კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ქალის გვერდით ვერ იქნებოდა გიო ხუციშვილი და რა ისწავლა მან წლებთან ერთად


უმღერის ქალებს და დარწმუნებულია, რომ მამაკაცის სტიმული და მუზა, მხოლოდ სუსტი სქესი შეიძლება იყოს. გიო ხუციშვილისთვის მამაკაცად ყოფნა მძიმე და საპატიო, ამასთანავე საპასუხისმგებლო მოვალეობაა. თუ ღმერთმა კაცად გაგაჩინა, მაშინ კეთილი ინებე და ხელისგულზე ატარე ქალი, რომელიც შენს გვერდით არის. სწორედ ესაა მამაკაცის მისიაც და მოვალეობაცო, ურჩევს ბიზნესმენ-მომღერალი იმ კაცებს, რომელთაც ზოგჯერ ავიწყდებათ საკუთარი მოვალეობები.


გიო ხუციშვილი: არასოდეს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ქალად დავბადებულიყავი, ოღონდ მართლა. ღმერთმა კაცად გამაჩინა და ესე იგი, ასე იყო საჭირო. რა იქნებოდა, ქალი რომ ვყოფილიყავი, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. არ ვიცი, რა იქნებოდა. მე ვარ მამაკაცი და სრულად მაქვს გაცნობიერებული, რა პასუხისმგებლობას მაკისრებს საკუთარი სქესი.

– მამაკაცებს უყვართ, ხოლმე თქმა – კიდევ კარგი, ქალად არ დავიბადეო. თქვენთვისაც ხომ არ არის ნაცნობი, ეს ფრაზა?

– არა. მე არ მიმაჩნია, რომ ქალობა უფრო ძნელია. არანაირად. პირიქით, კაცად ყოფნა გაცილებით რთულია. თუ, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული გაქვს, შენი ყველა ვალდებულება და მოვალეობა. ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი კაცს, თავისი ცხოვრების განმავლობაში. თუ კაცი გქვია და ხარ კიდეც, მაშინ შენ გვერდით მყოფი ქალი, თავს ქალად უნდა გრძნობდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იმდენი საფიქრალი კაცს რომ აქვს, ქალს არ უნდა ჰქონდეს. მას არ ევალება ოჯახისთვის ღირსეული საარსებო-ფინანსური გარემოს შექმნა. ეს მამაკაცის პრეროგატივაა.

– არაჩვეულებრივი ნათქვამია, თუკი კაცმა ის შეასრულა და თავისი მოვალეობები ქალს არ აჰკიდა. ხშირად, სწორედ ასე ხდება, ხოლმე...

– მე ასეთ მამაკაცებთან არ მაქვს ურთიერთობა. ქალი ბუნებამ გააჩინა ისეთ არსებად, რომელსაც ზედმეტი ტვირთი არ უნდა აჰკიდო. არ შეიძლება, დაუყვირო მას, აჩვენო, რომ ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ხარ; რამდენიმე დღე სახლში არ შეხვიდე და ამით აგრძნობინო რომ მის აზრს ანგარიშს არ უწევ. ეს ყველაფერი ახალგაზრდობაში კიდევ ეპატიება კაცს. როცა ჯერ კიდევ არ იცნობს ქალს და საკუთარი თავის ძიებაშია.

– ანუ, ახალგაზრდა კაცი ნაკლებად უფრთხილდება ურთიერთობებს?

– რა თქმა უნდა. კაციც და ქალიც. ამ დროს ორივე ცდილობს, ერთმანეთს რაღაც დაუმტკიცოს. არც ერთი არ თმობს. ეს ბუნებრივია. მერე, უკვე, როცა შენი კაცობით ამტკიცებ, რომ მამაკაცი ხარ, ქალიც ხვდება ამას და აღარ აქვს პირველობის პრეტენზია. ურჩევნია, დამოკიდებული იყოს შენზე, რადგან თავს კომფორტულად გრძნობს.

– ამბობენ, რომ არ არსებობენ ავი ქალები და მათ სწორედ მამაკაცის უყურადღებობა ხდის ასეთს.

– მთლად ასეც არ არის. გამონაკლისები ყველგან და ყველაფერში არსებობენ. ზოგი ქალი ბუნებით, გენეტიკით არის ისეთი, ზედაც რომ გადაჰყვე, შენი არაფერი მოსწონს და მუდმივად უკმაყოფილოა. ასეთი ქალის გვერდით, ვერასოდეს ვიქნებოდი. ქალის და მამაკაცის ურთიერთობა ერთმანეთის პატივისცემაზეა აგებული და თუ ერთი მუდმივად უკმაყოფილოა, მეორეც ვერ იქნება მის გვერდით ბედნიერი.

– რატომ მოსწონთ მამაკაცებს მოსულელო ქალები. ხომ ფაქტია, რომ ასეთები უკეთ თხოვდებიან?!

– გააჩნია, რას ვიგულისხმებთ უკეთ გათხოვებაში. თუ მამაკაცს მოსწონს მოსულელო ქალი, ან ქალი, რომელიც შეგნებულად ისულელებს თავს, ის კაცი არ დგას მოწოდების სიმაღლეზე და წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს ჭეშმარიტი ქალი. მარტივად რომ ვთქვათ, არ იცნობს ქალებს. ასეთ კაცებს ქალები ძალიან ადვილად ასულელებენ, ხოლმე. თუ ვინმეს მოსწონს, რომ ასულელებენ, ეს უკვე მისი პრობლემაა. არც ერთი ჭეშმარიტი მამაკაცი არ შეაფასებს ქალს მხოლოდ გარეგნობით. ცხოვრება თვითონ ამოგარჩევინებს ისეთ მეორე ნახევარს, რომელსაც შენი ესმის. უხარია შენი წარმატება და ფიქრობს ოჯახზე. მით უმეტეს, შენ თუ ჭკვიანად იქცევი, ის კიდევ უფრო ჭკვიანდება. (იცინის). ერთი სიტყვით, როგორც იქცევი, ისე იქცევა შენი მეორე ნახევარიც, რომელიც ნელ-ნელა შენს რელსებზე გადმოგყავს.

– თუ ქალებს გადაჰყავთ ხოლმე კაცები თავის რელსებზე?

– ხომ გითხარი, გააჩნია კაცს. კი, ბატონო, ბევრი კაცი გადადის ქალის რელსებზე, მაგრამ ისეთები, რომლებსაც ცხოვრება არ უნახავთ და ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული. მე არ მგონია, ოჯახი, სადაც ქალია დომინანტი, ოჯახად ვარგოდეს. შეიძლება, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ კაცს თავისი ფუნქცია აქვს, ქალს თავისი და არ არის კარგი, როცა ამისი ხელოვნურად არევა ხდება.

– მაშინ, სამოთხის დაკარგვის პასუხისმგებლობაც მამაკაცს ეკისრება. ქალმა კი შესთავაზა, მაგრამ გადაწყვეტილება მას უნდა მიეღო.

– აუცილებლად. (იცინის) ასეა. ქალმა რისი გაკეთებაც უნდა შემოგთავაზოს, შენ იმიტომ ხარ კაცი, გაარჩიო, რა შეიძლება და რა – არა. ბრმად არ უნდა აჰყვე. თუ სწორად არ იქცევა, პირიქით, არ მისცე რაღაცის გაფუჭების საშუალება.

– როგორი ქალია გამაღიზიანებელი გიო ხუციშვილისთვის?

– რა არის იცი, მე უკვე ისეთი გამოცდილება მაქვს, ვიცი, როგორ არ უნდა გავღიზიანდე. თუ არ მინდა, ქალთან ურთიერთობა, ტექნიკურად ისე წავალ, ისე „მოვტყდები“, რომ ვერც მიხვდება. არც მე ავიშლი ნერვებს და არც მას ვატკენ გულს. უნდა იცნობდე ქალებს, რომ ასეთი რამ შეგეძლოს. ქალებთან ჩხუბი, აყალ-მაყალი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არ უნდა მიიყვანო საქმე გაღიზიანებამდე. ესეც წლებთან ერთად მოდის და სწავლობ. არ არსებობს კაცი, რომელსაც ურთიერთობა არ ჰქონოდეს ქალთან და ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ქალს არ გაეგიჟებინოს. მაგრამ, ესეც პრაქტიკაა და სწორედ პრაქტიკა გასწავლის მერე როგორ მოიქცე. ახლა, შენ თუ პირიქით მოგწონს, სულ გაღიზიანებული ხარ და გირჩევნია, ქალთან ცხოვრობდე და დისკომფორტს გრძნობდე, მაშინ შენი გადასაწყვეტია. ასეთი მამაკაცებიც არიან.

– შეიძლება, მამაკაცმა ღირსეულად მიატოვოს ქალი?

– როგორ არის, იცი?! როგორც კი მიხვდები, რომ ერთად აღარ გეცხოვრებათ, უნდა დაშორდე. სულერთია, ცოლი ერქმევა, თუ საყვარელი. როცა მისი დარეკვაც კი გაღიზიანებს, აღარაფერს ვამბობ, უფრო მჭიდრო ურთიერთობაზე. რაღა აზრი აქვს, მასთან ყოფნას. ეს არ არის მიტოვება. ეს ცხოვრებაა. რატომ უნდა იტანჯებოდე. მე არ მესმის, ვის სჭირდება ასეთი ურთიერთობა.

– ეთანხმებით, რომ ქალია პროგრესის მამოძრავებელი?

– რა თქმა უნდა. ყველაფერს ქალის გამო არ ვაკეთებთ მამაკაცები? ლექსებს ვუწერთ, ვუმღერით. ქალია ჩვენი მუზა. ქალის გარეშე კაცის ცხოვრება არაფრად ღირს.

– რა საშინელება იქნებოდა მამაკაცები ერთმანეთს რომ უწერდეთ ლექსებს და უმღეროდეთ.

– აბა! მე ვერ წარმომიდგენია, საერთოდ რა იქნებოდა, ქალი რომ არ ყოფილიყო. მაგრამ ქალი უნდა იცოდე, სხვანაირად ვერ გაუგებ მას. ხოლო თუ ვერ უგებ, უნდა დაშორდე. ვინ რას იტყვის, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მე საკუთარი თავისთვის ვცხოვრობ და არა იმისთვის, რომ ვიღაცას მოვეწონო, ან არ მოვეწონო. უსიყვარულოდ ქალთან ცხოვრება, ან სულ კონფლიქტის ატანა, საშინელებაა. უნდა წახვიდე მისგან.

– კაცისთვის ადვილია. მეორესგანაც წავა, მესამესგანაც... ასე ივლის, სანამ არ იპოვის.

– არ არის ადვილი, შენ წარმოიდგინე. რა თქმა უნდა, თუ კაცს პასუხისმგებლობა აქვს და მე მხოლოდ ასეთ მამაკაცებზე ვსაუბრობ. კაციც ბევრს ფიქრობს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს. შვილები როგორ დავტოვოო, ფიქრობს. მაგრამ, იმ შვილისთვისაც ჯობია, ნორმალურ გარემოში გაიზარდოს და არა ჩხუბსა და აყალ-მაყალში.

– აუცილებელია, კაცმა ერთხელ მაინც წარმოიდგინოს საკუთარი თავი ქალის ტყავში, რომ გაუგოს მას.

– არა. მე ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას. თუ გიყვარს ის ქალი, რომელიც შენს გვერდით არის, იმასაც მიხვდები, რა უჭირს და რა უხარია. მე ჭეშმარიტ მამაკაცად იმ კაცს მივიჩნევ, რომელსაც შეუძლია, ქალი ხელისგულზე ატაროს. კაცს ეს შეუძლია და თუკი ამისი გაკეთება არ უნდა, უმჯობესია საერთოდ არ იცხოვროს ქალთან.


скачать dle 11.3