კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ემანუელე შრიკის გელა ბაბლუანის „ცამეტთან“ და რატომ არ შურს რუპერტ ფრენდს კირა ნაითლის პოპულარობის


ერთი წლის წინ ძნელად დააჯერებდი ვინმეს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორთან ერთად, საქართველოს ეწვეოდნენ და ითამაშებდნენ ფილმში, რომელიც აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებზე იქნებოდა აგებული. მაგრამ, ეს ფაქტი რეალობად იქცა. რენი ჰარლინი, ველ ქილმერი, ენდი გარსია, რუპერტ ფრენდი და ემანუელე შრიკი, მათი სახელები ქართულ საზოგადოებას თითქმის 2 თვის განმავლობაში პირზე ეკერა. თუ „ნათლიმამა“ გარსიას, „ალექსანდრე მაკედონელის მამა“ – ქილმერისა და „ბლოკბასტერების“ ავტორის, რენი ჰარლინის შესახებ, ასე თუ ისე, ყველამ იცოდა, რუპერტ ფრენდისა და ემანუელე შრიკის შესახებ თითქმის არავის არაფერი გაეგო, თუ იმ ფაქტს არაფრად ჩავთვლით, რომ ფრენდი ჰოლივუდის სუპერვარსკვლავის კირა ნაითლის ბოიფრენდია, ხოლო შრიკი, ადამ სანდლერის პარტნიორია კომედიაში „ნუ ეხუმრებით ზოჰანს“.

ემანუელე შრიკი – „თათია“ შიდა ქართლიდან

კანადელი მსახიობი ემანუელე შრიკი 1977 წელს, მონრეალში, მაროკოელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. დედამისი კასაბლანკაშია დაბადებული, ხოლო მამა – მაროკოს დედაქალაქ რაბატში. ისინი შვილებს (ემანუელეს უფროსი და-ძმა ჰყავს) ორთოდოქსული იუდაიზმის ტრადიციებზე ზრდიდნენ. გარდა ამისა, ემანუელეს ნათესავები ჰყავს ისრაელში და ყოველწლიურად, ხანუკის დღესასწაულზე იერუსალიმში საზეიმო ცერემონიებზე დასწრებას ცდილობს. როდესაც ემანუელე 2 წლის იყო, ოჯახი ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვობის პერიოდი მას იუნიონვილში აქვს გატარებული, მარკჰემის შემოგარენში, რომელიც ტორონტოსთან ახლოს მდებარეობდა.

ათი წლის ასაკში შრიკი „მაკდონალდსის“ რეკლამაში გადაიღეს. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე სარეკლამო რგოლი. 90-იანი წლების დასაწყისში დამწყები მსახიობი ვანკუვერში გადავიდა საცხოვრებლად. ჰოლივუდში შრიკი პირველად 1999 წელს გამოჩნდა, როდესაც, „ტერმინატორი 2-ის“ ვარსკვლავ ედვარდ ფერლონგთან ერთად ითამაშა ფილმში „დეტროიტი – როკის ქალაქი“. ამას მოჰყვა რამდენიმე ეპიზოდური როლი არცთუ წარმატებულ ფილმებში და ასევე მონაწილეობა სატელევიზიო სერიალებში. 2008 წელს ეკრანებზე გამოვიდა „ნუ ეხუმრებით ზოჰანს“ – კომედია, სადაც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ადამ სანდლერი ასრულებდა. ეს ფილმი, თამამად შეიძლება ჩაითვალოს, ყველაზე წარმატებულად შრიკის კარიერაში. ფილმში მან პალესტინელი ლამაზმანი განასახიერა, რომლის საპარიკმახეროში ადამ სანდლერის გმირი – ისრაელის სპეცსამსახურის ყოფილი აგენტი თავისთვის საოცნებო, სტილისტის კარიერას იწყებდა ამერიკაში.

2010 წელს, რენი ჰარლინის „საქართველოს“ გარდა, მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე ემანუელე შრიკის კიდევ ერთი ფილმი გამოვა და ისიც საქართველოსთან და ქართველებთან ასოცირდება, საუბარია, გელა ბაბლუანის „ცამეტის“ რიმეიქზე, რომელიც ქართველმა რეჟისორმა ჰოლივუდში გადაიღო და სადაც შრიკის გარდა, ჰოლივუდელი ვარსკვლავების მძიმე არტილერია – მიკი რურკი, ჯეისონ სთეთჰემი, ფიფტი ცენტი, ბენ გაზარა და რეი უინსტონი მონაწილეობენ.

რუპერტ ფრენდი – კირა ნაითლის ბოიფრენდი

რუპერტ ფრენდი ბრიტანელი სამსახიობო სკოლის ახალი თაობის წარმომადგენელია. იგი 1981 წელს ოქსფორდში დაიბადა. ვუდსტოკში „მარლბორო სქულის“ დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ, რუპერტმა, რომლის გვარი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „მეგობარი“, სწავლა ოქსფორდის „ჩერვილის“ სკოლაში გააგრძელა.

2004 წელს რუპერტის კინოდებიუტი შედგა გახმაურებულ ფილმში „გარყვნილი“, სადაც დამწყებმა მსახიობმა ჯონი დეპის გმირის, მეჩვიდმეტე საუკუნეში მოღვაწე ლორდ როჩესტერის საყვარელი განასახიერა. 2005 წელს ფრენდმა კოსტიუმირებულ დრამაში ითამაშა, „ოსკარის“ ნომინანტ, ჯეინ ოსტინის რომანის ეკრანიზაციაში – „სიამაყე და ცრურწმენა“. გადასაღებ მოედანზე კი მან თავისი ამჟამინდელი მეგობარი გოგონა, ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი კირა ნაითლი გაიცნო. ამ ფილმის შემდეგ რუპერტი ჰოლივუდელი პროდიუსერების ყურადღების ცენტრში მოექცა და 2007 წელს ერთბაშად 4 ფილმი გამოვიდა მისი მონაწილეობით – „კანონგარეშე“, „ქალიშვილების ტერიტორია“, „უკანასკნელი ლეგიონი“ და „ვარსკვლავები მთვარის ქვეშ“.

რაც შეეხება მის ურთიერთობას კირა ნაითლისთან, მსახიობები ერთად კარგად გრძნობენ თავს და ხშირად აკითხავენ კიდეც ერთმანეთს გადასაღებ მოედნებზე. ამის მოწმენი სულ რამდენიმე ხნის წინ, თითოეული ჩვენგანიც გახდა, როდესაც ნაითლიმ თბილისში ჩამოაკითხა თავის შეყვარებულს. აქვე დავამატებთ, რომ რუპერტ ფრენდმა, 2008 წელს თავის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან ფილმში „თვითმკვლელი ძმების ნაღვლიანი საგა“, მან, ქალის მთავარ როლში კირა ნაითლი ათამაშა. ფილმი კი სუიციდით ძმების ისტორიაზეა აგებული. ისინი ყოველდღიურად, დღის 2 საათზე თვითმკვლელობით აპირებენ სიცოცხლის დასრულებას, მაგრამ ყოველთვის რაღაცა უშლის ხელს. ეს „რაღაც“ კი კირა ნაითლი იყო.


скачать dle 11.3