კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


ფარული მბრძანებელი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30-48(466)

მთაწმინდელმა ავტოინსპექტორის ნიშანზე მანქანა შეაჩერა და ადგილზე დარჩა. მილიციის ფორმიანი კაპიტანი და სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი მამაკაცი „ბეემვეს“ მიუახლოვდნენ. წყვილი ყურადღებით შეათვალიერეს და ბოლოს სამოქალაქოსამოსიანმა თქვა:

– თქვენი საბუთები და საით გაგიწევიათ?

ლუდამ „ეფეესბეს“ წითელი წიგნაკი აუფრიალა თვალწინ სამოქალაქოსამოსიანს, რომელზეც საბუთმა მაგიურად იმოქმედა და გოგონას უთხრა:

– კრასნოდარის „კაპეზედან“ სამი ბოროტმოქმედი გაიქცა და მათ ვეძებთ. ძალიან საშიში დამნაშავეები არიან, თანაც შეიარაღებულები. წუხელ სოჭში ბანდიტური თავდასხმა მოაწყვეს ერთ-ერთ ოჯახზე და ორი ადამიანი მოკლეს. რაიონი ალყაშია, ტყეებს სამხედროები ჩხრეკენ, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით, ხომ იცით, ეშმაკს არ სძინავს.

– დიდი მადლობა გაფრთხილებისთვის, – გაუღიმა ლუდამ მამაკაცს და დაძრული მანქანიდან ხელი დაუქნია, შემდეგ საათს დახედა და თქვა, – ცხრა დაიწყო. საცაა შებინდდება. თანაც ძალიან მომშივდა. სადმე რესტორანთან შეაჩერე, რომ ვჭამოთ რამე და მერე კი აიდა, სოჭში!

– ხომ არ აჯობებდა, პირდაპირ სოჭში გვევახშმა?

– რა იყო, ჰამო, გაქცეული ბოროტმოქმედების ხომ არ გეშინია და იმიტომ იკავებ თავს ბუნების წიაღში ვახშმობისგან?

ჰამოს, ირონიულად ჩაეცინა და ლუდას უთხრა:

– მეშინია თუ არა, გაჩერება მაინც მოგვიწევს. თანაც უნებლიეთ, მაგრამ არა რესტორანთან, არამედ პირდაპირ აქ. ბენზინი გამოგველია.

მანქანამ კიდევ ასიოდე მეტრი იარა და მკვეთრ მოსახვევში გაჩერდა, სადაც ხელმარცხნივ მდებარე ტყე ასიოდე მეტრში ციცაბო კლდით მთავრდებოდა. მის ქვეშ კი სარკინიგზო მაგისტრალი გაჭიმულიყო ზედ ზღვის პირზე. ხელმარჯვნივ ხშირტყიანი, წიწვოვანი ხეებით სავსე მთა იყო.

– ფუი, შენი დედაც! – შეიგინა ლუდამ, – რა დროს ეს იყო? თანაც, ტრასაზე არც ბენზინგასამართი სადგური ჩანს და ვინმემ თუ არ გვიწყალობა 2-3 ლიტრი ბენზინი, „დაგვერხა“.

ჰამომ მანქანა ტყის პირას ჩააგორა, რომ მოძრაობა არ შეეფერხებინა და ლუდასთან ერთად ტრასასთან დადგა, რომ გამავალი მანქანა გაეჩერებინა და მძღოლისთვის ბენზინი ეთხოვა. თუმცა, წყვილს არავინ უჩერებდა, ხოლო „მერსედესის“ მძღოლმა, რომელმაც გააჩერა, მთაწმინდელის თხოვნას ასეთი პასუხი გასცა:

– მარაგი უნდა გქონდეს, ყმაწვილო, და მაშინ არ მოგიწევს ტრასაზე მათხოვრობა. მე წავედი!

– წადი, შენი „პეტუხი“ დედაც! – შეაგინა „მერსედესის“ მძღოლს ლუდამ და ჰამოს უთხრა:

– მოდი, ქსივა გამოვიყენოთ და ბენზინი „ეფბეესის“ სახელით ავახიოთ ვინმეს.

– თუ ვინმემ გაგვიჩერა, კი. ხომ ხედავ, რომ ყველას „ვკიდივართ“ და იმ „ღორმა“ კი მარაგი უნდა გქონდეთო.

ჰამო და ლუდა ნახევარი საათი იდგნენ ტრასაზე და უამრავი ჩავლილი მანქანიდან არც ერთის მძღოლს არ გაუჩერებია. ამასობაში ჩამობნელდა. ტრასაზე კი მანქანების მოძრაობა გაიშვიათდა. ლუდამ ჰამოს უთხრა:

– ტელეფონებიც დაგვიჯდა და როგორც ეტყობა, ღამის გათენება აქ მოგვიწევს.

– მეც ასე ვფიქრობ. ფუი, ამის დედაც! – შეიგინა ჰამომ, – საბარგულში 20 მილიონი ევრო გვიდევს და ღამეს ტყეში ვათენებთ.

– რას იზამ. ზოგჯერ ასეთებიც ხდება. ჩავეხუტებით ერთმანეთს და ამ ღამეს როგორმე გავათენებთ.

– აბა, აბა, მასეთები არ იყოს, არავითარი ჩახუტება!

– ნუ გეშინია, ჰამო, არაფერს გთხოვ. ჩახუტებაში ურთიერთთანადგომა ვიგულისხმე.

– კარგად ვიცი, რაც იგულისხმე, – თავი გააქნია ჰამომ, – წამოდი, მანქანაში ჩავსხდეთ. მომშველებელი არავინ ჩანს.

წყვილი მანქანაში ჩასხდა და რადგან ძალიან დაღლილები იყვნენ, მალე ჩაეძინათ. სავარძლები გადაწეული ჰქონდათ და გვერდიგვერდ იწვნენ, ხოლო ფულით სავსე კეისი შუაში ედოთ...

დილაუთენია, როდესაც ჰამოს და ლუდას ჯერ კიდევ ტკბილად ეძინათ და გათენებულიც არ იყო, ხშირტყიანი მთიდან სამი მამაკაცი ფრთხილად დაეშვა გზატკეცილზე. არემარე ყურადღებით დაათვალიერეს, მოპირდაპირედ, ტყის პირას მდგომი „ჯიპი“ შენიშნეს და მათ შორის ყველაზე ასაკოვანმა დანარჩენებს უთხრა:

– ეტყობა, მანქანაში მოჟიმავეები არიან. მივეპაროთ, მანქანა ავახიოთ და დავითესოთ, ისინი კი დავბრიდოთ, რომ არ ჩაგვიშვან.

– სწორია, – დაეთანხმა კბილებმეჩხერა კაცი და უზარმაზარი თვითნაკეთი ხანჯალი მოსინჯა ხელით, რომელიც ქამარში ჰქონდა გარჭობილი, – მანამდე კი, თუ მართლა მოჟიმავეები არიან, ქალი გავჟიმოთ.

– გავჟიმოთ, – დაეთანხმა ხანჯლიანს მელოტი მამაკაცი, – თორემ, თითქმის ათი წელია, ქალთან არ ვყოფილვარ.

– რა დროს ჟიმაობაა, „კობრა“, – უთხრა მელოტს ყველაზე ასაკოვანმა, – თითოეული წამი სიცოცხლის ფასია და მთავარია, აქედან მშვიდობიანად გავიდეთ.

– აღარ გიდგება „ჩორტიკ“ და მასე იმიტომ ლაპარაკობ! – უთხრა ყველაზე ასაკოვანს მელოტმა. შემდეგ კბილებმეჩხერას მიუბრუნდა და უთხრა, – რას იტყვი, ძმაო, „კალაბოკ“, დაბერდა, ხომ, ჩორტიკ?

– ენას კბილი დააჭირე, „კობრა“, თორემ მასეთი „ბაზარისთვის“ პასუხს მოგთხოვ. შენს დასთან მიმიყვანე და განახებ, მიდგება თუ არა.

კობრას ხმა არ ამოუღია. კალაბოკმა კი ჩორტიკის მხარე დაიჭირა და კობრას უთხრა:

– ჩორტიკი მართალს ამბობს. მთავარია, აქედან საღსალამათები გავიდეთ და მერე არც ჟიმაობა მოგვაკლდება, არც ფული და არც წამალი.

– რა იყო, ხუმრობა არ იცი, ჩორტიკ?

– ბებიაშენს ეხუმრე! – შეუღრინა კობრას ჩორტიკმა, – ახლა კი საქმე: თქვენ აქეთ-იქიდან მიეპარეთ მანქანას და სიტუაციას ჩიჩმეთ. მერე ცინკს მომცემთ და მეც მოვალ, მაგრამ ფრთხილად, იცოდეთ, ხმაური არ შეიძლება. როჟებს უხმაუროდ, ხანჯლით ვბრიდავთ, იქვე, ტყეში ვაგდებთ და „ჯიპით“ ვითესებით. აბა თქვენ იცით, წინ!

კალაბოკი და კობრა შესაბამისად მარცხნიდან და მარჯვნიდან მიუახლოვდნენ „ჯიპს“ და მძინარე წყვილი რომ დაინახეს, ჩორტიკი ხელით მოიხმეს. შემდეგ კობრამ პისტოლეტი ამოაცურა, „ბეემვეს“ კარი მკვეთრად გააღო და გაღვიძებული ჰამოს წაუსისინა:

– არ გაინძრე, ფრაერო, თორემ ტვინს გაგასხმევინებ!

მეორე მხრიდან ხანჯალმომარჯვებულმა კალაბოკმა გამოაღო „ბეემვეს“ კარი და წყვილს უთხრა:

– განძრევაც კი არ გაბედოთ!

ამასობაში ჩორტიკიც მიუახლოვდა მანქანას და თავის მეწყვილეს უთხრა:

– მანქანიდან გადმოიყვანეთ, „გაუიასნეთ“ და აიდა აქედან!

– აიდა, როგორ არა! – გამოაჯავრა ლუდამ ჩორტიკს, – მხოლოდ შეკაზმვა უნდა და ისე გაჭენდება, რომ მთვარემდე აგიყვანს. ამას რომ ამისი ტრაკი ჰქონოდა, აქ კი არ დაგხვდებოდით.

– რა სჭირს? – იკითხა ჩორტიკმა.

– უბენზინობა, ბიძაჩემო. ასე რომ, კვლავ ფეხით მოგიწევთ მილიციისგან გაქცევა, – უთხრა ჩორტიკს ლუდამ.

– შენ რა იცი, რომ „ძაღლებს“ გავურბივართ? – ჰკითხა ლუდას კობრამ.

– შუბლზე გაწერია, – მიუგო ლუდამ.

კობრამ პისტოლეტის ტარი სთხლიშა ლუდას კბილებში, ტუჩი გაუხეთქა და კბილებში გამოსცრა:

– მოკეტე, შე ძუკნა, თორემ ყელს გამოგჭრი!

ლუდამ თავი გააქნია და სისხლი ხელით მოიწმინდა. შემდეგ უბე გაიხსნა, შიშველი მკერდი გამოაჩინა, სისხლიანი ხელი ძუძუს თავებზე მოისვა და პირდაღებულ კობრას უთხრა:

– საჟიმაოდ გამზადებული ქალის ცემა იმპოტენტებმა იციან. არ მგონია, ციხეში ქალებს ჟიმავდი. თუ „პეტუხი“ ხარ და არაფრის ტრაკი არ გაქვს, მაშინ შეგიძლია ჩემი ცემა გააგრძელო. თუ არა და, მაშინ რას უყურებ, მოდი და გამჟიმე!

კობრა უკიდურესად აღაგზნო ლუდას სიტყვებმა და გოგონასკენ გაიწია. მაგრამ ის ჩორტიკამ გააჩერა ხელით და უთხრა:

– ხომ არ გაგიჟდი? რა დროს ეგაა. „გაუიასნეთ“ და აქედან ავახვიოთ.

კობრა მკვეთრად შეტრიალდა ჩორტიკისკენ. მუცელზე პისტოლეტი მიადო და აღგზნებულმა უღრიალა:

– აქედან გამეცალე, შენი დედაც, თორემ აქვე გაგათავებ! რადგან გადავწყვიტე, რომ ეს ძუკნა უნდა გავჟიმო, აუცილებლად გავჟიმავ და ამაში ვერავინ შემიშლის ხელს, ხოლო ვინც ამის გაკეთებას შეეცდება, ვფიცავ, არ ვაცოცხლებ!

– სწორი ხარ, „მუჟიკო“, არ დაუჯერო ამ ბებერს. ეტყობა, არ უდგება, არაფრის ტრაკი არ აქვს და უნდა, რომ შენც ჩაგიშხამოს სიამოვნება. მოდი ჩემთან, მაგრამ მანამდე ეს ჩემი „პეტუხი“ ქმარი მომაშორეთ, თორემ რომ დაინახავს მჟიმავენ, ქალივით აკივლდება და კაიფს გამიტეხავს, – უთხრა ლუდამ კობრას და ჰამოზე მიუთითა.

კობრა უკიდურესად იყო აღგზნებული, გული საშინლად უცემდა და პირიდან დორბლები მოსდიოდა, თან ერთი სული ჰქონდა, ლუდას დატაკებოდა. ამიტომ, ჯერ პისტოლეტი ჩაიდო შარვლის ჯიბეში, შემდეგ. კალაბოკს მიუბრუნდა და უთხრა:

– ეს „როჟა“ მოაშორე აქედან და მაცალე, ხოლო როცა მოვრჩები, მერე შენ მიდი.

– ბაზარი არაა, – მიუგო კალაბოკმა კობრას. შემდეგ ხანჯალი მიაბჯინა ჰამოს ყელზე, წამოაყენა და უთხრა, – ჩქარა წამოდი, შენი დედაც, თორემ თავს მოგაჭრი!

ჰამომ თვალი ჩაუკრა ლუდას, მანქანის სალონიდან გადავიდა და ხელსაყრელ მომენტს დაელოდა, რომ შეტევა დაეწყო. პისტოლეტმომარჯვებულ ჩორტიკს ბოღმა ახრჩობდა და მზად იყო, კობრა და კალაბოკი დაეხოცა. ის თვალის დაუხამხამებლად გაისტუმრებდა ორივეს საიქიოში, მაგრამ ხმაურს ერიდებოდა. ჰამო მშვენივრად გაერკვა სიტუაციაში და მომენტის გამოყენება სცადა, ჩორტიკს მიუბრუნდა და უთხრა:

– ვიცი, რომ მე და ჩემი ცოლი უნდა დაგვბრიდოთ. ის ძუკნა ჭირსაც წაუღია და, რაც გინდათ, ის უქენით. მე თუ არ მომკლავთ, იმდენ ფულს მოგცემთ, რომ არც კი დაგესიზმრებათ.

– გვაბოლებ, არა, შე ბოზო! – კბილებში გამოსცრა კალაბოკმა და მთაწმინდელს კვლავ ყელზე მიადო ხანჯალი, – ახლავე თავს მოგაჭრი!

– მომაჭრი და, ჩემი ძუკნა და თქვენი დონ- ჟუანი პაძელნიკი დაითრევენ ამ მაყუთს, თქვენ კი ხახამშრალებს დაგტოვებენ და დაგბრიდავენ.

– რას ბოდავ, შე ფრაერო? – კბილებში გამოსცრა კალაბოკმა და ჰამოს ხანჯალი უფრო ძლიერად მიაჭირა ყელზე.

– თუ ვბოდავ, იყავით მასე. მაინც მბრიდავთ და კისერიც გიტეხიათ! – თქვა ჰამომ.

– მოიცა, კალაბოკ, თავი დაანებე! – უთხრა ჩორტიკმა კალაბოკს და ხანჯალი დააშვებინა. შემდეგ ჰამოს მიუბრუნდა: – თქვი, გისმენთ.

– ჯერ შემპირდით, რომ არ მომკლავთ, პატიოსანი სიტყვა მომეცით.

– გპირდები, პატიოსან სიტყვას გაძლევ, – უთხრა ჰამოს ჩორტიკმა.

– შენ? – ჰკითხა ჰამომ კალაბოკს.

– მეც. – თქვა კალაბოკმა.

– რა – მეც? შემპირდი და პატიოსანი სიტყვა მომეცი, რომ არ მომკლავ!

კალაბოკს ყელში ჰყავდა ამოსული ჰამო, მზად იყო, ყელი გამოეჭრა მისთვის და დააპირა კიდეც, მაგრამ, ჩორტიკმა ანიშნა, რომ თავი შეეკავებინა და კალაბოკმა კბილებში გამოსცრა:

– გპირდები, პატიოსან სიტყვას გაძლევ, რომ არ მოგკლავ.

– მჯერა. ახლა კი მომისმინეთ. „ბეემვეს“ გადაწეული სავარძლების ქვეშ, იქ, სადაც ახლა თქვენი პაძელნიკი ჩემს ცოლს ჟიმავს, კეისია დამალული, რომელშიც 20 მილიონი ევროა ჩალაგებული.

– ატრაკებ! – კბილებში გამოსცრა კალაბოკმა.

– შეამოწმეთ და თავად დარწმუნდებით!

– სწორია, წავედით, – თქვა ჩორტიკამ და ჯერ ჰამო გაიგდო წინ, შემდეგ კი კალაბოკს ანიშნა, მიჰყოლოდა, თავად პისტოლეტი მოიმარჯვა და უკან გაჰყვა.

კობრა გაშმაგებით კოცნიდა ნახევრად შიშველ ლუდას და ცდილობდა, რომ ბოლომდე გაეშიშვლებინა. გოგონა კი შეგნებულად აწვალებდა და ცდილობდა, პისტოლეტი აერთმია, თან უმეორებდა: ნუ ჩქარობ, შე გიჟოო.

ჰამო, კალაბოკი და ჩორტიკა მანქანას მიუახლოვდნენ. ჩორტიკმა კარი გამოაღო და თქვა:

– გეყოფათ, გადმოდით მანქანიდან!

კობრა უკიდურესად იყო აღგზნებული და ჩორტიკას შემოუბრუნებლად უთხრა:

– აქედან გაეთრიე, შე ბებერო პეტუხო!

– მანქანიდან გამოეთრიე, შე სირო! – პასუხი არ დააყოვნა ჩორტიკმა.

კობრამ იარაღისკენ წაიღო ხელი და კბილებში გამოსცრა:

– დაგბრიდავ, შე ბებერო პეტუხო, – მაგრამ, ჩორტიკმა დაასწრო, კობრას პისტოლეტი მიადო კეფაზე და სისინით უთხრა:

– ტვინს გაგასხმევინებ, თუ არ დამემორჩილები!

კობრა გაქვავდა. ჩორტიკმა მას პისტოლეტი ააცალა და ქამარში გაირჭო. შემდეგ მარცხენა ხელი თმაში ჩაავლო, მანქანიდან გადმოათრია, კეფაში წიხლი ჩააზილა, გათიშა და იქვე დააგდო.

– რა შუსტრი ბიძა ყოფილხარ, – უთხრა მკერდმოღეღილმა ლუდამ ჩორტიკას, – მოდი, მამილო, გამჟიმე. გეტყობა, რომ მაგარი ხარ და ბებერ პეტუხს ტყუილად გიწოდებენ.

– მანქანიდან გამოეთრიე, შე ძუკნა! – შეუღრინა ჩორტიკმა ლუდას. ქალი რომ გადმოვიდა, ორივე სავარძელი ასწია, კეისს დასწვდა, გახსნა და მოულოდნელობისგან გაქვავდა – კეისი ორასევროიანების დასტებით იყო გამოტენილი. პირდაღებული უყურებდა ღია კეისს კალაბოკიც, ხოლო კობრა კვლავ უგონოდ, გათიშული ეგდო მიწაზე. ჰამომ თვალი ჩაუკრა ლუდას და ანიშნა, რომ მოძალადეებზე შეტევა ერთდროულად დაეწყოთ. მან ჩორტიკს მარცხენა ხელით აართვა ქამრიდან კობრას პისტოლეტი, მარჯვენათი კი ხელში ჩაბღუჯული პისტოლეტი წაართვა, უკანალში წიხლი უთავაზა და „ბეემვეს“ ქვეშ შეაგდო. ლუდამ კი მარჯვენა ხელის იდაყვი ჩაარტყა კალაბოკს კისერში და დაარეტიანა, თან თვითნაკეთი ხანჯალი აართვა და მარჯვენა ფეხის ქუსლი ისე ძლიერად ამოსცხო ნიკაპში, რომ სალტო გააკეთებინა და მიწაზე ცხვირ-პირით დაანარცხა... სულ რაღაც ათიოდე წამში სამივე ბოროტმოქმედი სრულიად ქმედითუუნარონი იყვნენ. ლუდამ სიცილით უთხრა ჰამოს:

– კინაღამ არ გამჟიმა ამ ლაგერის ვირთხამ?

– ჯერაც არავის გაუჟიმიხარ, – უთხრა ჰამომ გოგონას, – რამ შეგაშფოთა?

– რამ და, ამ ვირთხის სუნმა. ისე ყარს, ისე, რომ კინაღამ ჟიმაობის სურვილი დამიკარგა სამუდამოდ, ამისი დედაც! რა ვუყოთ ამ მძორებს?

– ეყარონ ტყეში.

– რას იტყვი, ხომ არ გაგვეჟიმა სამივე? – იხუმრა ლუდამ.

– შენ არ ამბობ, ყარანო? რაღა ჩვენ, მილიციამ გაჟიმოს. მით უმეტეს, რომ ამ სირებმა იმდენი დრო და ენერგია დაკარგეს, შორს ვერ წავლენ.

– ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

– ტრასაზე ადი, მანქანა გააჩერე და...

– ვიცი, ვიცი, – სიტყვა გააწყვეტინა ლუდამ ჰამოს, – ბენზინი ავახიო მძღოლს.

– არა, – თავი გააქნია ჰამომ და ლუდას ხუთევროიანი მიაწოდა, – აი, გამომართვი. საფულეში აღმოვაჩინე. ლიტრი ბენზინი იყიდე.

ლუდამ ფული გამოართვა ჰამოს და გზატკეცილისკენ დაიძრა, კობრამ კი თვალი გაახილა და წამოჯდა. შემდეგ, თავის გონს მოსულ მეწყვილეებს ჰკითხა:

– რა მოხდა?

– ვერ ხედავ, რა მოხდა? – უთხრა კალაბოკმა კობრას და ჩორტიკზე მიანიშნა, – ამ ნაბოზარმა რომ კეისი გახსნა, ფულის დანახვაზე ორივე გავშეშდით. იმათმა კი პისტოლეტები და ხანჯალი დაითრიეს და ბოზი კურდღლებივით დაგვყარეს მიწაზე.

– შენი ბებერი დედაც! – შეაგინა კობრამ ჩორტიკს და მისი მიმართულებით გადააფურთხა, – შენი ბრალია, ასეთ დღეში რომ ჩავცვივდით, შე ბებერო პეტუხო!

– მოკეტე, შე ნაბიჭვარო! ჟიმაობა რომ არ დაგეწყო, უფრო სწორად კი, რომ არ მოგენდომებინა, – ირონიულად გაიცინა ჩორტიკმა, – ახლა უკვე შორს ვიქნებოდით აქედან.

– წადი, შენი პეტუხი დედაც! – გაიმეორა კობრამ და მეორედ გადააფურთხა ჩორტიკის მიმართულებით.

ჩორტიკმა ცოფიანი მგლის სახე მიიღო და და მისი ასაკისთვის არადამახასიათებელი სიმარდით წამოხტა, ოთხიოდე ნაბიჯი ძალიან სწრაფად გაიარა, კობრას დაახტა და კბილებით ნიკაპზე ეცა. სინამდვილეში, ყელში უნდოდა სწვდომოდა, თუმცა, კობრამ დროზე დახარა თავი და ამგვარად დაიფარა ყელი საშიშროებისგან.

– შენი დედაც, შე ვირთხა! მომშორდი! – განწირული ხმით ღრიალებდა კობრა და ჩორტიკის მოცილებას ცდილობდა, მაგრამ ამ უკანასკნელს ბულტერიერივით ჰქონდა ჩასობილი კბილები ნიკაპში, თან საშინლად ყმუოდა.

კალაბოკი შიშნარევი მზერით მისჩერებოდა მეწყვილეების ორთაბრძოლას. ჰამომ კი ირონიულად ჩაიცინა და კალაბოკს უბრძანა:

– გააშველე!

კალაბოკი შიშით მიუახლოვდა ჩორტიკს, მაგრამ, ჰამოს მიშვერილი პისტოლეტი რომ დაინახა, უფრო შეეშინდა, დაიხარა, ორივე ხელი დიაფრაგმაში ჩაავლო ჩორტიკს, მთელი ძალით თავისკენ მოქაჩა და კობრას ააგლიჯა... კობრამ და ჩორტიკმა ერთდროულად დაიყმუვლეს: პირველმა – საშინელი ტკივილის გამო, მეორემ კი უკიდურესი გაშმაგებისგან. კობრამ ნიკაპზე წაივლო ხელები და გული წაუვიდა. კალაბოკმა ხელი გაუშვა ჩორტიკს და შიშისგან „ჯიპის“ ქვეშ შეძვრა, ჩორტიკი კი, მოხრილი იდგა ფეხზე, ხელები მოჭიდავესავით გაეშალა, ჩასისხლიანებული თვალებით უაზროდ იყურებოდა, იღრინებოდა და მოკბეჩილ ნიკაპს კბილებიდან არ უშვებდა...

ამ სცენის დანახვისას ჰამოს გააჟრჟოლა. უცებ ტყიდან ავტომატებით შეიარაღებული ჯარისკაცები გამოვიდნენ. ისინი ერთმანეთისგან ხუთიოდე მეტრის მოშორებით მოდიოდნენ, გულდასმით ჩხრეკდნენ ყოველ ბუჩქს და ციხიდან გაქცეულებს ეძებდნენ. ჰამომ ჯარისკაცები რომ დაინახა, იარაღი ქამარში გაირჭო და სასწრაფოდ ხელები ასწია, ჩორტიკმა კი საშინლად დაიყმუვლა და ტყის საპირისპირო მხარეს გაქანდა, სადაც ციცაბო კლდეები იწყებოდა. ავტომატიანები ჩორტიკისკენ შეტრიალდნენ, მაგრამ არ გაჰკიდებიან. მათ ავტომატები მიუშვირეს ყმუილით გაქცეულს და ათიოდე იარაღი ერთდროულად აკაკანდა... ჩორტიკი უკვე ციცაბოსთან იმყოფებოდა, როდესაც ორასიოდე ტყვია მოხვდა ზურგში და უფსკრულისკენ გაფრინდა. მისი სხეული მიყენებული ჭრილობებისგან ჰაერში სკდებოდა და მიწაზე რომ დაენარცხა, რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ჩორტიკს თავიც მოწყდა, რომელიც ქვებში გაიჭედა, კბილებში კი კვლავ კობრას ნიკაპი ეჭირა...

სამხედროებმა ჰამო, კობრა და კალაბოკი ხეებთან დააწვინეს მიწაზე და ლუდაც მიამატეს, რომელიც ტრასიდან დაბრუნდა ჰამოს დასახმარებლად, მაგრამ „ეფესბეს“ წიგნაკის ამოღება ვერ მოასწრო, რადგან ერთ-ერთმა სამხედრომ მას ხელი ჰკრა, მიწაზე დააგდო და ავტომატის ლულა დაადო, თან დააყოლა:

– არ გაინძრე, შე ძუკნა!

– დაგვენძრა, – გადაუჩურჩულა ჰამომ ლუდას.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ჯარისკაცები კეისს იპოვნიან მანქანაში, გახსნიან და, 20 მილიონ ევროს რომ აღმოაჩენენ, როგორ ავუხსნათ საიდან გვაქვს ეს თანხა?

– მამაჩემი დაგვეხმარება.

– სწორედ ეს არ მინდა. მასაც შარში გავხვევთ.

– ნახე, ვინ მოდის? – თქვა ლუდამ და ტრასისკენ გაიშვირა ხელი, სადაც მანქანა გაჩერდა და ის სამოქალაქოტანისამოსიანი გადმოვიდა, რომელმაც მათ წინა დღით საბუთები შეუმოწმა.

– დავუძახოთ, – თქვა ჰამომ. ლუდა კი უცებ ფეხზე წამოხტა და მამაკაცს ხელი დაუქნია, რომელმაც ლუდა იცნო, მაგრამ ახლო მდგომმა ჯარისკაცმა ლუდას ავტომატის კონდახი მოუქნია და ყბაში უნდოდა ჩაეცხო. თუმცა ლუდამ მოახერხა და ოსტატურად აიცილა, ჯარისკაცს წიხლი ამოარტყა ფეხებშუა და მიწაზე დასცა. მეორე ჯარისკაცმა კი, რომელიც ორიოდე მეტრის მოშორებით იდგა, ავტომატი მიუშვირა ლუდას და, ის იყო, სასხლეტი უნდა დაეშვა, რომ მამაკაცმა განწირული ხმით უღრიალა: „პეტროვ, არ ესროლო!..“ ჯარისკაცი გაჩერდა, მამაკაცმა კი მასთან მიირბინა და უთხრა:

– შეიშალე, პეტროვ, რას ერჩოდი? – შემდეგ ხელი ჩაიქნია და ლუდას უთხრა, – რა ხდება?

– გაქცეულები დაგვესხნენ თავს. ჩვენ ისინი განვაიარაღეთ. ამ დროს თქვენი ჯარისკაცები მოვიდნენ და ერთი გაქცეული პატიმარი დაცხრილეს, მე და ჩემი მეწყვილე კი დანარჩენებთან ერთად აგვყარეს. დანარჩენი ხომ თვითონ ნახეთ და გადარჩენისთვის მადლობელი ვარ.

– მოხარული ვარ, რომ დაგეხმარეთ. დახმარებისთვის ყოველთვის მზად ვარ.

– მაშინ ორი-სამი ლიტრი ბენზინი გვასესხეთ. გუშინ ბენზინი გაგვითავდა და აქ გავიჭედეთ. ამიტომ, იძულებულები ვიყავით, რომ ღამე ტყეში გაგვეთია. რა ადგილია, ერთი ბენზინგასამართი სადგური არსადაა?

სამოქალაქოსამოსიანს გაეცინა, ლუდას და ჰამოს სათითაოდ ჩამოართვა ხელი და გაეცნო:

– მაიორი ლოსევი. ბენზინგასამართი სადგური კი, აქვეა, მოსახვევიდან ხუთიოდე მეტრში და ფეხით რომ გაგევლოთ, აუცილებლად შეავსებდით ავზს. მაგრამ, კარგია, რომ ასე მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ეს ნაძირლები ხელიდან გაგვსხლტომოდნენ. თქვენ კი დიდ მადლობას გიხდით და ახლავე მოგცემთ ბენზინს, – მაიორი ლოსევი ჯარისკაცისკენ შეტრიალდა და უბრძანა: – პეტროვ, ჩემი მანქანის საბარგულიდან ოცლიტრიანი ბიდონი ამოიღე და „ბეემვეში“ ჩაასხი!

პეტროვმა ზუსტად შეასრულა ბრძანება. ჰამო და ლუდა „ბეემვეში“ ჩასხდნენ და ძრავა ჩართეს. კალაბოკმა კი მაიორს უთხრა:

– ამხანაგო მაიორო, სად უშვებთ, ამ ახვრებს კეისში 20 მილიონი ევრო აქვთ!

– აქვთ და ღმერთმა შეარგოთ! – აშკარად არ დაუჯერა მაიორმა, შენ კი კაპეზეში მოგელაპარაკები, – უთხრა მაიორმა კალაბოკს, შემდეგ წყვილს მიუბრუნდა, ხელი დაუქნია და მიაძახა, – ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

***

ქალ-ვაჟმა უპრობლემოდ გაიარა სოჭამდე დარჩენილი მანძილი და, 11 საათი სრულდებოდა, როდესაც სასტუმრო „პრიმორსკაიას“ მიადგნენ.

– აქ შევჩერდეთ, – უთხრა ლუდამ ჰამოს.

– „პრიმორსკაიაში“ რომ არ ვისადილოთ, სხვა რესტორნები დაილია ამ ქალაქში? – უთხრა ჰამომ ლუდას და ფეშენებელური სასტუმროს წინ გააჩერა „ჯიპი“.

– განა მარტო ვისადილოთ, ერთი კვირა დავრჩეთ აქ.

– რაო? რა ერთი კვირა?

– გეხუმრე, – გაეცინა ლუდას, – ორი-სამი დღე. ერთი კვირა ბევრია.

– რა ორი-სამი დღე, ლუდა, სრულ ჭკუაზე ხარ?

– კარგი, დამშვიდდი. ნუ გეშინია, არაფერს გიპირებ. ამაღამ აქ გავათიოთ ღამე და ხვალ კი გზას გავუდგეთ. თანაც, ორი ერთადგილიანი „ლუქსი“ მაქვს დაჯავშნული და არ შეგაწუხებ.

– მთელი დღე რა უნდა ვაკეთოთ აქ? ტყუილად დროს ვკარგავთ. სამიოდე საათი დავისვენოთ და გზა განვაგრძოთ.

– არა, ჰამო, – თავი გააქნია ლუდამ, – მართლა ძალიან დავიღალე და დასვენება და გამოძინება მინდა. თანაც, ორი დღეა, შხაპი არ მიმიღია და ტანიც არ დავიბანო?

– შენ რომ აიჩემებ... – ხელი ჩაიქნია ჰამომ და კეისმომარჯვებული გაჰყვა ლუდას, რომელიც უკვე სასტუმროს კიბეებზე ადიოდა.

– ნომერი 14 და 15 ლუქსები გვაქვს დაჯავშნული, – უთხრა ლუდამ პორტიეს და პასპორტი წინ დაუდო, – მედვედევას გვარზე.

– ახლავე, – გაუღიმა ლუდას პორტიემ და სასტუმროს ჟურნალი გადაშალა, საჭირო ჩანაწერი მოძებნა და გოგონას უთხრა: – ნომრები თავისუფალია, რომლის გასაღები მოგართვათ?

– ორივესი, – მიუგო ლუდამ.

– ორივესი? – გაიმეორა პორტიემ, – ორივეში ერთდროულად ხომ არ იცხოვრებთ?

– ერთი ოთახი დასაძინებლად მინდა, მეორე კი საჟიმაოდ, – გაეხუმრა ლუდა პორტიეს, გაუღიმა და უთხრა, – გეხუმრე. მეთოთხმეტეში მე ვიცხოვრებ, მეთხუთმეტეში კი – ჩემი მეგობარი.

– გასაგებია, გასაგები... – თავი დააქნია გაღიმებულმა პორტიემ, – თუ შეიძლება, თქვენი მეგობრის პასპორტი.

– მას პასპორტი არ აქვს, – უთხრა ლუდამ პორტიეს.

– მაშინ მას ვერ ჩავწერ!

– ჩემს სახელზე ჩაწერეთ, – უთხრა ლუდამ პორტიეს, – ნომრები ხომ მე დავჯავშნე?

პორტიე წამით ჩაფიქრდა და რაღაცის თქმა უნდოდა გოგონასთვის, მაგრამ, ლუდას რომ შეავლო მზერა, რომელსაც მოღიმარი სახე მოექუფრა, გადაიფიქრა და თავაზიანად ჩაილაპარაკა:

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! რა მნიშვნელობა აქვს ამას. რამდენი დღით აპირებთ ჩვენთან დარჩენას?

– ჯერჯერობით ორი დღით.

– კეთილი, – გაიღიმა პორტიემ, – ორი დღის ლუქსი – 400 დოლარი, ორი ლუქსი კი – ორმაგი. აი, ინებეთ ჩეკი, 800 დოლარი უნდა გადაიხადოთ.

ლუდამ 500 ევრო დაუდო პორტიეს და უთხრა:

– დოლარები არ მაქვს და ეს აიღეთ, ხურდა კი თქვენი იყოს.

– რა პრობლემაა, რა პრობლემაა. დიდი მადლობელი ვარ. ბევრი ბარგი თუ გაქვთ, მოსამსახურეს დავუძახებ, რომ აგატანინოთ, – უთხრა ლუდას პორტიემ და სასტუმროს ოთახების გასაღებები მისცა.

– ბარგი არ გვაქვს, ნახვამდის, – უთხრა ლუდამ პორტიეს და ჰამოსთან ერთად ლუქსებისკენ გაემართა, რომლებიც მეორე სართულზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობდა. რომ ავიდნენ, მთაწმინდელს ¹15 ოთახის გასაღები მისცა:

– ეს შენ, შეგიძლია, დაისვენო. თუ გინდა, თოთხმეტში შედი და მანდ მე შევალ. ჩემთვის სულერთია.

ჰამომ გასაღები გამოართვა ლუდას და უთხრა:

– ტყუილად ცდილობ ჩემს დაყოლიებას. ორი დღე აქ არ გავჩერდები, შენც ხომ კარგად იცი?

– არც მე ვაპირებ აქ ორი დღე ყურყუტს.

– მაშინ, რატომ გადაიხადე ორი დღის ფული?

– სოლიდურობის გამო, – გაიღიმა ლუდამ, – რაღაც გოიმურად გამოდის ერთი დღით ნომრის ქირაობა. თანაც, რა იცი, რა ხდება. იყოს, ყოველი შემთხვევისთვის.

– არაფერიც არ ხდება. ხვალ დილიდანვე დავაწვებით მოსკოვისკენ.

– შენ რა, ხვალ დილამდე ჩემს ნახვას არ აპირებ?

– შენ არ თქვი, დასაბანი და გამოსაძინებელი ვარო? დაიბანე, გამოიძინე და, ხოდზე რომ იქნები, მომიკაკუნე, აქვე არ ვარ? მე არსად ვაპირებ გასვლას, სადილს კი ნომერშიც მოგიტანენ.

– რა გჭირს, ჰამო, ერთად არ ვისადილოთ?

– ვისადილოთ.

– მაშინ, სულ რაღაც ნახევარი საათი მადროვე და, ხოდზე რომ დავდგები, მოგაკითხავ და რესტორანში ჩავიდეთ.

– კარგი, გელოდები.

ქალ-ვაჟი თავიანთ ნომერში შევიდა. ზუსტად ნახევარი საათის მერე კი ლუდამ ჰამოს დაურეკა და უთხრა:

– წამოდი, რესტორანში უკვე შევუკვეთე მაგიდა და გემრიელი სადილი გველოდება. თუმცა, შეგვიძლია, ერთ-ერთ ნომერშიც ვისადილოთ ერთად.

– არა, რესტორანში ჯობია, – უთხრა ჰამომ ლუდას და ყურმილი დაკიდა.

ქალ-ვაჟი დერეფანში შეხვდა ერთმანეთს.

– კეისი სადაა? – ჰკითხა ლუდამ.

– საიმედოდ გადავმალე.

– მე კი მეგონა, რომ თან წამოიღებდი.

– გეყოფა დაცინვა.

– გეხუმრები, ჰამო. კეისს დამალვა რად უნდა. სუპერკლასის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვიმყოფებით და არა რომელიმე სადგურისპირა მოტელში.

– სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

– მაინც, სად დამალე?

– რა მნიშვნელობა აქვს?

– შენ რა, არ მენდობი?

– რაში გაინტერესებს?

– ისე, უბრალოდ. სად დამალე?

– უნიტაზის წყლის ავზში.

– უნიტაზის წყლის ავზში? – გაიმეორა ლუდამ და ხარხარი აუტყდა, თან იმეორებდა, – აი, რატომ არ გინდოდა სამალავის გამხელა...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3