კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს უკრაინაში მცხოვრებმა ქართველებმა თავისი დაკარგული ფესვები ოჩხამურში


ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემს: 88 წლის ელია ოსმალის ძე კვესაშვილს, მის შვილებსა და შვილიშვილებს. ჩვენ დავკარგეთ საკუთარი ფესვები ერთი შემთხვევის გამო. ბაბუაჩემი არასდროს მინახავს, მაგრამ მისი ან მისი ნათესავების პოვნა ძალიან მინდა. ბაბუამ და ბებიამ (ეკატერინე ნიკოლაის ასული კრაიუშენკო) იქორწინეს. მათი ქორწინება დაფიქსირებულია ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის „სამოქალაქო მდგომარეობის წიგნში“ 1941 წელს, ჩანაწერი ¹20. ბევრნაირად ვეცადეთ ბაბუის ან მისი ნათესავების მოძებნა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მომავალ წელს დედაჩემს 65 წელი შეუსრულდება. 58 წელია, მას საკუთარი მამა არ უნახავს. ძალიან მინდა, ვიპოვო ბაბუა და გავახარო დედა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება განიცდის, რომ თავისი ქართული გვარი დააკარგვინეს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენი ჟურნალის მკითხველს 9 ნოემბრის „თბილისელების“ ნომერში გავაცანით. საბედნიეროდ, ნიკოლოზ კრაიუშენკოს ნათესავები ვიპოვეთ. ნიკოლოზმა ვერ მოასწრო ბაბუის ნახვა, რადგან ის წლების წინ გარდაიცვალა, მაგრამ, საბედნიეროდ, მას გამოეხმაურნენ მისი სისხლით ნათესავები, ანუ დაკარგული ბაბუის შვილიშვილები და შვილთაშვილები. ამჟამად მათ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა და მოუთმენლად ელოდებიან შეხვედრას.

– თქვენი ისტორია ჩვენს მკითხველს უკვე შევახსენეთ. რას გრძნობთ და განიცდით ახლა, როდესაც ნათესავები იპოვეთ?

– ვეძებდი ბაბუას, რომელიც დაიბადა 1921 წლის 15 მაისს. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი იმედი არ მქონდა, რომ ბაბუას ნახვას მოვახერხებდი, რადგან, შეიძლება, ის უკვე ცოცხალი აღარ ყოფილიყო, მაგრამ ნათესავების პოვნა მასულდგმულებდა. არ მგონია, ქვეყნად არსებობდეს ადამიანი, ვისაც თავისი ფესვები არ აინტერესებდეს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ნათესავები. ბაბუაჩემის გვარი იმ დროს არასწორად ჩაუწერიათ და მათი პოვნა ძალიან გამიჭირდებოდა, რომ არა თქვენი რუბრიკა და ის მოგონება, რაც დედაჩემს ჰქონდა საქართველოსთან დაკავშირებით. სწორედ ამის წყალობით ვიპოვეთ ერთმანეთი.

– დედათქვენს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ მამამისის ნათესავები იპოვეთ?

– დედაჩემი უზომოდ ბედნიერია. მას მთელი ცხოვრება უნდოდა მამის პოვნა, რადგან ბოლოს რომ ნახა, მამა სულ რაღაც 6 წლის იყო. მიუხედავად ამისა, მას ახსოვდა საქართველო და არასდროს დავიწყებია, რომ იქ მისი მამა ცხოვრობს. უბრალოდ, მის პოვნას ვერ ვახერხებდით. მომავალ წელს დედას უკვე 65 წელი უსრულდება და მინდა, დაბადების დღეზე მისი ნათესავებიც ჩამოვიდნენ – ასეთი სიურპრიზის მოწყობის სურვილი მქონდა ყოველთვის და, იმედია, როგორმე მოვახერხებთ შეხვედრას.

– აპირებთ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას და თქვენი ნათესავების პირადად გაცნობას?

– გაოცებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ მე ამდენი ნათესავი მყოლია, ოჩხამურში ცხოვრობენ კვესაშვილები – ბაბუას ძმის სამი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი. მათთან შეხვედრა ძალიან მინდა. როგორც კი მოვახერხებ, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო ჩვენ ერთმანეთთან კავშირი დავკარგეთ, მაგრამ ამჟამად უბედნიერესები ვართ, რადგან შევძელით მათი პოვნა. სამწუხაროდ, ბებია, ცოცხალი აღარ გვყავს, თორემ მის სიხარულსაც საზღვარი არ ექნებოდა.


скачать dle 11.3