კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აკეთებდა ალეუტის კუნძულებზე ჯაშუში ჯონ კლუგე და როგორ გახდა ის „ფორბსის“ მილიარდერთა სიის წევრი


თანამედროვეობის გამორჩეული მეწარმე, მსოფლიოში საკაბელო ტელევიზიების, ელექტრონული გარე რეკლამების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მაგისტრალების, ფიჭური კავშირგაბმულობის მასობრივ განვითარებაზე პასუხისმგებელი პირი – ჯონ კლუგე აკონტროლებს ათასობით კომპანიას პლანეტის ყველა კონტინენტზე. ის არის უმსხვილესი კონცერნების და ფინანსური ორგანიზაციების მმართველი – დაწყებული ლეგენდარული სასტუმრო „უოლდორფ ასტორიათი“ და ნავთობგიგანტ „ოქსიდენტ პეტროლეუმით“, დამთავრებული ნაციონალური ბანკით მერილენდის შტატში და „ბეარ სტერნის“ საინვესტიციო სახლით. 95 წლის ჯონ კლუგე მსოფლიოს ყველაზე მსხვილ მეცენატთა და ფილანტროპთა ხუთეულში შედის და მისი შესაწირების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია: 400 მილიონი დოლარი კოლუმბიის უნივერსიტეტს და 60 მილიონი ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას. 2009 წლის მონაცემებით ჯონ კლუგეს, 6 მილიარდი დოლარით, 76-ე პოზიცია უკავია „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში.

მისი ღვაწლი ამერიკული კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებაში შეუფასებელია და ამის მიუხედავად, დღემდე მასზე არ დაწერილა არც ერთი წიგნი, სტატია თუ მონოგრაფია. კლუგეს არ მიუცია ინტერვიუ და არ გამოჩენილა ტელევიზიით. მის შესახებ პრაქტიკულად, არაფერია ცნობილი და რაც მთავარია, მისი ბიზნესიც გაუგებარია უამრავი ადამიანისთვის. ერთადერთი ინფორმაცია, რაც მასზე არსებობს, მაგნიტოფონზე მისივე ჩაწერილი ინტერვიუა. 2001 წელს კლუგემ მაგნიტოფონზე ჩაწერა თავის ცხოვრების ფაქტებზე აგებული ინტერვიუ, რომელიც ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს, ჯეიმს ბილინგტონს გადასცა. მსოფლიო პრესისთვის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია ცნობილი ამ ინტერვიუდან. ყველაზე მთავარი კითხვა, თუ საიდან გაუჩნდა ჯონ კლუგეს დიდძალი ფული, რომლითაც უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში ბიზნესს მართავს, დღემდე პასუხგაუცემელია.

ჯონ კლუგე ან როგორც მას სინამდვილეში ჰქვია, ჰანს კლუგე 1914 წელს დაიბადა საქსონიის ქალაქ ჰემნიცეში, რომელიც კარლ-მარკს-შტადტის სახელით უფროა ცნობილი. გერმანულად „კლუგე“ ტვინიკოსს ნიშნავს და ეს სიტყვა ბრწყინვალედ შეესაბამება ჯონის ბიოგრაფიას.

20-იანი წლების დასაწყისში ჯონის დედა ხელმეორედ გათხოვდა, ამერიკულ პასპორტიან გერმანელზე. თაფლობის თვის შემდეგ ოჯახი, პირველ მსოფლიო ომის შემდგომ პრობლემებს გაექცა და თბომავალი „ვაშინგტონის“ ეკონომკლასით ამერიკაში ჩავიდა, სადაც დასახლდა კიდეც. დეტროიტში ჰანს კლუგეს ბავშვობის წლებმა ძირითადად ქუჩაში გაიარა. მშობლებმა ჰანსს ამერიკულ სტილზე სახელი ჯონად შეუცვალეს. ჯონის მამინაცვალს დეტროიტში მცირე ბიზნესი, აფიშების დამამზადებელი სახელოსნო ჰქონდა. პირველი სამსახური ჯონმაც იქ დაიწყო. მას ველოსიპედით დაჰქონდა შემკვეთებთან დამზადებული პროდუქცია. სკოლის შემდეგ, ჯონმა წარმატებით ჩააბარა კოლუმბიის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯონი დეტროიტში დაბრუნდა და თავისი თანამემამულის, ელმერ ოტტენის კომპანიაში „ოტტენ ბრაზერსში“ მოეწყო სამუშაოდ. უცნობია, რა სფეროს ემსახურებოდა ოტტენის კომპანია, მაგრამ კლუგეს პროფესიული წინსვლა მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ. სულ რაღაც 2 წელიწადში ის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა და თითქოს მისი მომავალიც გარკვეული იყო, რომ, ყველასათვის მოულოდნელად, 1939 წელს ჯონი მოხალისედ წავიდა ჯარში. რამდენიმე თვის შემდეგ კლუგე კაპიტნის ჩინით ალეუტის კუნძულებზე გადაიყვანეს, სადაც მას საბჭოთა მეზღვაურებთან კონტაქტის დამყარება ევალებოდა. 1943 წელს კლუგე მერილენდის შტატში, კემპ რიჩის ჯაშუშების სპეცაკადემიაში გადაჰყავთ სასწავლებლად. კურსების დასრულების შემდეგ ის ვაშინგტონში ტყვედ აყვანილი და გერმანიიდან ამერიკის ტერიტორიაზე მალულად გადმოყვანილ ვერმახტის ოფიცრებთან იწყებს მუშაობას. გერმანელი ტყვეებისგან კლუგეს საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება ევალებოდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ომში ნაცისტური ჯარები გაიმარჯვებდნენ, სავარაუდო თანამშრომლობის ვარიანტებიც უნდა განეხილა.

1946 წელს კლუგე დემობილიზებულ იქნა ჯარიდან და როგორც იგი ინტერვიუში, ამბობს, ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ამერიკის სპეცსამსახურებთან. მაგრამ ამ ფაქტის დაჯერება თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ჯაშუშური საქმიანობის მიტოვების შემდეგ, კლუგეს გაუჩნდა დიდძალი ფული, რომლის საშუალებითაც მან თავისი ბიზნესოცნებების ასრულება დაიწყო. 1946 წელს მან მერილენდის რადიოსადგური შეიძინა, 1951 წელს – ბალტიმორის საცალო ვაჭრობის მაღაზიების ქსელი, 1952 წელს – რადიოკორპორაცია ფლორიდაში, 1954 წელს – სამაუწყებლო ცენტრი სენტ-ლუისსა – და პიტსბურგში, 1956 წელს – კომპანია „დიუმონტის“ აქციების საკონტროლო პაკეტი და ასე შემდეგ საბოლოოდ ჯონ კლუგე ამერიკელი ჯაშუშიდან ამერიკელ მილიარდერად გადაიქცა, რომელმაც თავისი ბიზნესიმპერია გაურკვეველი წარმოშობის ფულით ააწყო.

კლუგეს პირადი ცხოვრების შესახებ ასევე მცირე ინფორმაციაა ცნობილი. იგი ფლორიდაში, პალმ-ბიჩში ცხოვრობს. მისი ოჯახის შესახებ, გარდა იმისა, რომ მას სამი შვილი ჰყავს, სხვა არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ, ცნობილია, იმ ხალხის ვინაობა, ვისთანაც საერთაშორისო ბიზნესში 70-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში კლუგეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. ესენი არიან: დევიდ როკფელერი, არმანდ ჰამერი, ფრენკ სინატრა, რუპერტ მერდოკი, იორდანიის მეფე ჰუსეინი, სადამ ჰუსეინი, ჯეკ უელში და რიჩარდ ნიქსონი...


скачать dle 11.3