კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიყვარხარ მხოლოდ შენ


„მე მხოლოდ ერთხელ მიყვარდა!“ – ამბობს ქალი და შეიძლება, ის მართალიც იყოს. არსებობენ ადამიანები, სქესს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომლებთანაც სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის და სამუდამოდ მათთან რჩება. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის წარუმატებელი სიყვარული ქვეყნის აღსასრულის, კატასტროფის ტოლფასია. ჩვეულებრივ, ისინი ადრე ოჯახდებიან, 19-20 წლის ასაკში. შეუყვარდებათ თუ არა, ფიქრობენ, რომ იპოვეს ერთადერთი და განუმეორებელი მეორე ნახევარი, ვისთვისაც საერთოდ მოევლინენ ამ ქვეყანას.

პირველი სიყვარულის მარადიულობაში დარწმუნებული მამაკაცი ძალიან გაუბედავია. შეიძლება, ხუთი წლის განმავლობაში ხვდებოდეს თავისი სიყვარულის ობიექტს, მაგრამ თავისი გრძნობის შესახებ სიტყვაც ვერ უთხრას. ამ ტიპის მამაკაცი საშინელი მესაკუთრეა და ეგოისტი. თუ ქალი მას ეკუთვნის, მიაჩნია, რომ სამუდამოა და სხვას მისი შეხედვის უფლებაც არა აქვს. სამაგიეროდ, ერთგულია. ცოლი მისთვის ერთადერთი ქალია და ყველა სხვა ქალზე უკეთესი.

რაც შეეხება ქალბატონს, რომელსაც მიაჩნია, რომ სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, მისთვის ქმარი ყველაფერია. კოცნის მის ფოტოებს, ეფერება მის ტანსაცმელს და ღმერთმა ნუ ქნას, მეუღლემ მიატოვოს. შეიძლება, ფიზიკურად არ მოკვდეს, მაგრამ რეალურად ის ცხოვრებას დაამთავრებს. მამაკაცებო! თუ თქვენი რჩეული ამ ტიპის ქალია, ნუ ეცდებით, თავი შეაყვაროთ მას. ხოლო თუ მაინც გააკეთებთ ამას, იყავით ყოველთვის მის გვერდით, რადგან: მიყვარხარ მხოლოდ შენ! – ჭეშმარიტებაა.


скачать dle 11.3