კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალექსიშვილის კლინიკა – მკურნალობის უნიკალური და უსწრაფესი მეთოდი!

ნერვის ანთება, რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, დისკოზი, სახსრების დაავადებები (ანთება, მარილები) პოდაგრა, სქოლიოზი – აი, იმ დაავადებათა არასრული სია, რომლებსაც ექიმი მანანა ალექსიშვილი თავის კლინიკაში უსწრაფესი მეთოდით მკურნალობს. ის საკუთარი, უნიკალური მეთოდით, რომელიც საგვარეულო ცოდნასა და გამოცდილებაზეა დამყარებული, საოცარ ეფექტს მინიმალურ ვადებში აღწევს და უამრავ იმედგადაწურულ და ტკივილით გატანჯულ ავადმყოფს უბრუნებს სიცოცხლის ხალისს.

ჩვენი მკითხველი ექიმ ალექსიშვილს ძალიან კარგად იცნობს. დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ არაერთხელ შევხვდით და ვესაუბრეთ ქალბატონ მანანას და ამჯერადაც ვეწვიეთ მას, თუმცა ექიმმა ჩვენთან საუბარი მოუცლელობის გამო ვერ შეძლო და მადლიერ პაციენტებთან გასაუბრების საშუალება მოგვცა. თითოეული მათგანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ექიმის უნიკალური მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადა და მტანჯველი ტკივილებისგან პირველივე პროცედურის შემდეგ გათავისუფლდა.

ლელა მაისურაძე, 48 წლის (დისკოზი, დისკის რეციდივი).

– 2002 წლის თებერვალში გამიკეთდა სასწრაფო ოპერაცია L5 დისკზე. მარცხენა ფეხში მწვავე ტკივილი შემიმცირდა, მაგრამ მას შემდეგ ორივე ფეხმა და წელმაც დამიწყო ტკივილი. წავიქეცი და იქვე გამაშეშა ტკივილმა. საწოლამდე ძლივს მიმიყვანეს, სასწრაფომ ხერხემალში მიკეთა ბლოკადები, ძლიერი გამაყუჩებლები და რამდენიმე დღეში კიდევ ახალი კომპიუტერული გამოკვლევა ჩამიტარდა. ნაოპერაციევი დისკის რეციდივი (ახალი თიაქარი ნაოპერაციევ ადგილზე) აღმოჩნდა და ისევ დაისვა სასწრაფო ოპერაციის საკითხი. ვიღაც დალოცვილმა მომასწავლა ქალბატონი მანანას მისამართი. პირდაპირ აქ წამოვედით, რიგი დამითმეს და მაშინვე საპროცედუროში შემიყვანეს. იქიდან გამოსული უკვე შეღავათს ვგრძნობდი. ის ღამე ტკბილად მეძინა. მეორე დღეს ჩემი ფეხით მოვედი, სამ დღეში კი დამხმარეც აღარ გამომყოლია კლინიკაში.

არ ვიცი, რა სამადლობელი სიტყვები დაიტევს ჩემს გრძნობებს. ვიცი, რომ პრობლემური ხერხემალი მაქვს, მაგრამ, რადგან ვიპოვე ეს კლინიკა, უკვე აღარ მეშინია. იხარეთ და იდღეგრძელეთ, ქალბატონო მანანა, თქვენს უნიჭიერეს ვაჟიშვილთან – სოსო ექიმთან და ყველა საყვარელ ადამიანთან ერთად.

ნონა ბერაძე (ექიმი-რენტგენოლოგი, 41 წლის, თბილისი).

– შარშანწინ კიბიდან ჩამოვვარდი, ორი ნეკნი მოვიტეხე და ხერხემალი დავიზიანე. კარგა ხანს ვიწექი, თითქოს ყველაფერმა გამიარა, მაგრამ ამ ზამთარს გავცივდი და ყველაფერმა გამიხსენა. განსაკუთრებით მტკიოდა კისერი, ზურგის ზედა ნაწილი და ტკივილი მხარსა და ხელში გადაეცემოდა, გვერდზე წოლის საშუალებას არ მაძლევდა. დაღამების მეშინოდა, რადგან ჯოჯოხეთური ტკივილები მეწყებოდა, მერე თითების დაბუჟება დამეწყო და ცალ ხელში ძალა შემისუსტდა, კალმისტარს ვეღარ ვიჭერდი. გავიკეთე კომპიუტერული კვლევა. აღმოჩნდა C3, C4, C5 დისკების პროტრუზია 3,4 და 5 მილიმეტრით. დამინიშნეს მკურნალობა, ნემსები, კისრის დაჭიმვები, დისკები კორსეტში ჩამისვეს. არც ამან მომცა შვება. ფიზიოთერაპიული მკურნალობის ყველა მეთოდი ვსინჯე, მაგრამ, უშედეგოდ. საქმე ოპერაციამდე მივიდა. აქ ახლობლის დაჟინებული რჩევით მოვედი. დაუჯერებელია, მაგრამ პირველივე პროცედურის შემდეგ გაუმჯობესდა ჩემი მდგომარეობა. ქალბატონმა მანანამ კორსეტი მაშინვე მომახსნევინა. ორ-სამ დღეში კი, ტკივილმა მკვეთრად იკლო და ხელში ძალაც დამიბრუნდა. დღეს მეთორმეტე პროცედურაა. ტკივილები საერთოდ აღარ მაწუხებს, შესანიშნავად ვარ, თავს ვუფრთხილდები. მკურნალობას ვაგრძელებ. ეს პატარა კოლექტივი ძალიან შემიყვარდა, ყველანი ისეთი კარგები და ყურადღებიანები არიან, თანაც ისეთი შინაურული ატმოსფეროა, თავი საკუთარ სახლში გვგონია.

ჯემალ დვალი (52 წლის, კერძო ბიზნესი, თბილისი, მწვავე პოდაგრული ოლიგო-ართრიტი):

– დიდი ხანია, ეს დაავადება მაწუხებს. ვიცი, რომ ქრონიკულია. საკმაოდ ხშირად მიმწვავდება და უამრავი ნემსის გაკეთება მიწევს, რომ რვა-ათ დღეში ფეხზე დავდგე. გუშინ მეგობარმა მხარზე ჩამოკიდებული ძლივს მომიყვანა, ტერფი მქონდა დასიებული და საშინლად მტკიოდა. დღეს ისე ვარ, თითქოს არც მტკიებია რამე. შესიება და ტკივილი რამდენიმე საათში გაქრა. სასწაული არაა ახლა ეს?!

მისამართი: მეტრო „დელისთან“, ვაჟა-ფშაველას I შესახვევი, კორპუსი ¹3 (პროფკავშირების სასახლის უკან), „ალექსიშვილის კლინიკა“. მიღების საათებია 14-დან 18 საათამდე. წინასწარი ჩაწერა ხდება წინასწარ: 899-100-636.


скачать dle 11.3