კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაენგრა პანჩოს ოჯახი და რას საყვედურობს ის ქალებს

პანჩოს სიმღერისა და ცხოვრების სტილიც განსხვავებულია. ცოლს რამდენიმე წლის წინ დაშორდა. როგორც თვითონ ამბობს, ის ვნება და სიყვარული ვეღარ იგრძნო, რაც სტუდენტობის დროს განიცადა, როცა ჯგუფში შესულმა ბიჭმა ლამაზი გოგო დაინახა, გვერდით მიუჯდა, გული შესთავაზა და ლამაზი სიმღერები დაუწერა. ახლა 43 წლისაა და კვლავ ელის სიყვარულს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მის გვერდით იქნება, თუმცა, მაინცდამაინც არ არის დარწმუნებული, რომ ამ ურთიერთობას ოჯახის შექმნით დააგვირგვინებს.


– რა ასაკში დაოჯახდი და ბედნიერი იყავი თუ არა იმ ადამიანთან, ვინც ცხოვრების მეგზურად აირჩიე?

– „გეპეიში“ მეტალურგიულზე რომ ჩავაბარე, ჯარში წამიყვანეს. იქიდან რომ ჩამოვედი, ჩემს ჯგუფში დამსვეს. სულ გოგოები იყვნენ და მხოლოდ სამი ბიჭი ვიყავით. ყველაზე ლამაზი რომელიც იყო, მივედი და მასთან დავჯექი. ერთი წელიწადი და... მერე ცოლად მოვიყვანე. მაშინ 22 წლის ვიყავი. საკმაოდ ბევრი სიმღერა დავუწერე, რომლებიც ჩემს პირველ ალბომშია შესული. ერთად ცამეტი წელი ვიცხოვრეთ. ვაღიარებ, რომ ჩემი ბრალია, თორემ ის არაჩვეულებრივი ადამიანია, მეც კარგად მივლიდა, ბავშვებსაც და ძალიან გემრიელ საჭმელებსაც აკეთებდა. მოკლედ, რასაც ქალი უნდა აკეთებდეს, ყველაფერს აკეთებდა. რომ მეთქვა, ფეხით უნდა წავიდე პოლუსზე-მეთქი, წამომყვებოდა, მაგრამ შინაგანად ვიგრძენი, რომ ის გრძნობა აღარ იყო. ყოველდღე იმ ადამიანთან ლოგინში ჩახუტება და ძილი, როცა იცი, რომ არ უყვარხარ, ძალიან ძნელია. ერთხელ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე. თუ არ გვიყვარს, მაშინ გავშორდეთ და სხვასთან ვიცხოვროთ. ჩემს თავთან მართალი რომ ვყოფილიყავი, მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და ვუთხარი – ბავშვები გვყავს და, თუ გინდა, არ დავცილდეთ-მეთქი. საერთოდ, ბიჭები მამის გარეშე ცოდოები არიან, მაგრამ სწორად მოიქცა. ნაღდად ვერ „გავქაჩავდით“, ისევ დავშორდებოდით.

– თავს რაში იდანაშაულებ?

– იმ პერიოდში ცოტა სხვანაირ გზაზე, რელსებზე ვიდექი. ვცხოვრობდი ისე, როგორც არ უნდა მეცხოვრა. ბევრ სისულელეს ვაკეთებდი, ქალები, სასმელი... და ამის გამო დავშორდით, თუმცა ახლა ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ბავშვები ხშირად არიან ჩემთან. ერთი 19 წლის არის, მეორე – 13-ის. ერთია ქერა და ცისფერთვალება, მეორე – შავგვრემანი და შავთვალება. შეკვეთებს ვიღებ, გენაცვალე, ეგრე კი არ არის! გააჩნია, რამდენს გადაიხდი. თუ გინდა, მწვანეთვალება იქნება, თუ გინდა – ცისფერთვალება; ხუთთვიანი, ექვსთვიანი, რვათვიანი... ქარხანა მაქვს გახსნილი.

– რაღაც ვერ უნდა იყოს წესრიგში, ევქსთვიან ბავშვებსაც თუ „აკეთებ“. არ ნანობ ოჯახის დანგრევას?

– ვინც არ უნდა ყოფილიყო იმ პერიოდში ჩემი ცოლი, ალბათ, ისე დავამთავრებდი, როგორც დავამთავრე. ამას ახლა იმიტომ ვაღიარებ, რომ თვალები გავახილე და ყველაფერს საღი გონებით შევხედე. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, როცა ოჯახი ინგრევა. მთავარია, ადამიანმა აღიაროს თავისი შეცდომა, თორემ, ვინც ვერ აღიარებს, ის მილიონჯერ დაუშვებს შეცდომას. ვიცი, ამ ნაბიჯმა რა მინუსები მომიტანა ცხოვრებაში. ჩემი თავი არის ჩემი ეკლესია. შენს თავს უნდა მისცე პირობა. ხშირად შედიან ეკლესიაში, მოინანიებენ, მერე იქიდან გამოდიან და იმავეს აკეთებენ. შერიგებით ვერ შევრიგდებით, იმიტომ, რომ 13 წელი მაქვს ნაცხოვრები და აღარ მინდა, იგივე განმეორდეს, თუმცა, ახლა უფრო მაქვს ჩემი თავის იმედი. მინდოდა კიდეც, ვიღაც მენახა, მაგრამ ვერ ვნახე. ადამიანი, ალბათ, უფრო მამაკაცი, ასაკში რომ შედის, წინ რომ გაიხედავს და მარტოა, ცოდოა. იმხელა გამოცდილება მაქვს მიღებული ქალებისგან, რომ უკვე მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა. ცოლად უნდა მოიყვანო ის, ვისთანაც დარწმუნებული ხარ, რომ მთელი ცხოვრება იცხოვრებ. ბევრი ქალი გამოვიცვალე.

– და, მათ შორის არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვისზედაც შეიძლებოდა, სერიოზულად გეფიქრა?

– ადამიანი ხომ უნდა შეგიყვარდეს?! თორემ, აქედან რომ გავალ, ტელეფონზე დავურეკავ ვინმეს და მოვიყვან. ისეთ ასაკში ვარ, მეგონა, სიყვარული აღარ მოვიდოდა, მაგრამ შევცდი. ნებისმიერ ასაკში შეიძლება, მოვიდეს. სხვათა შორის, ამ ასაკში სხვანაირი ვნება და გემო აქვს. მოვიდა ერთხელ, ორჯერ და გავუშვი. ალბათ, არ გეწყინებათ, რასაც ვიტყვი, მაგრამ სიყვარული არ იცით ქალებმა. როცა მიყვარს, ბუნებრივია, მისგანაც ამას ვითხოვ. ადამიანი ქვეცნობიერად ხომ ეგოისტია? სხვათა შორის, არავის მტრად არ დავშორებივარ, დღემდე ვმეგობრობთ.

– ბევრს უთქვამს ეს და ყოველთვის მიკვირდა. მაინცდამაინც უნდა დაშორებულიყავით, რომ მეგობრული ურთიერთობა გქონოდათ?

– გრძნობა აღარ არის და, შესაბამისად – არც ლოგინი. იცი, როგორ არის? ძალიან თბილი და საყვარელი ურთიერთობა გაქვს, მაგრამ შენს მეორე ნახევრად ვეღარ აღიქვამ, ანუ ის მომენტი, რომ მთელი ცხოვრება მასთან უნდა ვიცხოვრო, არ მაქვს. მან თავისი ცხოვრება უნდა აიწყოს და მე, რაც შემეძლება, ყველანაირად გვერდში დავუდგები. ალბათ, მაინც აღარ მოვიყვან ცოლს. საწყენია, მაგრამ ადრე გრძნობა უფრო ფასობდა. ახლა პრიორიტეტი იმას ენიჭება, მანქანა თუ გყავს, სახლი, ფული თუ გაქვს, სად მუშაობ და, აქედან გამომდინარე ან უყვარდები, ან – არა. ურთიერთობები დამახინჯდა. საბედნიეროდ, მე ვისთანაც მქონდა ურთიერთობა, მათ არ ჰქონდათ ეს მომენტი.

ამას რომ გადაიტან, კიდევ უფრო ძლიერდება. მატერიალური თვალსაზრისით, მაშინ უფრო კარგად ვიყავი, როცა ცოლი შევირთე. ახლა როგორი მომენტია, იცი? კახა კალაძეს რომ არ დავეფინანსებინე ალბომისთვის, ალბათ, ისე მოვკვდებოდი, რომ ამ სიმღერებს თან წავიღებდი. ხანდახან იმის ფულიც არ მაქვს, რომ ჯიხურში სიგარეტი ვიყიდო. მე და ჩემმა ოჯახმა ბევრი სირთულე გადავიტანეთ. დილით ავდგებოდი, რძის, პურის რიგში ვიდექი და მთელი უბედურება იყო. შენ რამდენი წლის ხარ?.. (მე მომმართავს, – ავტორი) გასაგებია, ღიმილზე მივხვდი, ალბათ, არ გახსოვს. იყო ასეთი პერიოდი, ხალხს არ ჰქონდა კარგი ჩასაცმელი, მანქანა, მაგრამ ბედნიერი იყო.

– კიდევ რა სირთულეები გადაიტანე?

– ჩემი უმცროსი ბიჭი სამი წლის იყო. გიორგობის დღეს ჩვენთან სტუმრები იყვნენ. შევიდა სამზარეულოში, გაზქურაზე ქვაბი იდგა, რაღაც იხარშებოდა, ხელი მოჰკიდა და მდუღარე ზედ გადაისხა. ძალიან დავიბენი, იმ წუთას ვერაფერი გავაკეთე. ნათლიამ აბაზანაში შეაგდო და ცივი წყალი მიუშვა. საავადმყოფოში გავაქანეთ, კომაში იყო. მე და ჩემს ცოლს ზევით სართულზე ოთახი მოგვცეს და ერთი თვე იქ გვეძინა. ერთხელაც რეანიმაციის კართან რომ ვიდექი, პალატიდან ვიღაც კაცი გამოვიდა თქვენ პანჩო არ ხართო? დიახ-მეთქი. შვილი სულ ბინტებში შეხვეული ეწვა, მხოლოდ თვალები და პირი უჩანდა, – ჩემმა შვილმა გიცნოთო. ექვსი ოპერაცია გავუკეთეთ. მოსკოვიდან ჩამოგვაქვს კანები და ვაკერებთო. არაფერს ჭამს და მთხოვა, პანჩოს უთხარი, იქნებ მიმღეროსო. მაგის თავი მქონდა? შვილი კომაში მყავდა, გიჟს ვგავდი. საღამოს ჩემს ოთახში ვზივარ, უჯრა გამოვაღე, ქაღალდის ხელსახოცი ამოვიღე და რაღაც წერილი გადმოვარდა. ვხედავ, ბავშვის ხელით არის დაწერილი: „პანჩო, გთხოვ, მიმღერე“. გავოცდი. ვიფიქრე, ამ ბავშვის დაწერილი არ იქნება, რადგან გაბინტული წევს. მერე მივხვდი. კონცერტებზე წერილებს რომ წერენ, ალბათ, იქიდან არის და სახლიდან ნივთები რომ წამოვიღე, იმას წამოჰყვა-მეთქი. წავედი და გიტარა მოვიტანე. ერთი თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს ჩავდიოდი იმ ბავშვთან და ვუმღეროდი. როგორც კი ხუთი წუთი დავაგვიანებდი, ექთანი ამოდიოდა და მთხოვდა, ჩავსულიყავი. ბავშვმა ჭამა დაიწყო და მამამისი მეცხრე ცაზე იყო. ჩვენ წამოვედით და ისინი კიდევ დარჩნენ. გავიდა ორი წელი. ზუგდიდში კონცერტი მქონდა. სიმღერას რომ მოვრჩი, სცენაზე ბიჭი ამოვიდა და გამეცნო – მე ის ვარ, ვისაც სიცოცხლე აჩუქეთო. ტირილი დავიწყე.

– როგორ ფიქრობ, რა აკლდა თქვენს ოჯახურ ბედნიერებას?

– მართალია, სხვანაირად ვცხოვრობდი, მაგრამ მგონი, ჩემი ცოლი ჩემით არ იყო უკმაყოფილო. ბავშვებს, რითაც შემეძლო, ვეხმარებოდი. სახლში რაღაცეების კეთება არ მეხერხება, ონკანი ან რამე სხვა რომ გაფუჭდეს და შევაკეთო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ცუდი ქმარი და მამა არ ვყოფილვარ. სიყვარული რომ მოდის, ეგრევე ბრმავდები და ჩვილი ბავშვი ხდები. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. ტვინი მეკეტება, ვერაფერს ვამჩნევ. არ ვიცი, რა აკლდა. ხომ არიან კაცები – ცოლიც ჰყავთ და საყვარელიც. ცოლი რომ მყავდა, შეიძლება, დავძვრებოდი, მაგრამ საყვარელი არ მყოლია.

– იცი, რომ ქალი არასოდეს ეგუება ღალატს?

– ქალებიც ხშირად ღალატობენ ქმრებს. კაცი, შეიძლება, წავიდეს ბოზებში, მაგრამ ქალმა თუ ერთხელ გადადგა ეს ნაბიჯი, მორჩა. ჩემი აზრით, პირველ ნაბიჯს ქალი დგამს. ქალი აძლევს კაცს საბაბს. შენ თუ არ გინდა, ვარიანტი არ არის, ვერ „დაგკერავ“.

– ალბათ, ისეთ ქალს არასოდეს მოიყვან ცოლად, რომელიც ადვილი „დასაკერია“, ხომ?

– უბრალოდ სექსი არ მიყვარს – იცხოვრებ, ადგები, ჩაიცმევ და წახვალ. მწვერვალისკენ მისასვლელი გზა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე დაპყრობილი მწვერვალი. სხვა შემთხვევაში საინტერესო არ არის. ქალს რომ დავინახავ, ერთი შეხედვით გეტყვი, მასთან ვიცხოვრებ თუ არა. სხვათა შორის, ქალებს გაქვთ ასეთი მომენტი. ცოლიან კაცებზე უფრო „ჩალიჩობთ“. ბუნებაში გაქვთ, რომ სხვას წაართვათ ქმარი. ბევრი შემთხვევა ვიცი, დაქალს დაქალის ქმარი მიჰყავს, ან დის ქმარს „ეჩალიჩება“. იმდენი უცოლო მამაკაცია, რაღა მაინცდამაინც ის გინდა? ცოლს რომ გაუშვებს, მერე ინტერესი აღარ აქვს. გამოთხოვებაც გახშირდა.

– სიყვარულმა გული დაგწვა, პანჩო?

– სკოლის პერიოდში ერთი მიყვარდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მას შემდეგ, ხან ქუჩაში, ხან მეგობრების წრეში, სუფრასთან ვხვდებოდით, ჩვეულებრივად ვმეგობრობდით. გათხოვდა, მეც ცოლი მოვიყვანე, მერე ის გამოთხოვდა, მე ცოლს გავშორდი. ერთხელაც, ზღვაზე ჩავედი და შემთხვევით შევხვდი, როგორც კი დავინახე, მაშინ შემიყვარდა. სიმღერები დავუწერე. ერთი პერიოდი ერთად ვიყავით.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3