კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

რას ნიშნავდა საიდუმლო ოპერაცია „გოლი“, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოჰყოლოდა


1965 წლის 4 ივლისს მოსკოვში, „ლუჟნიკების“ ცენტრალურ სტადიონზე საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ფეხბურთელების მინდორზე გამოსვლამდე, ხუთიოდე წუთით ადრე, რამდენიმე სამოქალაქო ტანსაცმლიანმა მამაკაცმა მილიციის მაიორი შეიპყრო, რომელიც სხვა სამართალდამცველთან ერთად იდგა. ეს მომენტი ათასობით იქ შეკრებილმა მაყურებელმა დააფიქსირა. თუმცა, არავინ იცოდა, რომ იმ წუთებში უშიშროების თანამშრომლებმა საშინელი ტერაქტი აღკვეთეს...

აღიარებითი ჩვენება

1965 წლის 30 ივნისს საქართველოს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მისაღებში, რომელიც მთაწმინდაზე, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობდა, ღამის 23 საათსა და 45 წუთზე ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი გამოცხადდა და მორიგეს უთხრა:

– სასწრაფოდ გენერალ ინაურს შემახვედრეთ. უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მაქვს და დრო არ ითმენსო.

მორიგემ მთავარ მორიგეს დაურეკა და უცნობის სიტყვები გადასცა. ხუთიოდე წუთში მამაკაცი „სუკის“ შენობაში შეიყვანეს და მაიორ მიხეილ კაკაბაძეს შეახვედრეს, რომელიც ამ დღეს „სუკის“ მთავარი მორიგე იყო.

– მე თემურ ქავთარაძე გახლავართ, „გრუს“ კაპიტანი, 29 წლის – წარუდგა კაკაბაძეს ახალგაზრდა, – ერთი საათის წინ ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის (იმ პერიოდში „ზაკვო“ ლენინის, ამჟამად თავისუფლების, მოედანზე მდებარეობდა, სადაც ახლა სასტუმრო „მარიოტის“ ნაწილია) ჰაუპტვახტიდან გამოვიქეცი. იქ კი იმიტომ მომათავსეს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობაზე უარი ვთქვი. აღიარებით ჩვენებას გაძლევთ და მოგიწოდებთ, ჩემს სიტყვებს სასწრაფო მსვლელობა მისცეთ.

ქავთარაძეს ლაპარაკი დასრულებული არ ჰქონდა, რომ მორიგის კაბინეტში რვა შეიარაღებული სამხედრო შეიჭრა, თემურ ქავთარაძე იქვე აიყვანეს და კაკაბაძეს კი ჭაღარათმიანმა პოლკოვნიკმა განუცხადა:

– გამოქცეული სამხედრო დამნაშავეა და კარგია, რომ დროზე ავიყვანეთ.

ქავთარაძე რომ სამხედროებს გაჰყავდათ, კაკაბაძეს მან ქართულად უთხრა:

– მე გამაქრობენ, მაგრამ, რისი თქმაც მოვასწარი, იმის საფუძველზე სასწრაფოდ იმოქმედეთ.

„შავტუხა“

უდიდესი ძალაუფლების მიუხედავად, რომელიც „სუკს“ გააჩნდა, სამხედროებმა მაინც უაპელაციოდ მოახერხეს იქიდან ქავთარაძის წამოყვანა და წინააღმდეგობაც არავის გაუწევია მათთვის. კაკაბაძემ სპეცკავშირით ისარგებლა და ალექსი ინაურს ღამის 1 საათზე დაუკავშირდა, ყველაფერი მოახსენა და ჰკითხა:

– როგორ მოვიქცე, ალექსი ნიკოლაევიჩ?

– თხუთმეტ წუთში მოვალ, – მშრალად გასცა ჰასუხი ინაურმა და ტელეფონის ყურმილი დაკიდა.

1 ივლისის ღამის 1 საათსა და 30 წუთზე მაიორი მიხეილ კაკაბაძე უკვე ინაურის კაბინეტში იჯდა და „სუკის“ შეფს დაწვრილებით მოუთხრობდა ქავთარაძის ნაამბობს:

– სანამ ჩემს კაბინეტში პოლკოვნიკი სეროვი და მისი შეიარაღებული ჯარისკაცები შემოვარდებოდნენ, ქავთარაძემ მითხრა, ვასილ მჟავანაძე უნდა მომეკლა, რაზეც უარი ვუთხარი, დამაპატიმრეს და გამოვიქეციო. მისი თქმით, ყველაფრის საქმის კურსშია ივანე პეტროვი, მეტსახელად „შავტუხა“ და მან არ იცის, რომ მე ეს ვიციო. ბოლოს ჯარისკაცები შემოვარდნენ და ქავთარაძე დადუმდა.

– „შავტუხა“ „ზაკვოს“, „გრუს“ უფროსია, პოლკოვნიკი. ძველი მზვერავი და ნაციონალისტი, – თქვა ალექსი ინაურმა, რომელიც თავად იყო ხრუშჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე, – ჩვენი ინფორმაციით მას არ უნდოდა, ახალი მთავრობის მოსვლა და მასზე სხვა კომპრომატებიც გვაქვს. ასე რომ, „შავტუხა“ მალულად უნდა ავიყვანოთ, დავკითხოთ და გავარკვიოთ, რაშია საქმე.

„ზაკვოს“ „გრუს“ უფროსი, 54 წლის პოლკოვნიკი ივანე პავლეს ძე პეტროვი საქართველოს „სუკის“ სპეციალურმა ოპერჯგუფმა 1965 წლის 1 ივლისს, დილის 8 საათსა და 35 წუთზე ვაკეში, თავისსავე სახლის სადარბაზოდან, ისე ჩუმად გაიტაცეს, რომ ამ ამბავს თვითმხილველიც არ ჰყოლია. პირადი მძღოლი კიდევ დიდხანს ელოდა მას მანქანაში...

შეთქმულების დაწყების ნიშანი

ინაურის პირადი საიდუმლო ბრძანებით, გატაცებული „გრუს“ პოლკოვნიკი შევჩენკოს ქუჩაზე კი არ მიიყვანეს, არამედ „სუკის“ საიდუმლო ბაზაზე, კოჯორში. რადგან ქართველმა ჩეკისტებმა იცოდნენ, რომ პეტროვს ძებნას დაუწყებდნენ და არც მეორედ მოერიდებოდნენ „სუკის“ შენობაში შეჭრას.

ივანე პეტროვის დაკითხვას პირადად, გენერალი ინაურიც ესწრებოდა, რომელმაც სპეცზომების გამოყენების ბრძანება გასცა და სამხედრო მზვერავი 10 წუთში ალაპარაკდა. მისი თქმით, 1965 წლის 4 ივლისს, ანუ სამი დღის მერე, მოსკოვში, ლენინგრადსა და საბჭოთა კავშირის თოთხმეტ რესპუბლიკაში ხელმძღვანელი პირველი პირები უნდა დაეხოცათ ერთდროულად. ხოლო ცენტრალური კომიტეტის მთელი პოლიტბიუროს დაპატიმრება, ან უკიდურეს შემთხვევაში ლიკვიდაცია, „ლუჟნიკების“ სამთავრობო ლოჟაში იყო დაგეგმილი. სახელმწიფო გადატრიალებას სამხედროები ედგნენ სათავეში, უშუალო ხელმძღვანელი კი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ნოსოვი იყო. ნოსოვს, როგორც მოსკოვსა და ლენინგრადში, ასევე ყველა რესპუბლიკაში ჰყავდა მხარდამჭერები და ეს საიდუმლო ოპერაცია „გოლის“ კოდური სახელწოდებით, აღნიშნული შეთქმულების დასაწყისი იქნებოდა. დაწყების ნიშანი კი ის იყო, რომ, როდესაც ხალხით სავსე „ლუჟნიკებზე“ საბჭოთა და ბრაზილიელი ფეხბურთელები გამოვიდოდნენ, მილიციის მაიორს პავლე კოტოვს, მინიავტომატიდან ფეხბურთელები უნდა დაეხოცა, რასაც მასობრივი პანიკა მოჰყვებოდა და წინასწარ მომზადებული ჯგუფები სამხედრო გადატრიალებას მოახდენდნენ. თუმცა, ინაურის პროფესიონალიზმის წყალობით, „სუკმა“ გრანდიოზული სპეცოპერაცია ჩაატარა და 1965 წლის 4 ივლისს საბჭოთა კავშირის 17 ქალაქში ერთდროულად 5 ათასი ადამიანი დააპატიმრა...


скачать dle 11.3