კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ აპატიებს სალომე ჩიკვილაძე მეუღლეს და რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის კეთილდღეობისთვის მატერიალური მხარე

სალომე ჩიკვილაძისა და ნიკა ქუძეშვილის ოჯახი დიდ სიყვარულზეა დამყარებული. ახალგაზრდა წყვილი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, ორი წლის ანასტასიასთან ერთად. თუ როგორ მოვიდნენ დღემდე, რამდენად რომანტიკულია მათი თანაცხოვრება ამჟამად, რას ვერ აპატიებდნენ ერთმანეთს  და რას ფიქრობენ მათ შესახებ ადგილობრივი გერმანელები, ამას სალომე გვიამბობს ჩვენს დღევანდელ ინტერვიუში.

სალომე ჩიკვილაძე: ნიკა სრულიად შემთხვევით გავიცანი ვაკის საცურაო აუზზე. უფრო სწორად, მან გამიცნო (იცინის). ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ სავარჯიშო ტრენაჟორზე – თხილამურებზე, თურმე, ნიკას წინ ვმდგარვარ. მე ამის გამო ვარჯიშს გული ვეღარ დავუდეო – იხსენებს ხოლმე ნიკა. მას ჩემი ტელეფონის ნომერი გაუგია და ძალიან ლამაზ მესიჯებს მიგზავნიდა ხოლმე. ერთ დღეს კი მოვიდა და გამეცნო. ამის შემდეგ ყველა ვარჯიშზე მოდიოდა და დამდევდა ტრენაჟორიდან ტრენაჟორზე. მე ვეკითხებოდი: ჩემს საყურებლად დადიხარ, თუ სავარჯიშოდ-მეთქი? შენ როგორ ფიქრობო? – უკან მიბრუნებდა კითხვას.

მომავალში ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობები გადაიზარდა დიდ გრძნობაში.

– როდესაც გაგიცნო, იცოდა ნიკამ, რომ „მის საქართველო“ იყავი?

– არ იცოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, და ეს მეც ძალიან გამიკვირდა. რა ვქნა, არ ვუყურებ ტელევიზორსო – ამბობდა. ჩვენი გაცნობიდან, ერთი კვირის შემდეგ, ნიკას მეგობარს გაუგია, ეს ამბავი და უთქვამს: იცი, ეგ გოგო „მის საქართველო“ რომ ყოფილაო? ნიკას თურმე უფიქრია, რადგან „მის საქართველოა“, შეიძლება თავი დაიფასოსო. ალბათ, ამბიციური ვეგონე. (იცინის) რა თქმა უნდა, ეს ასე არ ყოფილა და არც არის.

– რამდენ ხანში იქორწინეთ?

– გაცნობიდან ერთ წელიწადში დავქორწინდით მე და ნიკა. მანამდე ჩვენმა მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი, თუმცა ნიშნობა არ გვქონია. შემდეგ იყო ჯვრისწერა, ხელის მოწერა და ქორწილი. ძალიან კარგი დრო გავატარე ჩემს ქორწილში. რატომღაც მეგონა, რომ პატარძლები საკუთარ ქორწილში ვერ ერთობოდნენ. მე ფანტასტიკურად გავერთე და არაჩვეულებრივი დრო გავატარე ჩვენს ქორწილში.

– სიურპრიზებს ხშირად გიწყობდა?

– საკმაოდ, მახსოვს, ერთ დღეს იტალიაში გაემგზავრა მივლინებით, მეორე დღეს სიყვარულის დღე თენდებოდა და ღამის თორმეტ საათზე ყვავილები გამომიგზავნა. ჩვენი ურთიერთობის ყოველი დღე სიურპრიზებით იყო აღსავსე.

– ბევრი აღნიშნავს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ რომანტიკული ურთიერთობა და განწყობა წყვილს შორის ხუნდება და ცხრებაო.

– მეც გამიგია. არადა, მე ვფიქრობ, რომ ჩემი და ნიკას ურთიერთობიდან შეყვარებულობის პერიოდი, ხომ მაგარი იყო, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მაგარია, რადგან გრძელდება... ახლა უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს, საერთო თავგადასავლები გვაქვს. რომანტიკული განწყობა, ალბათ, იმ წყვილის ურთიერთობაში ხუნდება, დაოჯახების შემდეგ ყურადღებას რომ ადუნებენ. გათხოვება იმას არ ნიშნავს, რომ თავზე წაიკრა, სამზარეულოში შევარდე წინსაფარაფარებული და იქიდან აღარ გამოხვიდე. სახლში დაბრუნებულ მეუღლეს მარტო სადილს დაახვედრებ, სახლს ალაგებ და არ აქცევ ყურადღებას როგორ გამოიყურები, რა გაცვია და ასე შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში ასე არაა. ჩვენ დღესაც არანაკლებ რომანტიკული წყვილი ვართ, ვიდრე შეყვარებულობის პერიოდში ვიყავით.

ნიკას სამსახურის გამო ჩამოვედით გერმანიაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბავშვი საქართველოში გვყავდა დატოვებული. ამ ხნის განმავლობაში ცხოვრების თავიდან დაწყება მოგვიწია. ახლად ჩამოსულებმა ჯერ ბინა ვიქირავეთ, შემდეგ დანა-ჩანგლიდან – ავეჯამდე ყველაფერი შევიძინეთ ნელ-ნელა. ამ პროცესსაც თავისი ხიბლი ჰქონდა, თითქოს ერთად გავდიოდით ცხოვრებისეულ გამოცდას.

– შენ მუშაობ ახლა?

– არა, მე უცხო ენის კურსებზე დავდიოდი, ახლა, დროებით თავი დავანებე, რაც ბავშვი ჩამოვიყვანეთ. სექტემბერში საბავშვო ბაღში შევიყვანთ ანანოს და ისევ გავაგრძელებ სწავლას.

– ორსულობის პერიოდი როგორი გქონდა?

– საკმაოდ აქტიური ორსული ვიყავი. სასწაული არაფერი მომდომებია, არც ტოკსიკოზი მქონია. ერთადერთი ის იყო, რომ ბოლო თვეებში შოკოლადს მივეძალე და წვნიანი საჭმელები შემიყვარდა. მე და ჩემს დედამთილს ძალიან გვინდოდა, გოგო დაბადებულიყო. ნიკასაც არ ჰქონია გართულება, მაინცდამაინც ბიჭი მინდაო, არ ამბობდა: ჯანმრთელი იყოს, რაც მთავარიაო. მახსოვს, ოჯახური კრება ჩავატარეთ და სახელიც ამ კრებაზე შევარჩიეთ. ასე მოევლინა ქვეყანას ანასტასია ქუძეშვილი, რომელიც ძალიან ჰგავს მამას.

– როგორ ფიქრობ, რას ვერ აპატიებთ ერთმანეთს?

– როგორ გითხრა, აქამდე მართლა არ გვქონია ისეთი შემთხვევა, რომ ახლა ეს ვაპატიო, თუ არა-მეთქი, მეფიქროს. რაღაც პატარ-პატარა დეტალებს მივუტევებ მეორე ნახევარს, რის გამოსწორებაც შეიძლება, მაგრამ, ალბათ, როგორც ყველა, მეც ღალატს ვერ ვაპატიებდი.

– გიეჭვიანიათ ერთმანეთზე?

– არა. მართლა არ ვაძლევთ ერთმანეთს ეჭვიანობის საბაბს. ჩვევად გვაქვს, ერთმანეთის ყოველი ნაბიჯი ვიცით. ჩვენ ბოლომდე ერთმანეთთან გახსნილები ვართ. საკმაოდ იდეალური ურთიერთობა გვაქვს მე და ნიკას. თუ ერთმანეთის მოტყუების სურვილი უჩნდება წყვილს, მაშინ რაღა საჭიროა ქორწინება?!

ჩვენ აქ საკმაოდ ახალგაზრდა ოჯახად ვითვლებით. ნიკა 27 წლის გახდა, მე 24-ის ვარ, ბავშვი კი უკვე 2 წლის და ხუთი თვისაა. აქაურები მეტწილად 30 წლის შემდეგ ქმნიან ოჯახებს. ამიტომ ბევრს ვაკვირვებთ. ჩვენ გააზრებულად გადავწყვიტეთ დაოჯახება, გააზრებულად მოვედით დღემდე და არასდროს მინანია, რომ ასეთი არჩევანი გავაკეთე. წარსულში რომ დამაბრუნო, არაფერს შევცვლიდი და იგივე არჩევანს გავაკეთებდი.

– ბევრი წყვილი დაქორწინებისთანავე არ ჩქარობს იყოლიოს ბავშვი და ამას იმით ხსნის, რომ უფრო დიდ დროს დავუთმობთ ერთმანეთსო. შენ როგორ ფიქრობ?

– ჩვენთვის ბავშვს ერთად ყოფნისთვის ხელი არ შეუშლია. სხვებს რატომ უშლით, ვერც ვხვდები. პირიქით, კმაყოფილი ვართ მალე რომ გავაჩინეთ ბავშვი. ახლა უკვე სამივენი ერთად დავდივართ ყველგან. ნიკა საკმაოდ მზრუნველი მამაა.

– ფინანსური მხარე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წყვილი ბედნიერი იყოს?

– გარკვეულწილად, ალბათ, შეიძლება, ვიღაცამ სთქვას, რომ ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი არ არისო, მაგრამ უსახსრობამ შეიძლება, ისე მოამწიფოს ნებისმიერი ოჯახური პრობლემა, რომ ეს ყველაფერი განხეთქილების საბაბი გახდეს. მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია, ოჯახში მატერიალური მხარე, თუმცა ფინანსები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მხოლოდ ფინანსებზე დაყრდნობით არაფერი გამოვა. სიყვარულს პლუს ძლიერი ფინანსური მხარე, არის საუკეთესო ვარიანტი. მატერიალურ სიძლიერეში მილიონებსა და იახტებს არ ვგულისხმობ, არამედ ელემენტარულს, რაც შეიძლება, დასჭირდეს ოჯახს.

– როგორ ფიქრობ, რაზეა დამყარებული თქვენი ოჯახის სიმტკიცე?

– ჩვენი ოჯახის სიმტკიცე დამყარებულია დიდ სიყვარულსა და გულწრფელ ურთიერთობაზე.

– მიყვარხარო ხშირად ეუბნებით ერთმანეთს?

– მიყვარხარო, ყოველდღე ვეუბნებით ერთმანეთს.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3