კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ლორეალის“ იმპერიის მემკვიდრეს ქალიშვილი უჩივის


მსოფლიო კოსმეტიკის გიგანტის, კომპანია „ლორეალის“ დამფუძნებლის ქალიშვილი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. 87 წლის ლილიან ბეტანკურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მისმა 56 წლის ქალიშვილმა, ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერმა, რომელიც დედას მარაზმში ადანაშაულებს. მისი სიტყვებით, დედამისი ვერ აკონტროლებს თავის ქმედებებს და მსხვილ თანხებს უცხო ადამიანებს სჩუქნის. კერძოდ, ლილიან ბეტანკურმა, რამდენიმე წლის განმავლობაში, თავის 62 წლის მეგობარს, ფოტოგრაფსა და მხატვარს, ფრანსუა-მარი ბანიეს, ისეთი ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა, რომ ჯამში ერთი მილიარდი ევრო შეადგინა. სულ ბეტანკურის ქონება 13 მილიარდ ევროს შეადგენს.

ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი მოითხოვს, ხანში შესული ქალი სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ მოაქციონ, რათა დაწესდეს კონტროლი მის ხარჯებზე. ამით მას სურს, დედა „თაღლითებისგან“ დაიცვას.

თვით დედა-ბეტანკური თავს მსხვერპლად სულაც არ მიიჩნევს. მან უკვე განაცხადა, რომ ქალიშვილი ცდილობს, მისი თავისუფლება შეზღუდოს. ადვოკატმა განაცხადა, რომ ქალიშვილს სურს, თვითონ დააწესოს კონტროლი დედის ქონებაზე. ახლობლები კი ამბობენ, რომ დედა-შვილს ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვს. ფრანსუაზამ სარჩელი იმ მხატვრის წინააღმდეგაც შეიტანა, რომელიც თითქოსდა მსხვილ თანხებს სძალავდა მოხუც მილიარდერს.

ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, ლილიან ბეტანკურს 21-ე ადგილი უკავია პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში. მას ეკუთვნის კომპანია „ლორეალის“ აქციათა 30 პროცენტი, საფრანგეთში კი სიმდიდრის მიხედვით მეორე ადამიანად ითვლება. სხვათა შორის, 2008 წლის მონაცემებით, ის ევროპის უმდიდრესი ადამიანი იყო, მაშინ მისი ქონება 22,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.


скачать dle 11.3