კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ხვდებოდა არაბ მაგნატებს ცირა სუქნიძე და რით დაასაჩუქრა ის განსაკუთრებულად „მის მსოფლიომ“


„მის საქართველო 2009“ ცირა სუქნიძე სულ ახლახან იმყოფებოდა კონკურსზე „მის მსოფლიო“. მიუხედავად იმისა, რომ ცირა, რომელიც ჩემი აზრით, ნამდვილად იმსახურებდა, თუნდაც თექვსმეტ გოგონას შორის გასვლას, ჟიურის მხრიდან, საერთოდ შეუმჩნეველი დარჩა. თუმცა კონკურსიდან ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, რადგან ბევრი მეგობარი შეიძინა და კარგი გამოცდილებაც მიიღო. როგორც შევიტყვე, მას უცხოეთიდან ახალი შემოთავაზებებიც აქვს.


ცირა: თბილისიდან 6 ნოემბერს გავემგზავრე ლონდონში პარიზის გავლით. იქ რამდენიმე გოგონა დამხვდა, ასევე, კონკურსის წარმომადგენელიც, რომელმაც ძალიან კარგ სასტუმროში დაგვაბინავა. პირველი, ვინც გავიცანი, ეს იყო ჩემი „რუმეითი“ – „მის ლატვია“, რომელიც ძალიან კარგი გოგონა აღმოჩნდა – დავმეგობრდით. ლონდონში ერთი კვირით გავჩერდით. ქალბატონმა ჯულია მორლიმ, „მის ვორდის“ დირექტორმა, ჩაატარა საქველმოქმედო საღამო, სადაც ჩვენ მიერ წაღებული სუვენირები გაიყიდა. იმ დღესვე გაიყიდა აუქციონზე „მის კორეას“ მიერ ჩამოტანილი დიდი ტელევიზორი და მობილური ტელეფონები. ჩემი სუვენირებიც გაიყიდა, მაგრამ ვინ იყიდა, არ ვიცი, შეგროვილი თანხა უპატრონო ბავშვთა სახლს გადაეცა. მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრებზე მივდიოდით, ლონდონის მდიდარ და წარჩინებულ ადამიანებს ვხვდებოდით. შემდეგ გავემგზავრეთ აბუდაბიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, სწორედ იქ გვქონდა სამხრეთ აფრიკელი დიზაინერების „ოქროსფერი კაბების“ ჩვენება. ყველას ოქროსფერი კაბა გვეცვა. ეს ჩვენება ჟიურისთვის და ადგილობრივი მსხვილი მაგნატებისთვის გაიმართა. მათ ვხვდებოდით საღამოებზე, სადაც ვსაუბრობდით.

– როდის ჩახვედით სამხრეთ აფრიკაში?

– აბუდაბიდან პირდაპირ იოჰანესბურგში გავემგზავრეთ. იქ გავატარე ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი. მოვინახულე თითქმის ყველა დიდი ქალაქი. გამორჩეულად გამოვყოფდი სანსითის. როდესაც ამ ქალაქში ჩავედით, გაგვაფრთხილეს, აქ ქურდი მაიმუნები – ბაბუინები არიან. ამიტომ ოთახის კარი ღია არ დატოვოთ, რამე არ მოგპარონო. ერთ-ერთმა გოგონამ არ გაითვალისწინა ეს რჩევა, ფანჯარა დატოვა ღია და როცა ოთაში დაბრუნდა, დახვდა მაიმუნების ოჯახი, რომლებიც მის ნამცხვრებს მიირთმევდნენ. სხვათა შორის, არ შეეპუვნენ და ნამცხვრების სროლა დაიწყეს.

– როგორი დღის რეჟიმი გქონდათ, ალბათ, ძალიან იყავით დატვირთულები.

– მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრები გვქონდა. ძალიან მოწესრიგებულები, კოქტეილის კაბებით დავდიოდით, რომელიც მე „მარიონელამ“ გამატანა. თავიდან ცოტა გამიჭირდა ამ რეჟიმთან შეგუება, მაგრამ შემდეგ შევეგუე, იმიტომ რომ შეიძლება, ღამის ოთხ საათზე ავმდგარიყავით და რვა საათის განმავლობაში გვემგზავრა. იქ აღმოვაჩინე, რომ ძლიერი ვყოფილვარ მე ვამხნევებდი გოგონებს, ეს შანსი ერთხელ გვეძლევა ცხოვრებაში და უნდა გამოვიყენოთ ბოლომდე-მეთქი. ძალიან ბევრი ჩვენება და გამოსვლა გვქონდა – ერთ-ერთი იყო ეროვნულ სამოსში. ჩემმა კაბამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომაც ვიდექი პირველ რიგებში. „ტალანტ შოუზეც“ გამოვედი. როგორც იცით, საქართველოში ჩავწერე სიმღერა, მაგრამ მისი შესრულების უფლება არ მომცეს, იმიტომ რომ მას უიტნი ჰიუსტონი მღერის და ვერ ვაჩვენებთ ტელევიზიითო და სიმღერა შევცვალე. მაინცდამაინც წელს „ტალანტ შოუში“ პროფესიონალები გამოდიოდნენ.

– როგორც პირად საუბარში მითხარი, გოგონები ძალიან გგულშემატკივრობდნენ და ბევრი იმასაც ფიქრობდა, რომ შენ შეიძლება, „ტოპმოდელიც“ გამხდარიყავი.

– მე ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, „მის რუსეთსაც“ კი დავუმეგობრდი. როდესაც „მის ტოპმოდელის“ თორმეტეულს აცხადებდნენ, „მის კოლუმბია“ გვერდში მედგა, ჩემი ხელი ეჭირა და მეუბნებოდა, ნუ გეშინია, შენ აუცილებლად გახვალო. იმედი მქონდა, მაგრამ ჟიურის თავისი ფავორიტები ჰყავდა უკვე შერჩეული. ჟიურის შემადგენლობა კი არ შეცვლილა, ყველა კონკურსზე ერთი და იგივე გოგონები ტრიალებდნენ ხოლმე.

– შენი აზრით, ეს რით იყო გამოწვეული?

– ვერ ვიტყვი, რომ ჟიურიმ ცუდი არჩევანი გააკეთა, მაგრამ მივხვდი, რომ მხოლოდ სილამაზე არ არის მთავარი. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა. გოგონებს კარგი სპონსორები ჰყავდათ. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩაწყობა იყო. ძალიან კარგი გოგონები გავიდნენ ფინალში, მაგრამ უკეთესებიც შეიძლებოდა, გასულიყვნენ, საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ.

– როგორი გოგონა იყო „მის მსოფლიო“, როგორც ვიცი, მას დაუმეგობრდი.

– სპორტული შეჯიბრებისთვის კონკურსანტები ოთხ ჯგუფად დაგვყვეს, მე, „მის ჰიბრალტარი“ და ასევე რამდენიმე გოგონა ვიყავით ერთ ჯგუფში, რომელსაც „სამეფო პინგვინები“ ერქვა. ჩვენ გავიმარჯვეთ და საერთოდ, ჩვენი ჯგუფიდან გოგონები სხვადასხვა ნომინაციებში იმარჯვებდნენ. „მის მსოფლიო“ ძალიან კარგი გოგონა იყო – საჩუქრები დაგვირიგა, ჰიბრალტარული ტკბილეულობა, სხვათა შორის, მე ყველაზე ბევრი მომცა.

– თუ ელოდებოდით მის გამარჯვებას?

– არა, შოკი იყო, სიურპრიზივით. ჩვენ გვეგონა, რომ „მის მექსიკა“ გაიმარჯვებდა, თუმცა ძალიან გაგვიხარდა.

– შენი აზრით, რატომ გააკეთეს მასზე არჩევანი?

– არ ვიცი და, ალბათ, ვერასდროს გავიგებ, ჰიბრალტარი არ არის ძალიან მდიდარი ქვეყანა. ალბათ იმიტომ, რომ ბუნებრივი იყო, სხვებისგან განსხვავებით, არაფერი ჰქონდა გაკეთებული. მათ, ვისაც პლასტიკური ოპერაციები ჰქონდათ გაკეთებული, არ მოხვდნენ თექვსმეტეულში. ქალბატონ მორლის არ მოსწონს არაბუნებრივი გარეგნობის გოგონები.

– ალბათ, ერთობოდით კიდეც.

– კი, მაგალითად, მოგვიწყვეს საშობაო საღამო, სადაც ძალიან კარგად გავერთეთ. ქაღალდის ლენტები გავუშვით, მაგიდაზე სანთლები იდო. ერთი ქაღალდი დაეცა სანთელს და ცეცხლი მოეკიდა. „მის საფრანგეთმა“ თავისი ჩანთა აიღო და იმით აქრობდა, სულ დაეწვა. ძალიან გაბრაზდა. ისე შემეშინდა, ფეხები მიკანკალებდა. რამდენიმე გოგონას დაბადების დღე ჰქონდა, ამიტომ ნეიტრალური დღე აირჩიეს, გამოაცხვეს დიდი ტორტი და ყველას ერთად გადაუხადეს. საფარაშიც წაგვიყვანეს, სადაც ცხოველები მოვინახულეთ. პატარა კოტეჯებში ვცხოვრობდით და ჩვენი სახლის წინ ზებრები დასეირნობდნენ. რომ დავინახე, მაშინვე პირსახოცით გამოვვარდი, ჩქარა ფოტო გადამიღეთ, ზებრა მოვიდა ჩემთან-მეთქი.

– საფინალო შოუს შემდეგ პირდაპირ გამოემგზავრე?

– მეორე დღეს აბუდაბიში გაგვამგზავრეს. ერთი ღამე გავათენე აეროპორტში, აბუდაბის ვიზა არ მქონდა. მთელი ღამის განმავლობაში სკამებზე მეძინა, უბრალოდ, ისეთი ძლიერი კონდიცირება იყო, რომ ყოველ წამს მეღვიძებოდა სიცივისგან. მაგრამ არა უშავს, ძალიან კარგი იყო. სამი ქვეყანა მოვიარე და დიდ მადლობას ვუხდი „იმიჯ-ცენტრს“.

– როგორც ვიცი, შეყვარებული გყავს, ალბათ, ძალიან გენატრებოდა.

– კონტაქტი გვქონდა, მაგრამ არცთუ ისე ინტენსიური. ისეთი დაკავებული ვიყავი, ყველაფერი გადამავიწყდა.


скачать dle 11.3