კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადამწყვეტი ბრძოლა სკამებისთვის


რაკი უკვე გარკვეულია, რომ მაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, სავსებით ბუნებრივია, რომ დღე-დღეზე სკამებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევა. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ვარდების რევოლუციის პრელუდიის ფუნქცია, მას თავის დროზე, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალების“ გამარჯვებამ მიანიჭა. ამჯერად განსხვავება ისაა, რომ ბრძოლა მიდის მერის სკამისთვის, მაშინ კი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი აღმოჩნდა გადამწყვეტი (და არც ის დეტალია დავიწყებას მისაცემი, რომ ბ-ნი სააკაშვილის არჩევა „ლეიბორისტების“ ხმების გარეშე ვერ მოხდებოდა). ასეა თუ ისე, ნაცხელისუფლება მერის სკამისთვის მთელი გრძნობით იბრძვის, ოპოზიციის გრძნობები ურთიერთსაპირისპიროა: მაგალითად, ჟინიანობის ნულოვან ნიშნულს „ლეიბორისტები“, „ეროვნული ფორუმი“ და ექსსპიკერის პარტია ინარჩუნებენ (ანუ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ), დანარჩენებს კი, აშკარაა, ჟინის ნაკლებობას ვერ დავაბრალებთ (ერთი ისაა, რომ საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდებიან, ან კი როგორ შეთანხმდებიან, როდესაც სკამი ერთია, ისინი კი – ბევრნი?!). თუმცა, რაკი პოლიტპროცესი კოდური სახელწოდებით: „გადამწყვეტი ბრძოლა მერის სკამისთვის“ უკვე დაიწყო, მას ვერც ელმედია ჩამორჩებოდა. ჰოდა, რაკი არც ჩამორჩა, „რეალთივიმ“ (რომელიც ამ ბოლო დროს ისეთ ოპერატიულობაშია შემჩეული, დროა, ქართული სპეცსამსახურები მიებარონ, თუ უკვე არ არიან მიბარებული) გაავრცელა კადრები (რომლებიც დანარჩენმა საერთო მაუწყებლებმა ჰიმნივით აიტაცეს), რომელზეც, თითქოს, ირაკლი ალასანიას ოჯახის ნიუ-იორკული საცხოვრისი იყო გადაღებული (სიუჟეტის პათოსი შემდეგნაირი იყო: „რატომ აცხოვრებს თბილისის მერობის კანდიდატი თავის ცოლ-შვილს ნიუ-იორკში“), რითაც ხაზი გაესვა, რომ დედაქალაქის ამჟამინდელი თავი (რომელიც იმავეს მომავალში გეგმავს, ანუ დამარქაფებულია მერის სკამის ხელახლა მოსაპოვებლად) როგორც ყოფილ, ისე ამჟამინდელ მეუღლეს სწორედ დედაქალაქში აცხოვრებს.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ჯიბესავსეობა ქართული პოლიტიკური სპექტრის გამორჩეული ნიშანია (ჩვენს მშიერ ამომრჩეველს, როგორც წესი, გადამძღარი მსახურები ჰყავს), გამოდის, რომ ყვავმა (ანუ ხელისუფლებამ) ყვავს (ანუ ოპოზიციას) უთხრა, შავი ხარო…


скачать dle 11.3