კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იაპონიის „საპორო“ „კოსმოსურ“ ლუდს ყიდის


იაპონურმა ფირმა „საპორომ“ ინტერნეტის მეშვეობით დაიწყო ლუდის გაყიდვა. ეს ლუდი დამზადებულია იმ ხორბლისგან, რომელიც კოსმონავტების დახმარებით არის მოყვანილი. კამპანია 24 დეკემბრამდე გაგრძელდება და ამ საქველმოქმედო აქციის ყველა შემოსავალს ფირმა განათლების საჭიროებისა და დედამიწის ახლო სივრცის ათვისების პროპაგანდისთვის მიმართავს.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნილი ხორბლის მარცვლებს კოსმონავტები ხუთი თვის განმავლობაში უვლიდნენ და მეორე მოსავალიც მიიღეს. ეს პროექტი იმ უფრო ფართო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც კოსმოსში სურსათის წარმოების შესაძლებლობებს სწავლობს. ორბიტაზე ნამყოფი ხორბლისგან დედამიწაზე ახალი მოსავალი მიიღეს, რომლისგანაც შემდეგ აღნიშნული ლუდი დამზადდა. გასაყიდად 250 ყუთი ლუდია გამოფენილი, თითოეულში 330 მილილიტრი ტევადობის ექვსი ბოთლია მოთავსებული. ყოველი ყუთი 10 ათასი იენი – დაახლოებით 110 დოლარი ღირს. მყიდველები თავის საქონელს იანვრის ბოლოსთვის მიიღებენ.

ლუდი ლაბორატორიულ ცხოველებზე გასინჯეს, შემდეგ კი, კომპანიის თანამშრომელ-მოხალისეებზე. თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ სასმელი, რომლის სახელწოდებაა „კოსმოსური“ ხორბალი „საპორო“, ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. შესაძლოა, მომავალში ექსპერიმენტები კოსმოსში ახალი თვისებების მქონე მარცვლეულის მოყვანის შესაძლებლობებზეც ჩატარდეს.

იაპონელი სპეციალისტები უფრო შორსაც იხედებიან: მათ აინტერესებთ აგრეთვე კოსმონავტთა სურსათით მომარაგების საკითხი, რაც შეიძლება, საჭირო გახდეს ხანგრძლივი საპლანეტთაშორისო ფრენის დროს.


скачать dle 11.3