კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (50)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

ბუნებას მამაკაცები აღარ სჭირდება


იაპონელმა სწავლულებმა ტომოხირო კონომ და მანაბუ კავახარამ უკვე ექსპერიმენტულად დაამტკიცეს ადრე თეორიულად დამტკიცებული წინასწარმეტყველება, რომ ძუძუმწოვარი მამრები მდედრებზე გაცილებით ნაკლებხანს ცოცხლობენ, ვინაიდან მათ ორგანიზმში უფრო აქტიური ის გენებია, რომლებიც მამებისგან მემკვიდრეობით მიიღეს. მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი წარმატებით დამთავრდა: თაგვებმა, რომლებიც ორი დედისგან დაიბადნენ, უფრო დიდხანს იცოცხლეს, ვიდრე ჩვეულებრივი გზით – დედ-მამისგან დაბადებულებმა.

ჰიპოთეზა რომ შეემოწმებინათ, სწავლულებმა კლონირების მსგავსი მეთოდით შექმნეს მდედრობითი სქესის თაგვების ჯგუფი, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ მამრების გენები, – ესე იგი ორი დედისგან ანუ ორი კვერცხუჯრედისგან იყვნენ, დაბადებულნი. ამ თაგვების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 840 დღე იყო – 180 დღით მეტი, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წარმომადგენლებისა.

თავიანთი კოლეგების დასკვნებს სხვა მეცნიერებიც უკეთებენ ანალიზს და ეთანხმებიან, რომ ზეადამიანურ რასას ნამდვილად აქვს მომავალი გენეტიკურად მოდიფიცირებული ქალების არსებობით, რომლებიც მამაკაცის გარეშე გამრავლდებიან. თუმცა გერონტოლოგები ხაზს უსვამენ იმას, რომ იაპონელებმა ექსპერიმენტი განსაკუთრებული ჯიშის თაგვების ძალზე მცირერიცხოვან ჯგუფზე ჩაატარეს, რომელთა მდედრებიც მცირედ, მაგრამ მაინც უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამრები. ამასთან, ორი დედისგან შთამომავლობის მისაღებად კონომ და კავახარამ მოდიფიცირება ორ გენს გაუკეთეს. შესაძლოა, სწორედ აქედან მიიღეს სიცოცხლის გამახანგრძლივებელი გენი და ბევრი რამე სულაც არ იყოს დამოკიდებული ქალთა გენზე. ასე რომ, ჯერ ადრეა მამაკაცების სანაგვეზე გადაყრა.


скачать dle 11.3