კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ართმევენ მათხოვარი ბავშვები გიორგი აფციაურს ფულს და რის გაკეთებას სთხოვენ მას თანხის სანაცვლოდ


გიორგი აფციაური ის ადამიანია, ვის დანახვაზეც ყველას პრეზიდენტი სააკაშვილი ახსენდება. მან სწორედ მისი პაროდიით მოიპოვა პოპულარობა და ყოველ შაბათს „ქლაბ შოუს“ სცენიდან ცდილობს სახალისო განწყობა შეგვიქმნას. მართალია, გიორგი ბავშვობაში ავტობუსობაზე ოცნებობდა, მაგრამ ოცნებები ხშირად როდი აგვიხდება ხოლმე, მით უმეტეს, არარეალური.

გიორგი აფციაური: სასაცილო და გამოუვალ სიტუაციაში, როგორც ყველა ადამიანი, მეც ვხვდები. თუმცა, ჩემი იუმორი, ინტუიცია და ინტელექტი ამ დროს ჩემთვის ყველაზე კარგი იარაღია თავის დასაძვრენად. არ დამავიწყდება, ერთხელ, გიორგობა დღეს, სოფელ წვერში წმიდა გიორგის ეკლესიის მონახულება გადავწყვიტე. დავურეკე მეგობრებს და წავედით. მოვილოცეთ, მერე მინდორში გავაჩერეთ მანქანა, წავუქეიფეთ და დავლიეთ კიდეც. მანქანა დაქოქილი მქონდა, მაგნიტოფონი ხმამაღალზე ჩართული, თან სიბნელე იყო და ფარებიც გავაჩახჩახე. მოკლედ, მაგარი დრო ვატარეთ, ვიცეკვეთ, ვიქეიფეთ და წამოსვლა რომ დავაპირეთ, მანქანის ძრავა არ ჩაქრა? დაჯდა აკუმულატორი. არადა, იმ ადგილას, თანაც ღამით, მანქანა იშვიათად დადის, ვინმე რომ დაგეხმაროს და მანქანის აკუმულატორი „კლემების“ დახმარებით აგიმუშავოს. ღამის ოთხი საათია, გოგონები ღამის ხუთ საათამდე უნდა ყოფილიყვნენ სახლში, თორემ მეტხანს მამები არ უშვებდნენ (იცინის). თან ავტომატიკაა ჩემი მანქანა და მიწოლითაც ვერ დაქოქავ. ტრასაზე გავიყავით, გოგონები იქით დადგნენ, ჩვენ, ბიჭები აქეთ – თუ მანქანა გამოივლიდა, რომ გაგვეჩერებინა. არც ერთმა მანქანამ არ გაგვიჩერა, ხან ხელები ვუქნიეთ, ხან ვუსტვინეთ, მაგრამ... ერთმა მანქანამ, როგორც იქნა, შორს გააჩერა. ვიფიქრე, არიქა გვეშველა-მეთქი და გავიქეცი გიჟივით. თან გეგმებს ვაწყობ, ასე ვთხოვ, ისე შევეხვეწები, ამას ვეტყვი, იმას ვეტყვი-მეთქი... გააღეს კარი და ორი მთვრალი კაცი არ შემრჩა? შემომხედეს და გამიღიმეს, მიდი ძმურად სააკაშვილი გაგვიკეთე რაო. (იცინის). ვეუბნები, რა დროს ეგ არის, გეხვეწებით ხალხნო, დამაქოქინეთ მანქანა-მეთქი. აპაა... ისევ თავისას „უბერავენ“ – სააკაშვილი გაგვიკეთე, ძმურად, მიდი, მაგარი ხარო... ვერაფერი გავაგებინე. ბოლოს, დაქოქეს მანქანა და არ წავიდნენ? ვერ მივხვდი, რატომ გამიჩერეს, რა უნდოდათ, რისთვის დამტოვეს ასე დაუხმარებლად. ბედი არ გინდა? ძლივს ერთმა მანქანამ გამოიარა და ისინიც გამეღადავნენ (იცინის). ახლა ჩემთვის ეკითხათ, მეღადავებოდა? ერთი სიტყვით, ბოლოს ისევ თბილისში დავურეკე მეგობარს, ის ამოვიდა და დამეხმარა. ისე, ჩემი პაროდიების გამო ხშირად შარში ვეხვევი. ერთხელ ბათუმში ვიყავი ძმაკაცებთან ერთად. ბულვარიდან რომ გავუყევით „ინტურისტის“ უკან ქუჩას სასტუმროსკენ, უამრავი დაცვა იდგა. ვიცოდით, მიშა სააკაშვილი იყო ჩამოსული და არც გაგვკვირვებია. უცებ, გავიხედეთ, მიშა მოდის. ყველამ მე შემომხედა (იცინის). მიშა მოდის, მიშაო. მე სიმართლე გითხრათ, ვერც დავინახავდი. მიშამ ხელი აგვიწია, გამარჯობა ბიჭებოო და მანქანაში ჩაჯდა.

– პირადად თუ შეხვედრიხარ პრეზიდენტს?

– პრეზიდენტის პაროდიას კი ვაკეთებ ხშირად, მაგრამ მას პირადად, თუ ამ შეხვედრას არ ჩავთვლით, არ შევხვედრივარ. ერთხელ, „პოპულიდან“ გამოვდიოდი. გარეთ ბავშვები იდგნენ და სუპერმარკეტიდან გამომსვლელებს ფულს სთხოვდნენ. ამოვიღე ჯიბიდან ფული, ვიფიქრე, სანამ მთხოვენ, მანამდე მივცემ-მეთქი. არ გამომართვეს, შენი ფული არ გვინდა, მიშა გაგვიკეთე, რაო (იცინის).

– შენი ძმაკაცები ამბობენ, ჩხუბის დროს გიორგი რეპუტაციით სარგებლობს და მას ხელი არასდროს ხვდებაო. ასეა?

– (იცინის). ერთ ამბავს მოგიყვები: ქეიფში ჩხუბი ატყდა. ჩემს ძმაკაცებს ურტყამდნენ და მე განზე ხომ არ გავდგებოდი? მისახმარებლად მივედი. იმ ვიღაცეებმა მითხრეს, შენ აფციაური არ ხარ? ბაზარი არ არისო და გვერდით გამწიეს. ასე რომ, „არასპრავიდლივი“ თუ „სპრავიდლივი“ ხელი არ მხვდება ჩხუბის დროს და რა ვქნა, ჩემი ბრალია? (იცინის). ერთხელ, პოლიციელებთან ერთად მოვხვდი სუფრასთან. ერთ-ერთმა პოლიციის უფროსმა მთხოვა, დამერეკა მეორე პოლიციის უფროსთან და მიშა სააკაშვილის ხმაზე მეთქვა, ამა და ამ ადგილას ვიქნები ნახევარ საათში და დამხვდითო. გავთიშე თუ არა ყურმილი, გავიხედე, იმ პოლიციის უფროსს, ვინც დამარეკინა, ურეკავს ის კაცი, არიქა, ხალხი დამახმარე, მიშა მოდისო. (იცინის). შეუკრიბავს ხალხი და ელოდებიან პრეზიდენტს. მერე კი უთხრეს, ბიჭო, ხუმრობა იყო, დაშალე ეგ ხალხიო. ისე, დამიჯერეთ, ბოროტად ნამდვილად არასდროს მიხუმრია. ერთხელ კი, ახალი ნაყიდი მყავდა მანქანა და კარგად ტარება არ ვიცოდი. „პროწივზე“ „ვებერებოდი“. უცებ, პატრული დამეწია, გადარეულმა გადმოყო ხელი გაქანებული მანქანიდან და მომაძახა, რა იყო ძმაო, ინგლისში ვართო?! (იცინის).

– გიორგი, ის თუ არის მართალი იხვზე სანადიროდ წასულმა თან მოხარშული დედალი წაიღოო?

– პირველად, ვასო ფხაკაძემ წამიყვანა სანადიროდ. ვკითხე, რა წამოვიღო-მეთქი. მიპასუხა, რაც გინდა ის წამოიღეო. ავდექი და მოხარშული დედალი წავიღე (იცინის). ამაზე, ბევრს იცინის ვასო, მაგრამ აბა, ჰკითხეთ ერთი, როგორ გამოგვადგა? ვერაფერიც ვერ მოვკალით, ბოლოს ბოთლები დავალაგეთ, ისინი ამოვიღეთ მიზანში და რომ მოგვშივდა, ნანადირევი სად გვქონდა? ბოთლებს ხომ არ დავხრავდით?! გავშალეთ სუფრა და მოხარშული დედლით მოვულხინეთ. ასე რომ, ბოთლებზე ვინადირე და მოხარშული დედალიც დავაყოლე.

– ბავშვებს უცნაური ოცნებები აქვთ. შენ რაზე ოცნებობდი?

– არ დამავიწყდება, ახალ წელს, დედაჩემმა საახალწლო ნაძვის ხეზე წამიყვანა. საშინელი პერიოდი იყო – პური ტალონებზე, „კერასინკით“ გათბობა, ლამფის შუქი... მოკლედ, თოვლის ბაბუას გარშემო შევიკრიბეთ ბავშვები და გვიხარია. გვეკითხება, რა გინდათ, გამოხვიდეთო. უპასუხებდნენ, მე ეს მინდა გამოვიდე, მე ისო და ისიც საჩუქარს აძლევდა. მოკლედ, ჩემი ჯერიც მოვიდა. მეკითხება, რა გინდა გამოხვიდე მითხარი და დაგასაჩუქრებო. მე არც კი დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე, ავტობუსი მინდა გამოვიდე-მეთქი. გაოცდა თოვლის ბაბუა, საჩუქარი მომცა და კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, მითხრა: ისე კი გვიჭირს ტრანსპორტში მაგრამ, რატომ მიდიხარ ამ მსხვერპლზე ბაბუო (იცინის).

– შეყვარებული გოგონას გამო, ყვავილები არ მოგიპარავს?

– მე არა, მაგრამ ძმაკაცებმა მოიპარეს ვარდები, გოგონებმა გააფორმეს და მე ჩემს მოწონებულ გოგონას მივართვი ეს თაიგული. სკოლაში ვსწავლობდი მაშინ. დასასვენებლად ვიყავი და იქ მომეწონა ის გოგო. მეგობარმა გოგონებმა მირჩიეს, ყვავილები მიართვი და მიხვდება შენს გრძნობებსო. მთელი დღე საღამოს მოსვლას ველოდი, რომ შევხვედროდი და გადამეცა ვარდები. მივუტანე და იცით, რა მითხრა?

– არა, არ ვიცი. რა გითხრა?

– სახლში ვერ მივიტან, იქნებ ჯადო აქვს გაკეთებული ამ ვარდებსო (იცინის). დავიბენი, რის ჯადო, რა ჯადო... მეგობარ გოგონებს რომ მოვუყევი ეს ამბავი, დაიხოცნენ სიცილით, ნეტავ, ვინმემ გვაჩუქოს ყვავილები და ჯადო გაგვახსენდებაო?

– სად წაიღე მერე ის მოჯადოებული ვარდები?

– ის ყვავილები იმას დავუტოვე, მე მოვბრუნდი და წამოვედი. დღესაც არ ვიცი, სად წაიღო. ამ ამბავზე, ჩემი მეგობრები კარგა ხანს იცინოდნენ.


скачать dle 11.3