კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კორეის სასამართლო


სამხრეთ კორეის კონსტიტუციურმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გააუქმა ნახევარი საუკუნის წინანდელი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს მამაკაცთა დასჯას ქალების მოტყუებისთვის ქორწინებამდე მათთან სექსის დამყარების მიზნით. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ნორმა არღვევს ქალის კონსტიტუციურ უფლებას სექსუალურ თავისუფლებაზე. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევისაგან. ამგვარად დაკმაყოფილდა ორი მამაკაცის სარჩელი, რომლებიც ამბობდნენ, ქორწინებამდე სექსი მორალის საკითხია და არ უნდა განიხილებოდეს სასამართლოშიო.

სასამართლომ გააუქმა სისხლის სამართლის სტატია, რომელიც მოქმედებდა 1953 წლიდან. იგი ითვალისწინებდა დასჯას თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ანდა ჯარიმას 5 მილიონ ვონამდე (დაახლოებით 4,3 ათასი დოლარი), ყველასთვის, ვინც დაამყარებდა სექსუალურ კავშირს ქალთან ქორწინების გარეშე და არ ექნებოდა სურვილი მასთან შემდგომში ქორწინებისა.

ძველი კანონით მსჯავრდებულ პირებს, უფლება მიეცათ, მიმართონ სასამართლოს თხოვნით, რათა გადაიხედოს მათი საქმეები და, ბიოგრაფიიდან ამოიშალოს ნასამართლობის ცნობები.


скачать dle 11.3