კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: ამას წინათ ტელევიზორში ვუყურებდი ეგრეთ წოდებულ „ვეტეცეცეს“, ანუ მსოფლიო ჩემპიონატს წრიულ რბოლაში და დავაკვირდი, რომ იქ ავტომობილებს ჩვეულებრივ სტანდარტულ იმავე მოდელთან შედარებით ბევრად განიერი „კრილოები“ ანუ ფრთები აქვთ და გაცილებით შორი-შორს დგას ერთმანეთისგან საბურავები. რატომ არის ეს გაკეთებული, რისთვის არის საჭირო?

პასუხი: ცნობისთვის, ეს ავტომობილები აბსოლუტურად განსხვავდება ჩვეულებრივი, სერიული იმავე მოდელებისგან. ის, რასაც ჩვენ „ვეტეცეცეზე“ ვხედავთ, მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სტანდარტულ მოდელს. შიგთავსით, ძრავით, სავალი დეტალებით, სიჩქარეთა კოლოფით, ერთი სიტყვით, ის ყველაფრით განსხვავებულია. რაც შეეხება მის სიგანეს, მსოფლიო სტანდარტებით, სპორტული ავტომობილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ საბურავი არ უნდა გამოსცდეს „კრილოს“, ანუ გარეთ არ უნდა გამოდიოდეს. არადა, რადგან ის წრიული რბოლისთვის არის განკუთვნილი, ძალიან განიერი ბაზა სჭირდება. ანუ, რაც უფრო შორს არის ერთმანეთისგან საბურავები, მანქანა უკეთ უხვევს – ამ დროს წონის კარგი გადანაწილება ხდება. რადგან ბაზა განიერი უნდა იყოს, იმისთვის, რომ სტანდარტები არ დაარღვიონ, მწარმოებლები იძულებულნი არიან, რომ ეს ავტომობილები რაც შეიძლება გააგანიერონ გარკვეული ტექნიკური საშუალებებით, ანუ, საბურავების გამოწევა იწვევს ფრთების გაზრდასაც.

კითხვა: შევიძინე ავტომობილი „ტოიოტა კოროლა“, 1993 წლის. როდესაც მარცხენა მხარეს ვუხვევ, რაღაც იწყებს კაკუნს. ხელოსანმა მითხრა, რომ ეს ყუმბარაა. გავიკითხე და მისი შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება. არის თუ არა რაიმე სხვა საშუალება, რომ კაკუნი დროებით მაინც შეწყდეს? იქნებ ისიც მითხრათ, დავაზიანებ თუ არა რამეს ასე თუ ვივლი?

პასუხი: საერთოდ, ყუმბარა უმიზეზოდ არ ზიანდება, ამას რაიმე გამომწვევი მიზეზი ექნება. მით უმეტეს, „ტოიოტათი“ ძალიან დიდხანს შეგვიძლია ვიაროთ ისე, რომ ყუმბარა არ დავაზიანოთ – ეს ზოგადად. რაც შეეხება თქვენს პრობლემას, პირველ ყოვლისა, ნახეთ, დაზიანებულია თუ არა ყუმბარის შალითა („ჩიხოლი„). თუ დაზიანებულია, უნდა გარეცხოთ, ახალი ჩააცვათ და ხელმეორედ გაპოხოთ. არსებობს ერთი ძველი მეთოდი, რომლის გახმაურებაც ნაწილების გამყიდველებს ძალიან არ უყვართ ხოლმე და მომხმარებელს ყოველთვის უმალავენ: თუკი თქვენს ავტომობილში მარჯვენა ყუმბარა საღია (ეს იმ შემთხვევაში, როდესაც მარჯვენა და მარცხენა ყუმბარა ერთნაირია, არის მოდელები, როდესაც მათი გადანაცვლება შეუძლებელია. „ტოიოტას“ ამ მოდელზე ასე მოქცევა დასაშვებია) შეგიძლიათ, ის მარცხნივ გადააყენოთ და მარცხენა დაზიანებული ყუმბარა – მარჯვნივ. ეს 95 პროცენტში იმუშავებს და ყუმბარა აღარ იკაკუნებს, ხმა მხოლოდ უკუსვლის დროს ექნება და, ვინაიდან უკუსვლის სიჩქარე ყველაზე იშვიათად გვჭირდება, ამ პრობლემას გადავჭრით. ის იმდენივე ხანს იმუშავებს, რამდენ ხანსაც ახალი, ჯანსაღი ყუმბარა.


скачать dle 11.3