპების ერთად წარმოდგენა ცოტა ძნელია. ყველაზე დიდ ხიფათს ფულის უზომო ფლანგვის სურვილი უქმნის. ის ყიდულობს ყველაფერს, რაც სჭირდება და არ სჭირდება, ამიტომაც ხშირად უჩივის უფულობას.

კირჩხიბი – მას გაჭირვების დროს ახსენდება, რომ დანაზოგი გადანახული აქვს. თუ წუწუნს დაიწყებს, ნუ იჩქარებთ მას დახმარება გაუწიოთ. კირჩხიბი ყოველთვის ირჩევს ისეთ პროფესიას, სადაც ფულის შოვნის მეტი შანსი აქვს.

ლომი – ჭკვიანი ლომები ადვილად ახეხრებენ სოლიდური თანხების შოვნას. შემოქმედებითი ამბიციები მას ახალ-ახალი პროექტებისკენ უბიძგებს, ეს კი მისთვის გაჭირვებისგან დახსნის კარგი საშუალებაა. ასე რომ, თუ ლომმა მოინდომა, ფულს იშოვის, თუმცა ამისთვის შრომა არ უნდა დაიზაროს.

ქალწული – ფულის ყადრი სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით ქალწულებს ყველაზე კარგად ესმით. ისინი არასდროს ოცნებობენ სიმდიდრის მოპოვებაზე, თუმცა ამისთვის ბევრს შრომობენ. მათ ეხერხებათ ეკონომიურობაც, შეუძლიათ, ნებისმიერი თანხის გამოზოგვა. ასე რომ, მათ გვერდით თავს ღარიბად ნამდვილად არ იგრძნობთ.

სასწორი – ის ფულის შოვნის დროსაც კი პარტნიორს ეძებს, თუნდაც ამ თანხის მისთვის შუაზე გაყოფა დასჭირდეს. საკმარისია, ცოტაოდენი თანხა იშოვოს, რომ ამას ადვილად შეამჩნევთ, რადგან ეცდება, იმიჯი რადიკალურად შეიცვალოს.

მორიელი – ის არასდროს ინახავს ფულს ერთ ადგილას. ურჩევნია, თანხა საქმეში დააბანდოს და მოგება მიიღოს. ამაში მას მიზანსწრაფვის უნარი ეხმარება. მთავარია, სწორად გააცნობიეროს და დაგეგმოს, საქმე მაშინ უეჭველად მიიღებს ფინანსურ მოგებას. შეუძლია, დიდ კორპორაციებში ფინანსური საქმეები მართოს. შეუცდომელი ინტუიცია აქვს და რისკსაც არ ერიდება.

მშვილდოსანი – ფული მშვილდოსანს იმისთვის სჭირდება, რომ ხარჯოს. ამიტომ, ვერასდროს ახერხებს მის დაგროვებას. მან იცის, რომ ბედნიერება მხოლოდ ფულში არ არის. ამიტომ, მისთვის მთავარი ჭეშმარიტი მეგობრობა და ქველმოქმედებაა.

თხის რქა – არ უყვარს აჩქარებული და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება. ეს ეხება ფულის გამომუშავებაშიც და ხარჯვაშიც. ის არასდროს იმუშავებს ისეთ საქმეზე, რასაც მისი რეპუტაციის შელახვა შეუძლია. სამაგიეროდ, გამომუშავებულ თანხას გულდასმით ინახავს.

მერწყული – თუ მერწყული ოდესმე გამდიდრდება, ეს მისი ფორტუნისა და ბედნიერი ვარსკვლავის დამსახურება იქნება და არა შრომისუნარიანობის. კარგი იქნება, თუ ის შრომისმოყვარეობას, მიზანსწრაფვას, ორგანიზებულობას და მოთმინებასაც ისწავლის. ეს მისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდება და ბედიც მეტად გაუღიმებს ფინანსური შემოსავლების მხრივ.

თევზები – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ფანტასტიკური ფილმის გმირებს ჰგვანან. არ უყვართ ფულზე წუწუნი და გეგონებათ, იმდენი ფული აქვთ, შეგიძლიათ, ნებისმიერი თანხა სთხოვოთ და ისინიც ხელს გაგიმართავენ. ეს ასე არ არის. თევზები შრომით მოიპოვებენ თანხას, მაგრამ ის მხოლოდ იმაზე ჰყოფნით, რაც აუცილებელია ყოველდღიურად. ამიტომ, მათთან ფულის სასესხებლად მისვლა არ ღირს.


скачать dle 11.3