კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

სად ეძებდა „ჰიორჰის“ სოფო ხალვაში და როდის არის ტრანსში ნოდიკო ტატიშვილი


სოფო ხალვაში და ნოდიკო ტატიშვილი, მათ სასიმღერო კარიერაში პირველ და ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურს „ნუცას სკოლაში“, ერთად იყვნენ და პირველი ნაბიჯებიც ერთად გადადგეს. დღეს ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან და სოფო, ამ შემთხვევაში „ჯეოსტარელი“ ნოდიკოსთვის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გულშემატკივარია.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნოდიკო ტატიშვილი

– სოფო, მითხარი, როგორ ხარ?

– გადასარევად, შენ?

– მეც ასევე. საშინელი გრაფიკი მაქვს, ძალიან ბევრი საქმე, მაგრამ ეს სასიამოვნო ციებ-ცხელებაა. რას შვრები მითხარი, აკეთებ რამეს? ვგულისხმობ ჩვენს პროფესიას.

– კი, სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე, ბევრს ვმეცადინეობ და ეს ყველაზე მაგარია. პარალელურად, ჩემი სახლის ქვეშ ვაკეთებ ხმის ჩამწერ სტუდიას, რომელიც, ალბათ, ძალიან დამეხმარება შემოქმედებაში. თან ახალი წელი მოდის და ძალიან ბევრი კონცერტი იგეგმება, მათ შორის მიუზიკლებიც. გარდა ამისა, იდგმება მიუზიკლი, რომლის მუსიკაც ჩემს ძალიან ახლო მეგობარს ეკუთვნის. ეს მუსიკა იმდენად მოეწონა დათო დოიაშვილს, რომ გადაწყვიტა, მასზე სპექტაკლი შექმნას.

– როგორც ჩანს, მიუზიკლში თავს ძალიან კარგად გრძნობ. შარშანდელი საშობაო ზღაპარი საოცრად წარმატებული გამოვიდა.

– მართალი ხარ, ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა და მეც არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. თავიდან ცოტა ვინერვიულე, რადგან მიუზიკლი სპექტაკლია, სადაც მღერი და თან თამაშობ, მაგრამ დამეხმარნენ და ნელ-ნელა ეს დაძაბულობაც მომეხსნა. ვინც კი ნახა სპექტაკლი, ის აუცილებლად მეორედაც მოდიოდა. ბავშვებიდან დაწყებული, ასაკოვანი ხალხით დამთავრებული, ყველა თაობის ადამიანი იყო, რომელთაც უკვე სახეზე ვცნობდი, ისეთი ინტენსივობით დადიოდნენ სპექტაკლზე.

– ჩვენ ერთმანეთს პირველად შევხვდით „ნუცას სკოლის“ ქასთინგებზე...

– ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი. პირველი „ნუცას სკოლელები“ ვიყავით. პირველ ქასთინგზე კიბიდან ჩამოვდიოდი, როდესაც ნოდიკო შემხვდა. ძალიან გახარებული ვიყავი და იმის გამო, რომ ქასთინგის ნერვიულობა მოვიშორე, უბედნიერესი სახით ვიდექი. ამ დროს შემხვდა ნოდიკო.

– არადა, ერთმანეთს არ ვიცნობდით. მაგრამ, ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა და მე იმდენად ვნერვიულობდი, რომ მივედი და ვკითხე, როგორი სიტუაციაა-მეთქი.

– ნოდიკო ქასთინგებიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება.

– იცი, რა კარგად მახსოვს ის პერიოდი! „ჩოლკა“ გქონდა და გრძელი შავი თმა.

– იმ პერიოდიდან მახსოვს შენი განსაკუთრებული ნიჭი და შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ უკვე მომღერალი ხარ.

– სხვათა შორის, ბევრი ამბობს, რომ კონკურსში ჩემი მონაწილეობა ზედმეტი იყო, ანუ კარიერისთვის სხვანაირად უნდა მიმეხედა. კონკურსი აღარ მჭირდებოდა. ამ აზრს ეთანხმები?

– არავითარ შემთხვევაში, შესაძლოა, კონკურსი არ გჭირდებოდა იმ მხრივ, რომ შენი კარგად ჩამოყალიბებული ხაზი და გეზი გაქვს, იქ კონკრეტულად რამის სასწავლად არ მისულხარ. მაგრამ, მაინც მიმაჩნია, რომ როდესაც ქართულ რეალობაში გეძლევა იმის საშუალება, რომ სცენაზე გამოხვიდე, იმღერო, ხალხს თავი გააცნო, ამის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნებოდა. ეს ყველაფერი ძალიან გვენატრება და შესაბამისად, ნებისმიერ საშუალებას ვიყენებთ. კონკურსი არ ნიშნავს, რომ იქ ნელ-ნელა რაღაცეები ისწავლო. თუკი ყოველ მეორე კონცერტზე უკეთესად და უკეთესად მღერი, ეს შენს ნიჭიერებაზე მეტყველებს და ამ შემთხვევაში, კონკურსიც მოგებულია.

– „ჯეოსტარამდე“ საოცრად მოდუნებული ვიყავი, მჭირდებოდა ისეთი ადგილი, სადაც ჩემს ემოციებს, შესაძლებლობებს ვაჩვენებდი. ეს ყველაფერი ჩემში დუღდა და გადმოსვლა უნდოდა, რის საშუალებაც, სამწუხაროდ, იშვიათად მქონია. სოფო, მოდი, ის პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც გასტროლებზე ერთად ვიყავით.

– უკრაინაში ვიყავით, სადაც ბატონ ალექსანდრე ბასილაიას საღამო იმართებოდა. ჩვენთან ერთად იყო გიორგი კობაიძე, „ნუცას სკოლელი“, რომელიც ამ „ჯეოსტარიდან“ პირველ სამეულში მოხვდა და სამწუხაროდ, ვერ გადავიდა ძირითად შემადგენლობაში. მე და ნოდიკომ გიორგი გრანდიოზულ სუპერმარკეტში დავკარგეთ.

– რაც მთავარია, წავედით საჩუქრების საყიდლად. ჩვენი ჰონორარით გვინდოდა, თბილისში ბევრი საჩუქარი ჩამოგვეტანა.

– და რა ვიყიდეთ – ეს არის ყველაზე მთავარი – „პილასოსები“. (იცინიან).

– სოფოს ვეუბნები, გეხვეწები, იქნებ, წამომყვე, მინდა, დედაჩემს მტვერსასრუტი ჩავუტანო საჩუქრად და იქნებ, ამარჩევინო-მეთქი. ამაზე შენ საშინლად დამცინე.

– გავგიჟდი, ვიფიქრე, რა მტვერსასრუტების თრევა მოუნდა უკრაინიდან თბილისში-მეთქი, მაგრამ მაინც გავყევი. როდესაც არჩევაზე მიდგა საქმე, ეს იდეა მომეწონა და ვიფიქრე, ბარემ დედაჩემსაც მტვერსასრუტს წავუღებ-მეთქი.

– ასე, „პილასოსებით“ ხელდამშვენებულები გამოვდიოდით მარკეტიდან, როდესაც მივხვდით, რომ გიორგი დავკარგეთ. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, მივედით და სუპერმარკეტში მომუშავეებს ვთხოვეთ, გიორგის სახელი და გვარი გამოეცხადებინათ.

– ვიყავით დონეცკში, სადაც საოცარი უკრაინული აქცენტით ლაპარაკობენ რუსულად. ბევრ ჰ-ს ურევენ ლაპარაკში. მოკლედ, აცხადებენ: „ჰიორჰი კობაიდჰზე“, ვთხოვთ, მობრძანდეთ მარკეტის გასასვლელთან.

– „ჰიორჰი“ რომ გიორგი იყო კობაიძე, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა. (იცინიან) ორი-სამი საათის განმავლობაში ვეძებეთ გიორგი მარკეტში. გადარეულები დავრბოდით და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ როცა სასტუმროში მივედით, „ჰიორჰი“ იქ დაგვხვდა.

– ჩემთვის გეცალათ, „პილასოსების“ საყიდლად დარბოდით და მეც წამოვედი სასტუმროში. სხვათა შორის, დედაჩემს ისევ აქვს ის მტვერსასრუტი.

– დედაჩემსაც. (იცინიან) გიორგი იმ გასტროლზე სულ შარში იყო. ერთხელ გაჩერებაზე ვიდექით, ტაქსის ველოდებოდით. გაჩერებაზე იდგა ვიღაც მოხუცი ქალი, თავიდან ბოლომდე შეფუთულები რომ არიან, ისეთი. უცებ ტაქსი გაჩერდა, ის ქალი გიორგის მივარდა, თავში რაღაც ჩაარტყა და წავიდა.

– ვერ მივხვდით, რას ერჩოდა. ისეთი სასაცილო მდგომარეობა იყო, ვერ აგიწერთ.

ნოდიკო: მოკლედ, „ნუცას სკოლაში“, და უკრაინაში ერთად ვიყავით და იმედი მაქვს. კიდევ ძალიან ბევრ პროექტში ვიქნებით ერთად. სოფო, ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც იურმალაში იყავი. მთელი ოჯახი გიყურებდით და გგულშემატკივრობდით.

– შენს კონკურსებზეც მოყევი, ხალხმა, მგონი, არც იცის, რომ ძალიან ბევრ, პრესტიჟულ კონკურსში მიგიღია მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულადაც.

– „იანტარნაია ზვეზდაში“ მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. უამრავი სხვადასხვა პრიზი მოვიგე. სხვათა შორის, იმ კონკურსანტებთან ერთად, რომლებმაც ამ კონკურსზე წარმატებას მიაღწიეს, წილად მხვდა პატივი, გამეხსნა რაიმონდ პაულსის სახელობის ვარსკვლავი.

– ძალიან ცუდია, როდესაც ამა თუ იმ კონკურსს პირდაპირ ეთერში არ აჩვენებენ, ხალხს უჭირს შემდეგ იმის აღქმა, თუ ქართველმა რამხელა წარმატებას მიაღწია.

– სხვათა შორის, არც „სლავიანსკი ბაზარი“ ყოფილა პირდაპირ ეთერში და ძალიან ბევრი ის კონკურსი, რომელშიც დიდ წარმატებას მივაღწიე.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია სოფო ხალვაში

– ჩვენი საუბრიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ყველაზე დიდი, სახალხო პოპულარობა მაინც „ჯეოსტარმა“ მოგიტანა.

– ასე გამოდის. სხვათა შორის, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ჯეოსტარში“ მივიღე მონაწილეობა. მარტო პოპულარობაზე კი არ არის საქმე, უბრალოდ, გინდა, ხალხმა იცოდეს ის, რასაც აკეთებ, რაც, ასე თუ ისე, კარგად გამოგდის. შენ კარგად იცი, რა რთულია იმ მომღერლის მდგომარეობა, რომელიც სახლში ზის და ვერაფერს აკეთებს. უკვე დეპრესიის ზღვარზე ვიყავი. ერთადერთი ჩემი შვება იყო გალობა, რომელიც სულიერად მასულდგმულებდა. იმ პერიოდში სამების ეკლესიაში ვგალობდი. სულ მჭირდებოდა ადგილი, სადაც ვიმღერებდი, სხვა არაფერი მინდოდა.

– თან კონკურსი ძალიან ბევრს გაძლევს. გარდა იმისა, რომ გინდა, კარგად იმღერო, ისედაც უფრო მობილიზებული ხარ. კონკურენციის მომენტი, რაც უნდა თქვა, მაინც ძალიან მაღალია. ჟიური გაფასებს და ესეც მოქმედებს სერიოზულად. მითხარი, როგორ შეეჩვიე ვარსკვლავურ ცხოვრებას – გადაღებები, რეპეტიციები, ინტერვიუები. არ გეშინია, რომ როდესაც კონკურსი დამთავრდება, ეს ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს?

– არა. ყველაზე მეტად სწორედ ის მიხარია, რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება, ბევრი ამბები იგეგმება, რომელთა განხორციელებაც აბსოლუტურად რეალურია და არ გავჩერდები. მიხარია, რომ ჩემი საქმე უნდა ვაკეთო.

– ახალ წელს რა გეგმები გაქვს?

– პირველი ის, რომ ოცდათერთმეტში „ჯეოსტარის“ ფინალია და თუ ფინალამდე მივედი, ახალი წლის წინ საშინელი ნერვიულობა მელოდება. ბევრი კონცერტი იგეგმება, სადაც უნდა ვიმღერო, ასე რომ, „მუშა“ ახალი წელი მექნება, რაც ძალიან მომწონს.

– მეც მსგავსი სიტუაცია მექნება. ყველას აინტერესებს, რა ხდება კულისებში. არის თუ არა კონკურენციის მომენტი?

– ისეთი მეგობრული გარემოა, შეიძლება, არც კი დაიჯერო. ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ, არანაირი დაძაბულობა არ არის. სულ ვცდილობთ, ერთმანეთის გვერდით ვიყოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ. რატომღაც ყველასთვის ძნელად დასაჯერებელია ასეთი გარემო, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ასეა.

– არ ნერვიულობ?

– კი, მაგრამ ნაკლებად. თავიდანვე გავაცნობიერე, რომ ეს არის პროექტი, რომელშიც გამარჯვებული ესემესებით უნდა გამოვლინდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგები და რეიტინგები სისტემატურად იცვლება. შესაბამისად, შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ შეიძლება, ნებისმიერ ორშაბათს გამოვვარდე. სამჯერ ვიდექი აუთსაიდერებში და კარგად ვიცი, რა ხდება ამ დროს. მაგრამ ძალიან არ მინერვიულია, ასე თუ ისე, შეგუებული ვარ. თუმცა, გამოგიტყდებით, მინდა ბოლომდე დავრჩე. (იცინიან) არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც ის ჯილდო ავიღო, უბრალოდ, ბოლომდე იქ ყოფნა მინდა, კონცერტებში მონაწილეობა და სხვადასხვა სტილში საკუთარი თავის მოსინჯვა.

– იქიდან, რაც იმღერე, ყველაზე უფრო ახლოს რა არის შენთან?

– ძალიან ბევრ სტილში, ბლუზიც, სოულიც და სხვაშიც, ვერ ვიტყვი, რომ ერთი ჩემია და მეორე – არა. კონკრეტული შემსრულებლები და სიმღერები მომწონს, ვიდრე მიმართულებები. რა სტილის სიმღერასაც უნდა მღეროდე, თუ ამისგან სიამოვნებას არ იღებ, არაფერი გამოვა და სხვასაც ვერ მიანიჭებ სიამოვნებას.

– შენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები თუ აისახება ხოლმე შენს სიმღერაზე? ვთქვათ, თუ რაღაცაზე ძალიან ნერვიულობ, ან პირიქით.

– არა, შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყოს, მაგრამ სცენაზე გასვლა მომიწიოს. ეს ჩემს გამოსვლას არანაირად არ უნდა დაეტყოს, მაყურებელი იმედგაცრუებული არ უნდა დატოვო. რა თქმა უნდა, თუ რაღაცაზე ნერვიულობ, ნაღვლიანი ხარ და თან სევდიან სიმღერას მღერი, ეს დადებითად მოქმედებს სიმღერაზეც, მაგრამ თუ პირიქით, მაშინ იჭედები. ამიტომ ჯობია, მაქსიმალურად ნეიტრალური იყო სცენაზე და მხოლოდ სიმღერაზე იფიქრო.

– ენერგიას სცენაზე იღებ?

– კი, მაგრამ ეს ცოტა უცნაური მომენტია. სიმღერის დროს კონკრეტულად ვერავის ვხედავ, თითქოს, ტრანსში ვარ და ამ ენერგიას ქვეცნობიერ დონეზე ვიღებ. სიმღერას რომ ვამთავრებ, მერე „ვახელ თვალებს“ და მაყურებელთა სახეებსაც ვარჩევ. მერე ვხვდები, როგორ იმოქმედა ჩემმა სიმღერამ მათზე.

– ალბათ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები გოგონების დიდი უმრავლესობა შენზეა შეყვარებული. როგორი განცდაა ეს?

– რამდენია, მართლა არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი გამოხატავს ჩემ მიმართ სითბოს, რაც შენც იცი, როგორი სასიამოვნოა. სულ მომდის გულშემატკივრების ესემესები. ინტერნეტითაც მეხმიანებიან. მომღერლის ცხოვრება ამის გარეშე, წარმოუდგენელია. იცი, როგორ მეუხერხულება ხოლმე ქუჩაში ასაკოვანი ხალხი რომ მაჩერებს და მეუბნებიან, შვილო, როგორ გვიყვარხარ, გგულშემატკივრობთო. ამ დროს ძალიან ვიბნევი, ვერ ვხვდები, რა გავაკეთო. იმ დღეს ვამბობდი კიდეც, თუ სადმე მივდივარ, აუცილებლად ვაგვიანებ, იმდენი ადამიანი მაჩერებს ქუჩაში და ეს ძალიან დიდი სტიმულია.

– ვიცი, რომ შეყვარებული არ გყავს და ესე იგი შენს თაყვანისმცემელ გოგონებს წარმატების შანსი აქვთ.

– რა თქმა უნდა. მართალია, ახლა სერიოზულად ვარ გადართული კონკურსზე და ჩემს საქმეზე, მაგრამ სიყვარულს ხომ დრო არ აქვს! ჩვენი ინტერვიუს ბოლოს ძალიან მინდა, შევეხო ჩემთვის ერთ მნიშვნელოვან თემას, ნინი შერმადინს, რომელიც ახლა საბერძნეთში მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვან კონკურსში, თან საკმაოდ დიდი წარმატებით. მინდა, აქედან მოვეფერო და წარმატებები ვუსურვო.

– მეც ასევე. ნინი ჩვენი მეგობარია, რომლის წარმატებაც ძალიან მიხარია. წარმატებებს გისურვებ შენც, ჩემო კარგო. როგორც შენ იურმალას პერიოდში, ახლა მეც, მთელი ოჯახით გგულშემატკივრობ.


скачать dle 11.3