კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თბილისელების“ სამზარეულო


საჭირო ინგრედიენტებია: 450 გრამი ტკბილი სიმინდი, 100 გრამი მწვანე ხახვი, 2 კბილი ნიორი, 10 სადილის კოვზი სიმინდის ან ზეითუნის ზეთი, 150 გრამი თეთრი პური, 250 გრამი ყველი (სასურველია სულგუნი), ნახევარი კონა ოხრახუში, 2 კვერცხი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით, 2 სადილის კოვზი ძმარი „ბალზამიკო“, 8 ცალი თანაბარი ზომის საღი პომიდორი.

მომზადების წესი: სიმინდი გადაწურეთ. ხახვი და ნიორი გაარჩიეთ და დაკეპეთ წვრილად. მოშუშეთ ორ სადილის კოვზ ზეთში. პური და ყველი დაჭერით კუბიკებად. ოხრახუში დაჭერით წვრილად. ყველაფერი ერთად მოათავსეთ თასში. დაუმატეთ გათქვეფილი კვერცხი და აურიეთ. უყავით მარილი, პილპილი და კიდევ აურიეთ.

პომიდვრები გარეცხეთ, შეამშრალეთ, გადააჭერით თავები, ისე, რომ სახურავებად გამოდგეს. კოვზით ამოაცალეთ შიგთავსი, ისე რომ პომიდვრის მთლიანობა არ დაირღვეს. რბილობს დაასხით „ბალზამიკო“ და დადგით დაბალ ცეცხლზე. როცა ფაფად იქცევა, დაამატეთ დარჩენილი ზეთი. გააცივეთ და შეურიეთ ბოსტნეულს. ამ ფარშით ამოავსეთ პომიდვრები. დააფარეთ „ხუფები“ და გამოაცხვეთ ჰაერღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.


скачать dle 11.3