კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდებიან მისნები მათთან სამკითხაოდ მისული ადამიანის ცხოვრების ბატონ-პატრონნი


წმიდა წერილზე დაყრდნობით, ბოროტი ძალების არსებობაში არავის ეპარება ეჭვი. ჩვენ ჩვენი სხეულებრივი მდგომარებოს გამო არ გვაქვს უნარი დავინახოთ ბოროტი სულები. დღეს თუ ადამიანების დიდი ნაწილი ღმერთს, უფალს ემსახურება, მათი ასევე საკმაოდ დიდი ნაწილი ეშმაკის მონობაში იმყოფება და სხვადასხვა მაგიური საქმიანობით არის დაკავებული. პეტრე მოციქული ყველა ადამიანს სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი მომავალს და ეძიებს ვინცა შთანთქა“. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):



– ბოლო წლებში მართლმადიდებელი ქრისტიანები მეტად საგულისხმო მოვლენის მომსწრე ვხდებით: ჩვენს გარშემო ზნეობრივი ღირებულებების კატასტორფული გაუფასურების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ოკულტიზმის, მაგიის ყველანაირი საშუალებით გავრცელება. თანამედროვე საზოგადოება არსებული სულიერი და ფიზიკური სიდუხჭირისგან თავის დასაღწევად რა საშუალებებს აღარ მიმართავს. სოკოებივით მომრავლებულმა „წინასწარმეტყველებმა“, „მისნებმა“, თუ უბრალოდ მკითხავებმა „ოფისები“ მოიწყვეს და მიღების დღეები და საათებიც დანიშნეს. როდის გაგვეხსნება ბედი, ვიპოვით თუ არა სამსახურს? – აი, კითხვები, რომლებითაც თანამედროვე საზოგადოების ცნობიერებაა შეპყრობილი.

– და, რას გვეუბნება ამის შესახებ ბიბლია?

– ბიბლია ამ საკითხის შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: „მაღალი გოდოლიდან გადმოვარდა და ავად იყო მეფე ოქოზია და ზურგი აქცია რა ღმერთის მიერ შეწევნას, ბაალის კერპის წინაშე, მის ქურუმებთან (ჩვენს შემთხვევაში მისნებთან), ეშმაკის მსახურებთან – მოგვებთან ხალხი გააგზავნა, რათა მათგან გაეგო, იცოცხლებდა თუ არა. წარგზავნილ მსახურთ ჭეშმარტი ღმერთის წინასწარმეტყველი ელია შემოხვდათ და უფლის ანგელოზების ჩაგონებით უთხრა: საით მიხვალთ? განა ისრაელ ერს თავისი ღმერთი არა ჰყავთ? თქვენ კი ბაალის კერპის – დემონის წინაშე მიხვალთ. წადით და უთხარით თქვენს მეფეს: რაკი მიგიტოვებია ღმერთი და მისი სჯული, რაკი დემონებთან წარგიგზავნია მსახური შესაკითხავად, ვიცოცხლებ თუ არაო, ამიტომ ღმერთი ასე გეტყვის: შენ დროზე ადრე მოკვდები, რადგან ზურგი აქციე ღმერთს და ეშმაკს სასოებ“. მართლაც ასე მოხდა.

ეკლესიის დიდი წმიდა მამა იოანე ოქროპირი ასე გვარიგებს: „ნუ დავუჯერებთ სისულეელებს, მისნები რომ გვიწინასწარმეტყველებენ ხოლმე, მეტყვით, მაშ რატომაა, რომ რასაც გვეუბნებიან, ყველაფერი გვიხდებაო? იმიტომ გიხდებათ, რომ გჯერათ, თუმცა ისიც საკითხავია, მართლა გიხდებათ თუ არა. მისანი გიმონებს, მთელი ცხოვრების ბატონ-პატრონად იქცევა და როგორც უნდა, ისე გათამაშებს. მითხარი, ავაზაკთა წინამძღოლმა რომ უფლისწული ჩაიგდოს ხელში, რომელიც მასთან მივიდა და შეიყვარა ტყე და იქაური ცხოვრება, შეუძლია თუ არა უწინასწარმეტყველოს (ავაზაკმა უფლისწულს), მოკვდება თუ იცოცხლებს? რა თქმა უნდა, შეუძლია, რატომ? იმიტომ კი არა, რომ მომავალს ჭვრეტს, არამედ იმიტომ, რომ მის ხელთაა დაღუპვაცა და ხსნაც ამ უფლისწულისა“.

თუ ვინმე გაკადნიერდება და ყოველივე მონათხრობის მერეც, დაიჟინებს მისანთან წასვლას და მიზეზად თავის უკიდურეს უძლურებას დაასახელებს, ასეთებს შევახსენებთ საღვთო წერილიდან: „გაიხსენეთ, განგიცდიათ კი ისეთი სნეულებანი, ნეტარმა იობმა რომ გადაიტანა? იგი უმძაფრესი სნეულებით მოწყლული იწვა შვიდი წლის განმავლობაში, მაგრამ არ უცდია მოგვებისა და ჯადოქარ-გრძნეულთა დახმარებით, განკურნებულიყო; ასევე გავიხსენოთ ის განრღვეულიც (პარალიზებული), 38 წელიწადი უძლურებით ვნებული რომ იწვა ცხოვართა საბანელთან და მადლიერებით ითმენდა ყოველივეს. არც მას მიუმართავს გრძნეულთათვის, არამედ მხოლოდ ღმერთისგან მოელოდა შეწევნას და მიღოო კიდეც. ასეთ გაჭირვებას და სნეულებას ითმენდნენ ჭეშმარიტი მორწმუნეები, ჩვენ კი სულ ოდნავ რომ მოვუძლურდებით, მაშინვე ეგრეთ წოდებული, მკურნალნი მოგვყავს სახლში ან თავადვე ვეახლებით „ოფისებში“.

– რა მეთოდითა და საშუალებებით ხდება ადამიანების ოკულტიზმით დაინტერესება?

– იმ ცრუ სწავლებებს, რომლებიც სიკეთის ნიღაბს ამოფარებულნი საიდუმლო სიბრძნისა და სულიერი ძალების დაუფლებას ჰპირდებიან თავიანთ მიმდევრებს, ზოგადად, ოკულტიზმს უწოდებენ. მისი დახმარებით მაცდური სული ცდილობს, ბოროტება სიკეთედ წარმოადგინოს, წარმართული და მწვალებლური ზღაპრები – საიდუმლო სიბრძნედ, დემონებთან დაახლოების გზები – სულიერ ცხოვრებად. ოკულტიზმის არსის წარმოსაჩინებლად საცდურის მქადაგებლის კარლ ბრანდელ ბრახტის სიტყვებს გთავაზობთ: „სწავლების ბოლოს ის (ოკულტისტი) უკვე ისეთი ძალების მფლობლი ხდება, რომ სწორი გამოყენების შედეგად, დაცული იქნება ყოველგვარი უბედურებისგან, ავადმყოფობისა და ტანჯვისგან. მოწაფე დარწმუნდება, რომ ადამიანი არცთუ ისე უსუსურია, არამედ უხვადაა დაჯილდოებული იმ ძალებით, რომელთა საშუალებითაც ყოველგვარი საშიშროებისგან თავს იცავს, დაინახავს, რომ ვერანაირი მიწიერი უსიამოვნებანი მას ვეღარ ავნებს“.

ამგვარი სულისკვეთების მქონე, მომხიბლავი ცრუ მოძღვრებები კაცის გონებას აბრუებს, კლავს სულში ღვთის შიშსა და სინანულს, აღვივებს ამპარტავნებას და ღმერთად გახდომის მსურველს ეშმაკთა მსახურად აქცევს (რასაც ის შეიძლება, სიკვდილამდე ვერ მიხვდეს). სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ თვალწინ ხდება შენიღბული წარმართობის აყვავება და ჭეშმარიტი ქრისტიანობის გაყალბება.

– მამაო, რა სასჯელს მიიღებენ ოკულტიზმის მიმდევრები?

– წმიდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნის მეორე თავში აღწერილია ამგვარი ხილვა: „წინასწარმეტყველს უფალი დაანახვებს, რომ იერუსალიმის ტაძარში მოთავსებულია წარმართული კერპი, ტაძრის გალავნის საიდუმლო ოთახების კედლები მოხატულია უცხო, წარმართული ღმერთების გამოსახულებით, ებრაელი ერისგან წმიდა ტაძარში ფარულად თაყვანს სცემენ ცრუ ღმერთებს. უფალი ამბობს, რომ ამ ცოდვის გამო აღარ შეისმენს მათ ლოცვებს: „და მეცა უყო მათ გულის წყრომით, არა ერიდოს თუალი ჩემი, არცა შევიწყალოთ და უწოდონს ხმითა დიდითა ყურთა ჩემთა, და არა შევისმინო მათი“ (ეზეკ. 8,18).

წმიდა წერილის ამ ადგილიდან ცხადად ჩანს, რომ უფლის წყალობას მხოლოდ მისი ერთგულნი მიიღებენ, ხოლო შეორგულებულნი სასტიკად დაისჯებიან. წმიდა წინასწარმეტყველი ელია ასე მიმართავდა სულიერ ორგულებაში ჩავარდნილ ადამიანებს: „ვიდრემდე კელობთ (კოჭლობთ) ორთავე გოჯით? უკეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ იგი არს ბაალ, შეუდექით კვალსსა მისსა“ (3 მეფე. 18,21). ახალ აღთქმაში იგივე სენით შეპყრობილი, რომელთაც ორი ბატონის მსახურება სწადიათ, წმიდა პავლე მოციქული ამხილებს: „ვერ ხელ-გეწიფების სასუმელი უფლის სუმად და სასუმელი ეშმაკთაი, ვერ ხელ-გეწიფების ტაბლასა უფლისასსა ზიარებაი და ტაბლასა ეშმაკთასა“.

არჩევნის გაკეთება კი არცთუ ისე ძნელია, უბრალოდ მეტი გონიერება და გულისხმიერებაა საჭირო, რადგან, როგორც უფალი ამბობს: „ნუ იქნება შენ შორის ჯადოქარი, მომნუსხველი, მსახვრალი, მკითხავი, რადგან საძაგელია უფლისთვის ყოველივე ამის ჩამდენი“. თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ, მაშინ უფლის შეწევნა, წყალობა აღარ დააყოვნებს, რადგან ის, ვინც ბოროტს ემსახურება, საკუთარ თავს სამუდამოდ წარსაწყმედად იმეტებს.


скачать dle 11.3