კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მზის ღმერთები


ტელესკოპის გამოგონებამდე უამრავი საუკუნით ადრე, მაშინ, როცა, ალბათ, არც ასტრონომია არსებობდა, ადამიანებმა უკვე იცოდნენ, რა იყო მზე მათთვის და შეიძლება, ამიტომაც გააღმერთეს.

ჰელიოსი. ბერძნები არცთუ ისე დიდ პატივს სცემდნენ მზეს. წვიმებით განებივრებულებმა, კარგად იცოდნენ, რომ ღრუბლებს ყოველთვის შეუძლიათ, ჩააქრონ მზის სიკაშკაშე. ამიტომაც მათი მზის ღმერთი ჰელიოსი მშვიდია და მშრომელი. არასოდეს ერევა სხვა ღმერთების ინტრიგებში არ სცალია ამისთვის. მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა სისუსტე ჰელიოსმა: შვილს, ფაეტონს, უარი ვერ უთხრა და თავისი ეტლი ათხოვა. ფაეტონმა, როგორც ყმაწვილებს სჩვევიათ, თავისი ტემპერამენტი ვერ გათვალა და ზეცაში ისეთი რამე მოახდინა, ლამის მთელი დედამიწა გადაწვა. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ლაპარაკია კოსმიურ კატაკლიზმებზე, მაგალითად, დედამიწაზე გიგანტური მეტეორიტის ჩამოვარდნაზე.

ტონატიუ – მექსიკელების მზის ღმერთი – ახალგაზრდა, ლამაზი მამაკაცი წითური თმით, რომელიც სხვა ღმერთებსაც და ქვეყნიერებას მართავდა. მარადიული ახალგაზრდობა რომ შეენარჩუნებინა, ამისთვის ტონატიუს ადამიანების სისხლი სჭირდებოდა. ამიტომ ტონატიუს ქურუმები ყოველდღიურად ისერავდნენ ყურის ბიბილოებს, ხელის თითებს და ზოგჯერ პენისსაც. ყოველ ახალ მთვარეზე კი ტონატიუს ცოცხალი ადამიანის გულს სწირავდნენ. მსხვერპლი ან დამნაშავე იყო, ან – სამხედრო ტყვე. ბუნებრივია, რომ სამსხვერპლო ქვაზე ნებაყოფლობით არავინ წვებოდა.

რა – ეგვიპტელების მთავარი ღმერთი. მას უამრავი სახელი ჰქონდა: ატუმ-რა, ამონ-რა, ხნუმ-რა, ატონი. რა, ტონატიუსთან შედარებით, კეთილი ღმერთი იყო და, თუ ადამიანი სიცოცხლეში კარგად მოიქცეოდა, სიკვდილის შემდეგ მას თავისთან წაიყვანდა.


скачать dle 11.3