კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: საეკლესიო კანონმდებლობით, აუცილებელია სულის მოსახსენიებელი სუფრის (ქელეხის) გადახდა?

პასუხი: მართლმადიდებლური სარწმუნოება გულისხმობს გარდაცვლილთა მოსახსენიებელ აღაპს. წმიდა მოციქულების პეტრესა და პავლეს განწესებაში ნათქვამია: „გარდაცვლილთა მოსახსენიებლად გამართული სუფრა კეთილწესიერებითა და ღვთის შიშით უნდა ჩატარდეს, რომ შეძლონ გარდაცვლილის მეოხება“.

კითხვა: ათი მცნებიდან მესამე გვეუბნება: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“. ამასთანავე, საღმრთო სჯული გვსწავლის, რომ უფალს უნდა მივმართოთ ყოველთვის: სახლშიც, ტაძარშიც, ქუჩაშიც და ასე შემდეგ. როგორ შევაჯეროთ ეს ორი სწავლება ერთმანეთთან?

პასუხი: თუ დააკვირდებით, ამ ორ სწავლებაში არანაირი შეუსაბამობა არ არის. კერძოდ: „ამაოსა ზედა“ უფლის სახელის ხსენება ნიშნავს ყოველ წვრილმანზე ანგარიშმიუცემლად უფლის სახელის ხსენებას, ხოლო, თუ უფალს ლოცვით მივმართავთ, ასეთი გულწრფელი ლოცვა ამაო არასდროს არის.

კითხვა: ვისთან უნდა გავარკვიოთ ხატების კანონიკურობა და, კერძოდ, რომელი წმიდანების ხატები უნდა ვიქონიოთ სახლში?

პასუხი: უძველესი დროიდან, ხატებს ხატმწერები ქმნიდნენ, რომელთაგან უმრავლესობა ბერი იყო. ხატის შექმნამდე ბევრს ლოცულობდნენ და მარხულობდნენ, ამიტომ უძველესი ხატები სასწაულმოქმედები იყო. დღეს არსებობს სხვადასხვა ხერხით შექმნილი ხატები, მაგრამ, ამის მიუხედავად, ნებისმიერი ხატის მიმართ კრძალვითა და მოწიწებით უნდა იყოთ გამსჭვალული. უმჯობესია, თუ ხატებს შეიძენთ ტაძრებსა და მონასტრებში, რათა შეცდომით არამართლმადიდებლური ხატი არ შეიძინოთ. შეძენის შემდეგ ხატი აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ მოძღვარს. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ხატები უნდა იქონიოთ სახლში, შეგიძლიათ, შეიძინოთ მაცხოვრის, წმიდა სამების, ღვთისმშობლის და, ასევე, ნებისმიერი მართლმადიდებელი წმიდანის ხატი და სახლში მიაბრძანოთ. არც მათ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ხატის წინაშე ილოცოთ და ის არ მიატოვოთ უფუნქციოდ. თუ ხატი გაფერმკრთალდა, ან გამოსახულება აღარ ჩანს, ასეთი ხატი სადმე სუფთა ადგილზე დამარხეთ.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ლოცვის დროს ცოდვილი ფიქრები თავს არ ანებებს?

პასუხი: ეკლესიის მამები ასეთ შემთხვევაში ორგვარ რჩევას აძლევენ ადამიანს: ან არ შეწყვიტონ ლოცვა და მთელი გულისყურით ჩაუღრმავდნენ იმ სიტყვებს, რითაც ლოცვას წარმოთქვამენ, ან შეწყვიტონ ლოცვა, მოიკრიბონ მთელი ნებისყოფა, შეევედრონ უფალს, რომ განარიდოს უსიამოვნო აზრებს და მცირე ხნის შემდეგ განაგრძონ ლოცვა.


скачать dle 11.3