კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვაჟა-ფშაველას მამის – მამა პავლეს (რაზიკაშვილი) ქადაგებანი

სიტყვა თქმული 1877-ს წელსა აგვისტოს 23-სა, ქმოსტში, გარსია გიგაურის ასულის აგუნდას დამარხვაში, ხალხისა, დედ-მამისა...


მართალია, ძმანო და დანო, დიდი უბედურობა ეწივა დედ-მამასა, რომელთაც დაკარგეს დღემოუჭმელი ასული თავისი აგუნდა და წუხან ფრიად და თქვენც თანაუგრძნობთ მწუხარებაში და გსურდათ მისი დღეგრძელობა, რომელ მასაც უნდა გამოეცადნა გემო და სიტკბოება წუთის სოფლისა და გარდაეხადნა ვალი მშობლებისა თავისის შრომითა, მაგრამ არ აღესრულა წადილი თქვენი ამისთვის, რომელ იგი არ იყო დაბადებული თქვენის ნებითა და წადილითა, არამედ თვით ნებითა და წადილითა ყოვლად შემძლებელის ღვთისათა, რომელისაც სულის მიღება ინება დღესა, რომელსაც უნდა უნიშნოს სამყოფად ისეთი ალაგი, როგორიც შეეფერება მისს კეთილმოქმედებასა. აბა, ძმებო და დებო, რო იცოდეთ, უფრო საწუხარია და სატირელია ისა, თუ ღმერთი ემდურება მასზე ცუდის ქცევისათვინ და უპირებს მის სულს სატანჯველში ჩაგდებასა. ამისათვის ყველასა გვმართებს, ვევედრნეთ ყოვლადშემძლებელს ღმერთსა, რათა აპატიოს თვისი დანაშაული და დაამკვიდროს იქა, სადაც მართალთ სულები განისვენებენ.

სჯულისმდებელი მოციქული პავლე ბრძანებს: ქრისტიანები ისე ნუ იწუხებთ სიკვდილისათვისო, როგორც უსჯულოები სწუხანო, რადგანაც ქრისტიანთ სულები შემდეგ სიკვდილისა უფრო დიდს განსვენებაში მიდიანო, ტირილი მაუნათლავებსა მართებსო, რო შემდეგ სიკვდილისა იმათი სულები უფრო დიდს მწუხარებაში ჩაცვივიანო.

მხოლოდ გვმართებს, მანამ ცოცხლები ვართ, ვიაროთ ღვთის ნებაზედა, ვასრულოთ მისი წმიდა სჯული, შევიყვაროთ წმიდა ეკლესია, ლოცვა, წირვა, აღსარება, ზიარება, რომელიც ისეთი საჭიროა სულისათვინ, როგორც საჭიროა ხორცისათვინ სასმელი და საჭმელი.

ეგრეთვე უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც თავისი თავი და ყოველს გაჭირვებაში მყოფს შემწეობა მივცეთ: მშიერს ვაჭამოთ, ტიტველი შევმოსოთ და უქონელთა და უღონოთ ხელი უკიდოთ.

ძმებო და დებო, თვითონ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ბრძანებს: რომელიც ამბობსო: ღმერთი მიყვარსო და ძმა თვისი სძულსო, ისა ტყუისო. ვისაც მე ვუყვარვარო, იმან ჩემი სიტყვა უნდა დაიჯეროსო. იესო ქრისტეს სიტყვა ეს არის და სჯული – ერთი ღმერთი უნდა გიყვარდესო ყოვლის სულითა და გონებითაო და მეორე – თავისი და მოყვასიო, ესე იგი, ყოველი კაციო; ჯერეთ ისიცა, ვინც უსჯულო არის, არათუ ქრისტიანიო, როგორც თავისი თავიო; ეს არის პირველი სჯულიო და ჩემიც საამურიო.

ხო ხედავთ, სიკვდილი ყველას გაუკითხავადა კლავს – ბებერსაცა და ახალსაცა. მანამ ცოცხალია კაცი, ყოველთვის უნდა ფრთხილობდეს და ცოდვას ერიდებოდეს, რო უდროოდ სიკვდილმა არ მაასწვრას და უნანელი არ მოკვდეს და მათი საუკუნო დიდება არ დაკარგოს. ცოდვის შენანება შემდეგ სიკვდილისა აღარ არის.

მე მართალს გეტყვით – ეს ყმაწვილი იყო, ჯერ ამას ისეთი ცოდვა არ ექნებოდა რა, რო იმისი გვეშინოდეს, წარწყმდებაო, ტირილი მოხუცებზე მართებს კაცსა და ღვთის ვედრება, რო ბევრს ცოდვაში არი გარეული და ვინ იცის, შეინანა თუ არა და გვეშინიან მისი წარწყმედისა, თორო ყმაწვილები უცოდველები მიდიან, იმათი სულები ყოველთვის განსვენებაში იქნებიან.

ყოვლად შემძლებელს ღმერთსა ვთხოვ, მისი სული, სადაც მართალნი განისვენებენ, იქ დაამკვიდროს და მშობელს ნუგეში მისცეს და განაგრილოს მათი მწუხარე გული.



ბესო კოლხიბერული


скачать dle 11.3