კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიპოვოთ სასურველი ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანებთან


ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ, რატომ ვერ აწყობთ ურთიერთობას კონკრეტულ ადამიანთან, რატომ ვერ აღწევთ კეთილგანწყობას და ვერ უგებთ ერთმანეთს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, არსებობს წესები, რომლებითაც უნდა ისარგებლოთ ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. ასე რომ, თუ ვერ ააწყვეთ ურთიერთობა ვინმესთან, ყურადღება მიაქციეთ მის ზოდიაქოს ნიშანს, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი „ვარსკვლავური“ რჩევები და მიაღწიეთ კომპრომისსა და კეთილგანწყობას თქვენთვის სასურველ ადამიანთან.

თუ ვერძთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, მაშინ ნუ დააინტრიგებთ და მოატყუებთ. ამას ის არასდროს გაპატიებთ. ნურც გააკრიტიკებთ, არ მოაკლოთ სითბო და ესაუბრეთ მშვიდი ტონით.

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან კარგი და სასურველი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ჯობია, არ ეცადოთ მასზე ზეგავლენის მოხდენას და არ ჩაერიოთ მის საქმეებში. არ გირჩევთ მასთან ხმამაღალ ხმაზე საუბარს, ამით საქმეს ვერ მოაგვარებთ. სამაგიეროდ, სიტუაციას უფრო დაძაბავთ. კარგად დაფიქრდით, სანამ მის საქმეებში ჩაყოფთ ცხვირს.

თუ გსურთ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის სიყვარული და კეთილგანწყობა მოიპოვოთ, ნუ ჩაეძიებით. მიეცით მეტი თავისუფლება, ნუ მოახვევთ თავზე თქვენს სურვილებს და იდეებს. ტყუპებს არ უყვართ, როცა ვინმე არჩევნის უფლებას არ უტოვებს.

არასდროს გაეხუმროთ დაცინვით კირჩხიბს. მას ადვილად სწყინს და ავტორიტეტსაც დაკარგავთ მის თვალში. არ უყვარს რჩევების მიცემაც, ცდილობს, ყველაფერი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ენდეთ მას საქმეში, ის არასდროს გიღალატებთ.

თუ ლომთან კეთილგანწყობის შენარჩუნება გსურთ, მაშინ არ გააკრიტიკოთ. ნურც სხვების თანდასწრებით დაუწყებთ საქმის გარჩევას. ნუ მიუთითებთ შეცდომებზე ხმამაღლა, რათა მის თვალში ნდობა არ დაკარგოთ.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს ნუ მოექცევით უპასუხისმგებლოდ. ის ვერ იტანს დაუდევარ ადამიანებს. ამიტომ, მასთან იყავით ყურადღებით და არც კი ეცადოთ მის მოტყუებას.

თუ სასწორის სიმპათიის და კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ, მაშინ მის გარშემო ისეთი გარემო შექმენით, თავი მშვიდად იგრძნოს. სხვების დასანახად ნუ გამოხატავთ მის მიმართ გრძნობებს, ის სამართლიანია და უყვარს, რომ ენდობიან. ამიტომ, ეს გაითვალისწინეთ მასთან ურთიერთობისას.

მორიელთან კარგი და მშვიდი ურთიერთობა რომ შეინარჩუნოთ, ნურაფერს დაუმალავთ მას, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციასაც კი. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას მის მიმართ, ნურც მის დამორჩილებას ეცდებით.

თუ მშვილდოსნის გულის მოგება გსურთ, ნუ მოსთხოვთ მას ერთგულების დამტკიცებას, ნურც მის თავისუფლებას შეზღუდავთ. უმჯობესია, დროდადრო აქტიურობისკენ მიუთითოთ და ამაში თავადაც აჰყვეთ.

თხის რქასთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად ეცადეთ, დინჯად იმოქმედოთ. მას სისწრაფე არ უყვარს. ვერ იტანს, როცა თავმოყვარეობას ულახავენ. იმას ნუ დაჰპირდებით, რასაც ვერ აუსრულებთ, თორემ ზურგს გაქცევთ და თქვენკენ არასდროს გამოიხედავს.

გაითვალისწინეთ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის იდეები. ნუ მოსთხოვთ იმის გაკეთებას, რაც მის ძალებს აღემატება. ვერ ეგუება შეზღუდვას და ჩარჩოში მოქცევას. ამიტომ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ მასთან კარგი დამოკიდებულება გსურთ.

თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანის ნდობას და კეთილგანწყობას ისე ვერ მოიპოვებთ, თუ არ გამოიჩენთ მოთმინებას. ნუ ეცდებით, მათ გაღიზიანებას. არ უყვართ, როდესაც მათ აზრებს და შეხედულებებს უარყოფენ. ამიტომ, თუ მასთან კარგი დამოკიდებულება გსურთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.


скачать dle 11.3