კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ახვედრებდა საპანაშვიდე „ვენოკებს“ ნინი ბადურაშვილს კართან და რატომ აწყვილებენ მას ქართველ პოლიტიკოსთან


პოპულარულ ადამიანებზე ბევრს ჭორაობენ – ზოგს მართალს და ზოგსაც ტყუილს. ისინი ხშირად არიან ჭორის ობიექტები და ამას თავადაც ეგუებიან. თუმცა, როგორც მომღერალი ნინი ბადურაშვილი ამბობს, ხშირად ისეთ ამბებს უგონებენ, თავადაც უკვირს. ნინი მეტად კონტაქტური და გულახდილი რესპონდენტია. მის გარშემო ატეხილი სკანდალები კი, ძირითადად, ცნობილ ადამიანებს უკავშირდება. თუ როგორ რეაგირებს თავად ნინი ამ სკანდალურ ჭორებზე, ვინ უგზავნიდა მას საპანაშვიდე გვირგვინებს და რატომ დაშორდა ის თავის შეყვარებულს, ამას თავად მოგვიყვება.


ნინი ბადურაშვილი: ძალიან კონტაქტური და ჯიუტი ადამიანი ვარ. უფრო სწორად, შეგნებული ჯიუტი. თუ ვიცი, მართალი ვარ, ჯიუტად ვიცავ თავს, მაგრამ, თუ ვხვდები, რაიმეში ვცდები, ამ შემთხვევაში არ ვჯიუტობ. მიზანმიმართული ვარ და ამ შემთხვევაში, სხვების აზრს ნაკლებად ვითვალისწინებ. იმას, რასაც მიზნად დავისახავ, ვიბრძოლებ და მაინც მივაღწევ.

– ესე იგი, რქებით აწვები ცხოვრებას?

– ზოდიაქოთიც „თხის რქა„ ვარ და თანაც, ხარის წელში დაბადებული, რა გასაკვირია, რქებით ვაწვებოდე ამ ცხოვრებას (იცინის). ისე, ყველას რჩევებს ვუსმენ, ოჯახის წევრი იქნება ის თუ მეგობარი, მაგრამ ისე ვიქცევი, საბოლოო ჯამში, როგორც მე მიმაჩნია სწორად. ეს შესაძლოა, ჩემი მინუსია, მაგრამ ასეა. საერთოდ, არ შემიძლია, რამე ამბის ან საიდუმლოს დამალვა, რომელიც მე მეხება. ამას რომ ვახმოვანებ ახლობლებთან და მერე მათ აზრს ვისმენ, ისე მებლანდება ყველაფერი, მირჩევნია, არ ვთქვა ხოლმე. ასე რომ, ყველას აზრს ვითვალისწინებ, გადაწყვეტილებას კი თავად ვიღებ. თუ მკითხავთ, არ შეიძლება ასმა კაცმა იცოდეს შენი პირადი ცხოვრების დეტალები. შეიძლება, ეს ამბები მხოლოდ ერთს მოუყვე და მორჩა.

– ახლა რა ხდება შენთან? ამბობენ, შეყვარებულს დაშორდაო. მართალია?

– მართალია. მქონდა სიმპათიები და ახლა ეს სიმპათიებიც აღარ მაქვს. დღეს არავიზე ვფიქრობ. ისე, ვხუმრობ ხოლმე, სიყვარულში დასვენების პერიოდები მაქვს-მეთქი. მაგრამ, დიდხანს თუ გაგრძელდა ეს დასვენება, მერე მინდა ვინმე იყოს ჩემს ცხოვრებაში, ვისზეც ვიფიქრებ. არ დაგიმალავთ, მჭირდება ხანდახან ვინმეზე ფიქრი, მაგრამ იმდენად დაკავებული ვარ, არ ვფიქრობ, ამისთვისაც ვეღარ ვიცლი. მინდა, ჩემთვის წყნარად ვცხოვრობდე და ჩემს საქმეს ვაკეთებდე. თუ ვინმეა ჩემს გვერდით, ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უყურადღებო ადამიანი ვარ, მაგრამ, დამიჯერეთ, საქმეები მართლაც დიდ დროს მართმევს.

– ნინი, ცოტა დეპრესიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. თუ მეჩვენება?

– ცოტა დეპრესიული ნამდვილად ვარ. ვერ გეტყვით დეპრესიის გამო ლოგინად ჩავვარდნილვარ-მეთქი. ეს ჩემი სისუსტე იქნებოდა, თუმცა, დეპრესია, ცოტ-ცოტა დოზით, მეც მახასიათებს ხანდახან. დეპრესიის მოძალებას თუ ვგრძნობ, ვცდილობ სახლიდან გავიდე და მეგობრების წრეში ვიტრიალო. ეს დადებითად მოქმედებს ჩემზე.

– იმ აზრს თუ ეთანხმები, რომ ამბობენ, წარმატებული ადამიანი რომ იყო, პირადი ცხოვრება და კარიერა აწყობილი უნდა გქონდესო? თავად წარმატებულად მიგაჩნია თავი და თუ გჭირდება ამისთვის გვერდით მამაკაცი?

– ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული ადამიანი ვარ. არც პირად ცხოვრებაში მიმაჩნია თავი წარუმატებლად. დიდი სიყვარულიც მქონია ცხოვრებაში და წყენაც, მაგრამ ამის გამო ვერ გეტყვით, წარუმატებელი ვარ-მეთქი. თუმცა იმაშიც გეთანხმებით, რომ სრული წარმატებისთვის აწყობილი პირადი ცხოვრება და კარიერული წინსვლაც საჭიროა. ეს ორივე ერთად კი როგორ ეწყობა, სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ გავიგე (იცინის). საერთოდ, მამაკაცისგან არაფერ განსაკუთრებულს არ მოვითხოვ. ერთადერთი, უნდა იყოს ერთგული და არ უნდა მომატყუოს. ნებისმიერ რამეს გავუგებ, ოღონდ ეს თავად უნდა მითხრას და არა სხვისგან გავიგო. ვერ ვიტან, როცა მატყუებენ და ამას ვერავის ვაპატიებ. მიმაჩნია, რომ ძლიერი ადამიანი ვარ, თუმცა პატარ-პატარა სისუსტეები მეც მაქვს. როცა შეყვარებულს ვშორდები, მგონია, სუსტი ვარ, მაგრამ რამდენიმე დღე მჭირდება, რომ ისევ ჩემს ჭკუაზე გადავლაგდე და პიროვნულად ისევ გავძლიერდე. ზოგი მეუბნება, ცივსისხლიანი ხარ, ასე როგორ შეგიძლიაო. მე ასე არ ვფიქრობ. ჩემზე სუსტ, უსუსურ და უჭკუო მამაკაცს გვერდით ნამდვილად ვერ ავიტან. ასეთი ტიპი ვარ და რა ვქნა. არც ვინმე მინდა დავჩაგრო და არც დავიჩაგრო საყვარელი ადამიანის გვერდით. ისე, შეჩვევაც მიჭირს ადამიანთან და მერე, გადაჩვევაც. არ დამავიწყდება, ერთი თაყვანისმცემელი მყავდა. მაგარი უცნაური ვინმე იყო. მიგზავნიდა, პანაშვიდზე რომ მიაქვთ, ისეთ „ვენოკებს„. ამ გვირგვინებს რატომ მიგზავნიდა ვერ გავიგე, ვხუმრობდი, ხომ არ გარდავიცვალე-მეთქი (იცინის). კარგა ხანს მიგზავნა და მერე შემეშვა. ხან სადარბაზოში მხვდებოდა, ხან კართან, ხან კარადასთან, მოკლედ, გადამიყვანა ჭკუიდან.

– თქვი, დიდი სიყვარული იყო ჩემს ცხოვრებაშიო. რის გამო დაინგრა ეს ურთიერთობა?

– საპატიებელი არაფერი იყო, უბრალოდ, მორჩა და მეტი არაფერი. არც ტყუილი ყოფილა და არც ღალატი. ალბათ, პატარები ვიყავით და გამოუცდელობის გამო მოხდა ასე. დღეს კარგი მეგობრები ვართ. ვფიქრობ, დღეს რომ დაგვეწყო ურთიერთობა, სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერი. იცით, რაზე მწყდება გული? საკმარისია, ვინმესთან გავიარო, ან ვინმეს გვერდით მნახონ, რომ საშინელ ამბებს იგონებენ და შემდეგ ეს ამბები ჭორებად გორდება. ვერ ვხვდები, რატომ ახასიათებს ამ ქალაქს ასეთი რამეები. იმ ბიჭთან მიდიან შემდეგ და ათასგვარ სისულელეს, არარეალურ ამბებს უყვებიან ჩემზე. ასე ხომ არ შეიძლება? თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი მსგავს რამეებს, მაგრამ ზღვარს რომ გადავიდნენ, მართლა გავღიზიანდი. ბევრს უთქვამს, შენზე გავიგეთ ამასთან დადიხარ, ჩვენ კი არ გვჯერა, მაგრამ ბევრი ლაპარაკობს ამაზეო. ეს სასიამოვნო მოსასმენი იქნება ჩემთვის? ეს ადამიანის გაწირვაა. დამიჯერეთ, როცა რაღაც არარეალურს და საშინელ ამბავს იგონებ, მართლა აუტანელია, თორემ ჭორაობა ვის უკვირს? სულ ვამბობ, სანამ არ დაინახავ და თავად არ შეესწრები რაიმე ამბავს, ამაზე ნუ ააგებ ჭორს და ნუ გაწირავ სხვის ცხოვრებას-მეთქი. ერთხელ, მომიგონეს, თითქოს ერთ ბიჭთან დავდიოდი. ერთი მიმტკიცებდა, როგორ არის ტყუილი, ჩემი ნათესავის მეგობარია ის ბიჭიო (იცინის). რა უნდა მეთქვა?

– ყველაზე საშინელი ჭორი თუ ყოფილა, რომელმაც წყობიდან გამოგიყვანა?

– ყველაზე საშინელი ორი ჭორი მოვისმინე ჩემს თავზე. ერთი იყო, თითქოს ავარიაში მოვყევი და მოვკვდი და მეორე, თითქოს ვიღაც ქალი გავიტანე მანქანით. მართლა მეწყინა. რატომ უნდა მომიგონო სიკვდილი და მერე ასეთი საშინელი კრიმინალური ამბავი. მკვლელი ნამდვილად არ ვარ. არადა, გადაცემა პატრულში გამოუცხადებიათ, რომ მართლა გაუტანია ვიღაცას ქალი. მაგრამ, მე იმ ადგილის შორიახლოსაც კი არ ვყოფილვარ იმ მომენტში. ახლობლები გიჟებივით რეკავდნენ. ტელეფონის ყურმილს რომ ვიღებდი, სანამ იკითხავდნენ რამეს, მე ვასწრებდი, არ გამიტანია-მეთქი. ბოლოს წყობიდან გამომიყვანა ერთმა. მიმტკიცებდა დაზარალებულის ოჯახში ვიყავი და ხელს გადებენო. რომ გადავირიე, აქეთ მომაწვა, თუ დამნაშავე არ ხარ რატომ გამოდიხარ წყობიდანო. გაგიგიათ, ასეთი რამე? ვერ გავიგე, ვის რა დავუშავე ასეთი, რომ ვერ ამოიყარეს ჯავრი? ან ეს რა მოსაგონია, მოკვდაო, რომ დადიოდა მთელს ქალაქში ჭორი. დამიჯერეთ, ტელეფონი არ ჩერდებოდა. უამრავი ადამიანი მირეკავდა მობილურზე და მეკითხებოდნენ, ცოცხალი ხარო? ყველანი ადამიანები ვართ და ადრე, თინეიჯერობის ასაკში, მეც მიჭორავია, მაგრამ სიბინძურე და ბოროტება ნამდვილად არ გამივლია გულში, არამცთუ მითქვამს.

– ნინი, არ შემიძლია არ გკითხო, ჭორი დადის თითქოს ერთ-ერთი ცნობილი, გავლენიანი, პოლიტიკური პერსონაა შენზე შეყვარებული და იმასაც ამბობენ, ხშირად ვხედავთ ერთადო. ამაზე რას იტყვი?

– მართალია, ეს ჭორი ჩემამდეც მოვიდა. მე მის სახელს და გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით, რომ ესეც მორიგი ტყუილია და ბოროტი ჭორი. შეიძლება, ყველა ჩემს წარმატებასაც მის სახელს უკავშირებენ, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს ასე არ არის. მართალია, ამბობენ, თუ არ ჭორაობენ შენზე, არ ხარ პოპულარულიო, მაგრამ, ეს ჭორი უკვე ნამეტანია. ისე, სანამ ჭორების სამიზნე არ გახდები, მანამდე ვერ მიხვდები, რა მტკივნეულია ეს. არასასიამოვნოა, როცა შენს პირად ცხოვრებას სხვები განიხილავენ.


скачать dle 11.3