კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ იმოქმედებს მცენარეზე არასწორად შერჩეული ჭურჭელი და, იქნებ, მირჩიოთ, რის მიხედვით შევურჩიო მცენარეს ქოთანი?

პასუხი: ქოთნის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მცენარისა და ქოთნის პროპორციები, სიმაღლე, სიგანე, ფორმა და ფერი. დააკვირდით მცენარის ფოთლების ფერს და ესთეტიკური სილამაზის მიზნით შეუხამეთ შესაბამისი ფერის ჭურჭელი. მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია მცენარის ზომა. თუ მცენარე მომცრო ზომისაა, შესაბამისად, ჭურჭელიც პატარა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, დიდმა ქოთანმა პატარა მცენარეს დაუკარგოს სილამაზე და მას ფოთლები გაუფუჭოს კიდეც. უმჯობესია, თუ მცენარეს თიხის ქოთანში ჩარგავთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ზამთარში კალის გადარგვა?

პასუხი: როდესაც ნიადაგიდან ახალი ყლორტები ამოიწვერება, შეგიძლიათ, მცენარე განაახლოთ და გადარგოთ შედარებით მოზრდილ ქოთანში. ახალი ყლორტების ამოწვერვა კი ზამთარში ან ადრიან გაზაფხულზე ხდება. ასე რომ, დაელოდეთ ამ პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ გადარგეთ.

კითხვა: რთული გასახარებელია თუ არა ზამიოკულკასი?

პასუხი: ეს აფრიკული მცენარე ძალიან იოლი მოსავლელია. ის ადვილად ეგუება ოთახის პირობებს და კარგად იტანს ჩრდილში ყოფნას. გაითვალისწინეთ, რომ ეს მცენარე შუქზე უკეთ იზრდება. ის ზამთრის პერიოდში არ წყვეტს ზრდას და ამიტომ ამ სეზონზე მინიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი უნდა იყოს. მცენარის მიწას მთელი წლის განმავლობაში ტენი უნდა შეუნარჩუნდეს. შეგიძლიათ ზაფხულში ნიადაგი თვეში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიეროთ. ზამიოკულკასი დროდადრო სიმშრალესაც აიტანს. ქოთანი დადგით ფანჯარაზე. ის დამატებით მოვლას არ მოგთხოვთ და, შეგიძლიათ, დატკბეთ მისი სილამაზით.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო ნერტერა?

პასუხი: ამ მცენარეს ძალიან უყვარს ნათელი გარემო, ამიტომ სინათლესა და მზეს ნუ მოაკლებთ. გაითვალისწინეთ, რომ შუადღის მწველი მზე ნერტერაზე ცუდად მოქმედებს და მხოლოდ დღის ამ მონაკვეთში მოარიდეთ სხივებს. მცენარე დადგით აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე. მას უყვარს სიგრილე: ზაფხულში დაახლოებით 14-15 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო ახლა, ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა 5-6 გრადუსი უნდა იყოს.

კითხვა: ჩემი მონსტერა სიმაღლეში ძალიან გაიზარდა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ თქვენი მცენარე ზედმეტად გაიზარდა, შეგიძლიათ, უშიშრად გადაჭრათ, ამით მცენარეს არაფერს ავნებთ და, ამასთანავე, უფრო კომპაქტურსაც გახდით. გადაჭრის შემდეგ მას მალევე ამოუვა გვერდითი ყლორტები. ოღონდ, გახსოვდეთ, რომ ის მხოლოდ გაზაფხულზე უნდა გადაჭრათ.


скачать dle 11.3