კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: ამბობენ, რომ ფილტვების ანთება განსაკუთრებით დიდი ზომის ძაღლებში ფიქსირდება.

პასუხი: ფილტვების ანთება ძირითადად დიდ ძაღლებში იმიტომ შეინიშნება, რომ, როგორც წესი, დიდი ზომის ძაღლი ბინის გარეთ ბინადრობს. შესაბამისად, გაციებისა და ავად გახდომის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოთახის ძაღლებს. ამიტომ, პატრონმა ყველა ზომისა და ჯიშის ძაღლს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს. შეიძლება, პირველ სიმპტომებს ყურადღება არ მიაქციოს, რომელსაც ძაღლი იტანს, მაგრამ, გართულების შემთხვევაში, უკვე მკურნალობაც რთულდება, ხან კი დაგვიანებულიც არის. ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ, განსაკუთრებით ზამთარში, რადგან გაციების ალბათობა როგორც ადამიანებში, ასევე ძაღლებშიც, დიდია.

კითხვა: მაინტერესებს, რა სიხშირით უნდა გავუწმინდო ძაღლს კბილები?

პასუხი: ძაღლისთვის კბილის გაწმენდა დღეში ან ორ დღეში ერთხელ საკმარისია. არსებობს სპეციალური ხსნარები, რომელსაც ყოველდღე თუ მიასხურებთ კბილებზე, ძაღლის კბილები გაცილებით კარგად იქნება დაცული.

კითხვა: კბილების მოცვლას რა ასაკში იწყებს ლეკვი?

პასუხი: ლეკვი კბილების მოცვლას იწყებს 3 თვიდან და 6 თვემდე ყველა კბილი უკვე მოცვლილი უნდა ჰქონდეს.

კითხვა: მაინტერესებს, კავშირშია თუ არა ერთმანეთთან ძაღლის ყურის ტკივილი მისი ყურების ჰიგიენასთან?

პასუხი: ძაღლისა და ადამიანის ყური ერთნაირი აგებულებისაა. ყურს სჭირდება გამოწმენდა, განიავება, სისუფთავე. ზოგ ძაღლს იმხელა ყურები აქვს, საჭმლის ჭამის დროს უკრავენ, რომ არ დაესვაროს. დასვრილი ყურებიდან ინფექცია შიგნით გადადის. თუ ძაღლს ჩამოყრილი ყურები აქვს, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ჩხირით უნდა გავუწმინდოთ. მოუვლელობის შედეგად ძაღლებს ყურის ტკივილი ეწყებათ და თავის ქნევას იწყებენ. ამიტომ, როცა ძაღლი თავს იქნევს, ყურის ძირზე ხელი უნდა მიაჭიროთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ მას რაღაც აწუხებს. არის სპეციალური ხსნარი, რომელსაც ძაღლს ყურში ჩააწვეთებთ პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით. შესაბამისად, ძაღლს ინფექცია ვეღარ ერევა.

კითხვა: უნდა გავუფრთხილდეთ თუ არა ინფექციური ენტერიტისგან განკურნებული ძაღლის ფიზიკურ დატვირთვას?

პასუხი: ინფექციური ენტერიტისგან განკურნებული ძაღლის ფიზიკურ დატვირთვას უნდა ვერიდოთ. შეიძლება, ძაღლს ძალიანაც უნდოდეს ბევრი სირბილი, მაგრამ პატრონმა გასეირნება სიარულით უნდა შეუზღუდოს.


скачать dle 11.3