კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომავლის მეგაპოლისებში ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება


ნიუ-იორკელი არქიტექტორები მსოფლიო ოკეანის დონის მნიშვნელოვნად აწევის პროგნოზებს ეხმაურებიან და შესაბამის პროექტებსაც ადგენენ. არქიტექტორების მიერ მომზადებულ პროექტ „აკვაალტაში” ნიუ-იორკისა და ტოკიოს ფუტუროლოგიური ესკიზებია მოყვანილი. სტუდია „ლინდფორსის” წარმომადგენელთა მიერ შექმნილი კონცეფციის მიხედვით, არსებულ სატრანსპორტო სისტემას მომავალში დაკიდული არხები და ყურეები შეცვლის. პროექტის მიზანი მოსახლეობის ადაპტირების პროგნოზირებაა ცვალებად გარემოსა და საქალაქო პირობებთან. როგორც არქიტექტორები მოელიან, წყლის დონის აწევის გამო მომავალში მეგაპოლისების მოსახლეობა რამდენიმე მეტრით უფრო მაღლა იცხოვრებს და გადაადგილდება, ვიდრე დღესდღეობით. ფუტუროლოგები ვარაუდობენ, რომ ხილსა და ბოსტნეულს მეგაპოლისებში მცხოვრებლები მომავალში ჩაძირული სახლების სახურავებზე მოიყვანენ და იქვე ისეირნებენ. არქიტექტორების მიერ მომზადებული პროექტის სახელწოდება – „აკვაალტა” ვენეციის „მაღალი მოქცევების” ანალოგიიდან მომდინარეობს, რომლის გამოც ამ იტალიურ ქალაქში ასწლეულების განმავლობაში წყლის დონე მაღლა იწევდა. პროექტის ავტორთა აზრით, მეგაპოლისთა მოსახლეობა ადვილად შეეგუება ახალ, „ვენეციურ” საცხოვრებელ პირობებს. კლიმატის ევოლუციის სამთავრობათშორისო ჯგუფის პროგნოზებით, მომავალში დაახლოებით, 25 მილიონ ადამიანს შეიძლება შეექმნას პრობლემები კლიმატური ცვლილებების გამო.


скачать dle 11.3