კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1990 წლის 31 დეკემბერს, დღის 5 საათზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანი პროფესიებია: პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმე, ორგანიზატორული და ადმინისტრაციული საქმიანობა სახელმწიფო სტრუქტურებში, საიუველირო საქმე და ბიზნესი, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური სფერო, იურისპრუდენცია, სადალაქო საქმე ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, გასართობი ინდუსტრია, ხელოვნება, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პოლიტიკის ფართო სპექტრი, უშიშროების სფერო, მშენებლობა, საინჟინრო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 13 აგვისტოს. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელი ასტროლოგიური ქვა მომიტანს წარმატებებს პირად ცხოვრებასა და კარიერაში?

პასუხი: ქვებიდან თქვენთვის კარგია: ზურმუხტი, ტოპაზი, აქვამარინი, საფირონი, ცირკონი, ძოწი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი და სარდონიქსი. პროფესიებიდან კი მისაღებია და წარმატების მომტანი: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ასტრონომია, ასტროლოგია, საავიაციო ბიზნესი და შემოქმედება, სოციოლოგია, კომპიუტერული პროგრამები, აუდიო, მობილური, ვიდეო სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, საგამომცემლო, სარეკლამო საქმიანობა, ეთნოგრაფია, ისტორია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია, პედაგოგიკა, სავაჭრო, საფინანსო ეკონომიკური საქმიანობა.

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 21 თებერვალს, დილის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა ის, რომ მუდმივი კავშირი გქონდეთ უცხოეთთან. ეს აუცილებელიცაა და კარმული მისიაც. თუ გარკვეული პერიოდი უცხოეთში შეძლებთ ცხოვრებას, ეს ძალიან კარგია თქვენთვის. სამშობლოში ყოფნის დროს კი უმჯობესია, იმუშაოთ უცხოურ ფირმაში, გქონდეთ მუდმივი კონტაქტი უცხოეთთან. ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, თქვენი კოსმიური მისიაა, რომ იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, გამოავლინოთ ლიდერულ-ორგანიზაციული თვისებები, მებრძოლი სულისკვეთება. უნდა დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას. იყავით მეტად კომუნიკაბელური.

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 9 ოქტომბერს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?

პასუხი: სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობისთვის თქვენთვის მისაღებია „მშვილდოსნის“, „ტყუპების“, „ლომისა“ და „მერწყულის“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. გირჩევთ, უფრთხილდეთ ამ მხრივ „მორიელის“ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. რაც შეეხება უცხოეთს, იქ წარმატებების დიდი შანსი გაქვთ. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან აღმოსავლეთის მხარე, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, ბელგია, კანადა, საბერძნეთი.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 8 მაისს, ღამის საათებში. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები სამომავლოდ?

პასუხი: პროფესიებიდან კარგია და მისაღები: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საკონსულოებისა და საელჩოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი.


скачать dle 11.3