კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ემართება ისტერიკა ქეთი ორჯონიკიძეს და რას ვერ აპატიებს საყვარელ ადამიანს ბექა ბროლაძე


ორი ცნობილი ადამიანი, ორივე რეალური პროექტის მონაწილე ერთმანეთისადმი სიყვარულს არ მალავს. მართალია, ქეთი ორჯონიკიძისა და ბექა ბროლაძის წყვილის გარშემო უამრავი ჭორია, იმასაც ამბობენ, მათი სიყვარული მოგონილიაო. მაგრამ, ფაქტია, რომ გასულ კვირას, ბექამ ქეთის დაბადების დღეზე გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყო. ჭორების თემას ისინი ჟურნალისტის ამპლუაშიც შეეხნენ.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ქეთი ორჯონიკიძე

– შენს შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი, მაგრამ კარგი იქნება თუ რაღაცეებს მკითხველიც გაიგებს. ბავშვობიდან დავიწყოთ, იმ პერიოდიდან მღერი?

– მთელი ბავშვობა საქმეში გავატარე, უამრავ წრეზე ვიარე, ცეკვა იქნებოდა ეს ხატვა თუ სხვა. ყოველთვის აქტიური და დამოუკიდებელი ვიყავი. თორმეტი წლიდან უკვე მთელ ქალაქში მარტო დავდიოდი, ტრანსპორტში ავდიოდი და ყველა ჩემს საქმეს დამოუკიდებლად ვაგვარებდი. ყველა ქუჩის დასახელება ვიცოდი.

– რამე ხულიგნობა თუ ჩაგიდენია?

– არა, სხვათა შორის, ცელქი არასდროს ვყოფილვარ. ბებიაჩემი კრებებზე რომ მიდიოდა, სულ ეუბნებოდნენ, ყველაზე მოწესრიგებული და წესიერიაო. უფრო ეშმაკურად დამჯერი ვიყავი, რაღაცეებს სულ ვცუღლუტობდი და ვაფუჭებდი, მაგრამ შეუმჩნევლად. სხვათა შორის, სკოლაში კარგად ვსწავლობდი ისტორიას, ჰუმანიტარულ საგნებს, რაც დღეს შეიცვალა. ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობ და ჩემთვის პრიორიტეტულ საგნად მათემატიკა იქცა.

– სიმღერა?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული ვარ სწავლის მხრივ, მაინც ვაქტიურობ სიმღერაში, არ ვივიწყებ ჩემს საყვარელ საქმეს. თან არ მიყვარს საქმის სხვათა შორის კეთება. თუ ვაკეთებ, უნდა გავაკეთო მთელი გულით.

– პატარაობაში ყველას უფიქრია იმ ადამიანზე, ვინც თავის გვერდით წარმოუდგენია. სულ ვფიქრობდი, რომ გავთხოვდებოდი, როგორი იქნებოდა ჩემი ქმარი. შენ ამაზე გიფიქრია?

– იცი, გვერდით მყოფზეც მიფიქრია, მაგრამ უფრო მეტად ყოველთვის შვილზე ვფიქრობდი. ეს იყო ჩემთვის ოცნების პიკი. პატარაობისას ჩემს დასთან ერთად „დედაშვილობანას“ ვთამაშობდი. ჩემს დას შვილის ფუნქცია ჰქონდა, რომელსაც ვუვლიდი. ბაღშიც მასწავლებლები გიჟდებოდნენ, ისე ვუვლიდი ჩემს დას. ვაჭმევდი, გამოსვლის დროს თბილად ვაცმევდი.

– ეს თვისებები დღემდე შემოგრჩა.

– კი, მაგრამ მაშინ უფრო მძაფრად მქონდა. სულ მეგონა, რომ ჩემი დის პატრონი მარტო მე ვიყავი.

– რა გინდოდა გამოსულიყავი?

– ძალიან ბევრ რამეზე ვოცნებობდი, არქეოლოგობაზე, მხატვრობაზე. ბავშვობიდან მქონდა ასეთი გატაცება, ძალიან მიყვარდა ჯვრების ხატვა და თითქმის ყველა ჩემს მეგობარს აქვს ჩემი ავტოგრაფით ასეთი ნახატები. ის თემა არ დავამთავრე, როგორი გოგო წარმომედგინა ჩემს გვერდით. (იცინიან) რატომღაც მეგონა, რომ გოგოს, რომელიც მომეწონებოდა, უნდა ჰქონოდა გრძელი თმა, ყოფილიყო ძალიან ნაზი და ქალური. მაგრამ, შემდეგ უცებ, ისევე როგორც ჩემი ცხოვრება, ეს წარმოდგენები შემეცვალა. ახლა მაგალითად, საერთოდ არ მომწონს ძალიან ნაზი, გადაპრანჭული ქალები. მგონია, ზედაც ვერ შევხედავ ქალს, რომელსაც ძალიან ბევრი ტონალური კრემი უსვია. მიყვარს სადა ადამიანები. მთავარი მაინც სიყვარულია, თუ ქალი შემიყვარდა ჩემთვის ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზია. ჩემს გვერდით არის უკვე ასეთი ადამიანი და თამამად ვიტყვი, რომ სწორედ ასეთს ვისურვებდი.

– აი, მაინც გათქმევინე. გადმოვიდეთ თანამედროვე ცხოვრებაში. დღეს რომ მოგცენ მილიონი დოლარი, რაში დახარჯავ?

– პირად ცხოვრებას გავიუმჯობესებდი, რა თქმა უნდა. უპირველესად, ავიღებდი ლონდონის ბილეთებს, სადაც მე და შენ ერთად გავფრინდებოდით. შეიძლება ლონდონითაც არ დავკმაყოფილებულიყავი და ევროტური მოგვეწყო.

– ჩემი დაქალები არ დაგავიწყდეს.

– არა, მეგობრებსაც წავიყვანთ, მაგრამ ისინი ცალკე „დვიჟენიაში“ იქნებიან. (იცინიან) ძალიან ბევრ რამეს შევიძენდი, რაიმე ბიზნესს დავიწყებდი.

– ძალიან ბევრი ჭორი დადის იმის შესახებ, რომ ჩვენ რეალურად არ ვართ ერთად. ერთხელ ვიხუმრეთ და მერე ეს ხუმრობა გავასერიოზულეთ. რას იტყვი ამაზე?

– რა კარგია, ეს თემა რომ ახსენე. ახლა მოვუვლი ყველა ამ ჭორს. ჭორები ყოველთვის ახლავს იმ ადამიანთა ცხოვრებას, ვისაც ასე თუ ისე იცნობენ. იცი, რატომ მოხდა ასე, რომ ჩემსა და შენს შორის ეს ამბავი ვერ წარმოიდგინეს? იმდენი ხნის განმავლობაში ვიყავით ერთ პროექტში და ჩვენ შორის არაფერი დაწყებულა. ეს მოხდა მარტივი მიზეზით. იქ გვქონდა ძალიან ბევრი საქმე, სხვა აზრებით და ფიქრებით ვიყავით მოცული და არ გვეცალა „ფლირტაობისთვის“. მაგრამ, დრო გავიდა და ჩვენ სხვანაირად დავინახეთ ერთმანეთი. იყოს ეს ჭორები, რა პრობლემაა.

– არაფერი. იცი, რას ვფიქრობ, რომ ჩემს გვერდით ვერავინ წარმოუდგენიათ. სცენაზე იმდენად აგრესიული და სხვა ამპლუაში ვარ, რომ შეყვარებულის გვერდით ყველას ვეუცხოები. არადა, სასცენო იმიჯი და ჩვეულებრივი, ყოფითი ცხოვრება, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

– ის, რომ ქეთი ჩემზე უფრო აგრესიულ სტილს მღერის, ეს არაფერ შუაშია გრძნობებთან. ჩვენთვის განსხვავებული აზრი მისაღებია.

– ქეთი ორჯონიკიძე ბიჭის გვერდით, ვერ წარმოუდგენიათ. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ალბათ, ის, რომ ბიჭის გვერდით ვერავის წარმოვუდგენივარ, ეს რაღაც მხრივ, ჩემი ბრალიცაა. არ შემიძლია, ზედმეტად ემოციების გამოხატვა, მით უმეტეს ხალხში – მიხუტება, კოცნა და სხვა. სცენაზე გაცილებით უფრო კარგად გამოვხატავ ემოციებს, ვიდრე რეალობაში.

– ვიცი, როგორია ქეთი, როგორია შინაგანად და პირადად მე, არ მაქვს მის ემოციურობასთან პრეტენზია. უპირველესად ჩვენ მეგობრები ვართ და მერე უკვე სხვა დანარჩენი, გადასარევად ვიცნობთ ერთმანეთს, დადებითიც ვიცი და უარყოფითიც. ბოლოს და ბოლოს, ქეთ, სამი თვე ერთად ვიყავით. ჩვენი ურთიერთობაც არ დაწყებულა სტანდარტულად. სულ გვეკითხებიან ხოლმე ამას და პასუხი არ ვიცი. გათენდა ერთი მშვენიერი დღე... ასე არ ყოფილა. არ ვიცი, როგორ დაიწყო. ეს რაღაც ფარული ამბავია. ორ ადამიანს შორის არსებობს შინაგანი მიზიდულობის ძალა, რამაც დაგვაკავშირა. ვიგრძენით ის, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა. საკმაოდ პრობლემატურებიც ვართ. ერთ, ხან ორ თვეში ერთხელ დეპრესია შემოგვიტევს-ხოლმე და ამ დროს, თითქოს ვივიწყებთ ჩვენს სიყვარულს, მხოლოდ მეგობრებად ვრჩებით და ერთმანეთს ძალიან სასურველ რჩევებს ვაძლევთ. ელემენტარული რაღაცეებისგან, პრობლემებს არ ვქმნით.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ბექა ბროლაძე

– შენ რა მოგეწონა ჩემში, ის მოყევი.

– (იცინიან) ადამიანში ძალიან ვაფასებ ერთ თვისებას, შეუძლია თუ არა გვერდში დგომა. მარტო ლხინში ან მარტო გაჭირვებაში გვერდში დგომა, არ მწამს. როდესაც პრობლემაა და გარბიან, ეს მაგიჟებს. შენს შემთხვევაში დავინახე ადამიანი, რომლისგანაც სულ ვგრძნობ გვერდში დგომას. ბევრი თვისება გაქვს ისეთი, რომელსაც ვეძებდი. ბექა არის ადამიანი, ვინც ყველაფერში გაგიგებს და შენთან იქნება. ჩაკიდე ხელი და არ გაუშვა – ოდელია რანუნი. (იცინიან).

– რამ შეიძლება გაგაგიჟოს, მდგომარეობიდან გამოგიყვანოს?

– შენგან?! ვერ ვიტან უყურადღებობას და ცინიზმს. ეს არის, რაც ყველაზე მეტად მხდის აგრესიულს. თან როგორ ხდება იცი?! შეიძლება, სულ პატარა რაღაცეებზე საშინლად ავფეთქდე, გადავირიო და მართლა რამე სერიოზული მოხდეს და იმას ყურადღება არ მივაქციო, გავატარო და გავიგო. პატარა რაღაც უცებ მაფეთქებს, გააჩნია, ის რა გარემოში მოხდება, ვისთან ერთად ვიქნები იმ დროს. ანუ, დეტალები მოქმედებს ჩემს აფეთქებაზე. კიდევ, ადამიანების მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება.

– ჩემთვის პირველ ადგილზეა ღალატი. შესაძლოა, ტყუილი კიდევ ვაპატიო, მაგრამ ღალატი – არ არსებობს.

– მე პირიქით. ღალატი შესაძლოა, ერთხელ იყოს, რამე ისეთი მოხდეს, რომელსაც რაღაც გამართლება მოეძებნოს. მაგრამ, თუ საყვარელმა ადამიანმა, თუნდაც მეგობარმა, ერთხელ მოგატყუა და ამის გემო გაიგო, მერე არ არსებობს, სულ მოგატყუებს. პირველი ტყუილი ჭირს, საშინელი შეგრძნებები გაქვს, მერე და მერე დანაშაულის გრძნობა ტყუილში ცვდება და მთლიანად ტყუილში ცხოვრებას აგრძელებ. ამ ტყუილში შედის ღალატიც და სხვა ყველაფერი. ასე რომ, არ მინდა ტყუილი. შეიძლება, ადამიანს გაუჩნდეს ლტოლვა ვინმეს მიმართ, წავიდეს ის ლტოლვა, დაიკმაყოფილოს და დაამთავროს ის ამბავი. მეორე დღეს ის ადამიანი არც გაახსენდეს. თუმცა, ესეც ერთეულ შემთხვევებშია შესაძლებელი, ხშირი ხასიათი თუ მიეცა, საშინელებაა. როგორი მომენტია იცი, ადამიანი რაღაცას რომ აიჩემებს, სანამ იმას არ მიაღწევს ისტერიკა ემართება, სანამ იმ სურვილს არ დაიკმაყოფილებს, ცხოველდება. მერე მშვიდდება.

– მკითხველს მინდა ორი სიტყვით ვუთხრა, როგორი დაბადების დღე ჰქონდა ქეთის ოთხში. მგონი, კარგი სიურპრიზი გამომივიდა, სენსაციური ამბავი მოხდა. კლუბში ვიყავით, თავისი წითელი ხალიჩებითა და ამბებით, იყვნენ ქეთის მეგობრები და მისი ფანები.

– ძალიან მაგარი დაბადების დღე გამოვიდა და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადო. ყველა ის ადამიანი იყო შეკრებილი, ვინც მიყვარს. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ როდესაც ბექამ წინასწარ მითხრა, ოთახში სიურპრიზს გიკეთებო, პირველი, რაც ვუთხარი ის იყო, ცოლად გაყოლის ამბავი არ ყოფილიყო. თან რომ დადიოდა ბექა და ამბობდა, სიურპრიზი, სიურპრიზიო, ბევრმა იფიქრა ეს და მეც გავაფრთხილე. (იცინიან) რომ გავშრი, ეგრევე მითხრა, ეგ არაო.

– ისე, ამას სულ მეკითხებიან, როდის გაქვთ ქორწილიო?! ყველას ვეუბნები, რომ ჯერ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი-მეთქი. ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს ერთად. გვიხარია ერთად ყოფნა და ბევრ საქმესაც ვაკეთებთ. მერე ყველაფერი იქნება.

– როგორი წარმოგიდგენია, შენი თავი სხვა იმიჯში?

– გადასარევად ვგრძნობ თავს ყველა იმიჯში, რომელიც მიხდება. მოკლეც მიხდება, გრძელიც, ხომ ყველაფერი მიხდება?! (იცინიან).

– რა თქმა უნდა.

– სმაილიკი მიახატე ამ ფრაზას. არა, რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს, რაც მიხდება, ყველანაირ იმიჯს გადასარევად ვირგებ. ეს მაინც არის სასცენო იმიჯი და ეჭვი მეპარება სხვა იმიჯისკენ გადავიხარო.

– შემოქმედებაზეც თქვი ორი სიტყვა.

– სულ წინ მივიწევთ. ბექა ჩვენს მენეჯერობასაც ითავსებს. ძალიან საინტერესო პროექტი მოიფიქრა, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში გვინდა. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ახლა საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ ისევ წავიდე ლონდონში, დავხურო ისევ ის სკოლა, სადაც ის რამდენიმე თვე გავატარე. ვნახოთ.

– ამის გაგონება არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა სწავლა გააგრძელო. ვერ წარმომიდგენია ის, რომ ქეთი სამი თვის განმავლობაში აქ არ იქნება. მაგრამ შეიძლება კარგი რამის მოფიქრება. სანამ ქეთი ჩავა, მანამდე შესაძლოა, პირდაპირი რეისით მე ჩავფრინდე და სასტუმროში დავხვდე. გამორიცხული არაფერია.

– შენგან არაფერი გამიკვირდება. ხომ არის რაღაცეები, რასაც შეიძლება, ელოდო და რასაც ვერაფრით წარმოიდგენ. რაღაც ელემენტარულს, ისეთს მოიფიქრებს, რომ მაგიჟებს. ის, რომ ყოველ დილით ჩემთან არის სახლში, საჭმელს მაჭმევს, მივლის.

– ლექციებიდან რომ გამოვდივარ, ქეთის იმ დროს ჯერ კიდევ სძინავს, ღამით არასდროს იძინებს და მერე თითქმის შუადღემდე სძინავს.

– თვალებს გავახელ და ზის. რომ ვეკითხები, რას აკეთებ-მეთქი, გიყურებდი, სანამ გეძინაო. (იცინიან) ბექა უფრო სხვანაირი, უფრო თბილი, მგრძნობიარეა. როგორი რეაქცია მაქვს ხოლმე იცი?! მიყურებ? ააა!.. რომ ვერ ხვდები, რატომ შეიძლება გიყურებდეს ადამიანი მძინარეს. ასე მოდის, მაღვიძებს, მაჭმევს. რომ ვიტყვი, ახლა უნდა ჩავიცვა-მეთქი, გამომიღებს ტანსაცმელს და მირჩევს. ძალიან რთული ხასიათი მაქვს. მართლა განებივრებული გავიზარდე. როგორი დედისერთა ვიყავი იცი, დილით საჭმელი ლოგინში – აბა, რა გინდა, დედა და რა როგორ გინდა.

– მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მამრები სულ ამბობენ ქალი არ უნდა გაანებივროო, ჩვენ შემთხვევაში ეს არ მოხდება, ასეთები ვართ. ამიტომაც გვაქვს, იდეალური ურთიერთობა. ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს.

– ვალდებულად კი არ გრძნობს თავს, რომ ასე უნდა მოიქცეს, გვიხარია, რომ ერთმანეთს ვასიამოვნებთ.


скачать dle 11.3