კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ჩამოდის საქართველოში 52 ლარად შეფასებული მსოფლიოს ჩემპიონი


საქართველოში 52 ლარად შეფასებული მსოფლიოს ჩემპიონი კინგბოქსინგში, დღეს უკრაინაში ცხოვრობს და იქ განაგრძობს სპორტულ კარიერას. მან საქართველოსაც და უკრაინასაც არაერთი მოგება მოუტანა მსოფლიოს სპორტის ასპარეზზე და მას უკვე უკრაინის სპორტის ფედერაცია მფარველობს, თუმცა, გული სწყდება, რომ, მართალია საქართველოს სახელით იბრძვის, მაგრამ, პრიზები უკრაინაში რჩება. გთავაზობთ ინტერვიუს მსოფლიოს ჩემპიონთან კინგბოქსინგში 23 წლის ირაკლი ღვინჯილიასთან.


– გამარჯობა ირაკლი, საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი ჰყოლია საქართველოს შენი სახით, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის. რატომ მოხდა ასე?

– ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც ასეა: საკმაოდ წარმატებულად ვასპარეზობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რინგებზე კინგბოქსინგში და თითქმის ყველა შეხვედრა მოგებით მაქვს დამთავრებული, თუმცა ამის შესახებ საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, რადგან უკვე რამდენიმე წელია, ოდესაში, კლუბ „კაპიტანში“ ვვარჯიშობ და შეჯიბრებებზეც მათი გუნდისა და საქართველოს სახელით ვიბრძვი. ამ კლუბს თავად ოდესის მერი – სულხანოვი ხელმძღვანელობს და მფარველობს. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ საქართველოს სახელით გავსულიყავი ყველგან. მითხრა, საქართველოს არავინ ჰყავს ჩემპიონი კინგბოქსინგში და, ამიტომ, ჯობია, საქართველოს სახელით გამოხვიდე ხოლმეო.

– სად რა ტიტული გაქვს მოპოვებული?

– 2004 წელს გერმანიაში გავხდი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი კინგბოქსინგში. 2007 წელს თურქეთში მოვიპოვე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, 2008 წელს „კუბოკ უკრაინის“ ჩემპიონი გავხდი (მუა ტაი). ამავე წლის 10 სექტემბერს – დსთ-ის ჩემპიონი, ასევე, 6 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე იტალიაში, სადაც ოთხი პროფესიული ბრძოლა ჩავატარე და ხუთივე მოგება ნოკაუტით და ლოგდაუნით გავიმარჯვე, წელს კი, 7 მაისს, უკრაინის ჩემპიონატი მოვიგე (მუ ტაი), სადაც ოთხი პროფესიონალური ბრძოლიდან სამი ნოკაუტით, ერთი ლოგდაუნით მოვიგე და გასულ თვეს კიდევ ერთხელ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი იალტაში.

– უკრაინულ კლუბში ოფიციალური კონტრაქტით ხარ?

– ოფიციალურ კონტრაქტს ჯერ ვერ ვაფორმებთ, რადგან პასპორტი არ მაქვს და არც უკრაინის მოქალაქე ვარ. საქართველოს პასპორტს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში გაუვიდა ვადა და საელჩოში რომ მივედი, ახალი არ გამიკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ მისვლამდე დავრეკე და ძალიან კარგად დამელაპარაკნენ, როცა მივედი და პირადად შევხვდი, ვისაც ეს საქმე ევალება, ირონიაც კი შევამჩნიე და კულტურულად უარით გამომისტუმრა იქიდან. საქართველოში ვერ ჩამოვიდოდი, რადგან უკრაინაში ყოფნის ვადის გადაცილება მქონდა და, რომ ჩამოვსულიყავი, საზღვარზე „დეპორტს“ ჩამირტყამდნენ. ამის გამო გაჩერებული ვარ და ვერსად მივდივარ. ახლაც, ტაილანდში ვარ მიწვეული მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ პასპორტის გამო ვერ მივდივარ. იქ თუ მოვიგე და, დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებ, მაშინ, ჩათვალეთ, რომ გზა ხსნილი მაქვს მსოფლიო ასპარეზზე.

– საქართველოს სპორტის ფედერაცია თუ გაქცევთ ყურადღებას და გეკონტაქტებათ?

– თქვენ წარმოიდგინეთ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათგან აბსოლუტურად იგნორირებული ვარ. საქართველოს ჯერ არავინ ჰყავს ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონი. შარშანაც და წელსაც ვიყავი ჩემპიონატზე, სადაც ჩემ გარდა კიდევ ორი ქართველი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ორივემ წააგო და მე გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი, თანაც, საქართველოს სახელით, მაგრამ ამას არანაირი გამოხმაურება არ ჰქონია. ქალაქ ოდესის კინგბოქსინგის ფედერაცია მაქცევს ყურადღებას. თავიდან ბოლომდე ისინი აფინანსებენ ჩემი ცხოვრებისა და შეჯიბრებებზე წასვლის ხარჯებსაც. საქართველოში რომ ვიყავი, ჩემი ფულით დავდიოდი ყველგან, უფულობის გამო ძალიან ბევრჯერ შემეშალა ხელი, ბევრ შეჯიბრებაზე ვერ მოვხვდი, რადგან გზის ხარჯების გადახდის საშუალებიც კი არ მქონდა, მინიმუმ 2 000 დოლარი უნდა მეხადა, სადმე რომ წავსულიყავი.

– ეს იყო შენი წასვლის მიზეზი?

– არა, მხოლოდ ეს არ ყოფილა. დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონში. იქ გამიტაცა ამ სპორტმა. მერე ჩამოვედი თბილისში და დავიწყე ვარჯიში კინგბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტთან, გოჩა ჯავახიასთან და 2007 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი რომ მოვიგე, წლის საუკეთესო სპორტსმენად დამასახელეს. სპორტის ფედერაციამ შეათანხმება დადო ზესტაფონის გამგეობასთან და იქ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც საპრეზენტაციოდ დიდი პომპეზურობით გადმომცეს კონვერტი, რომელშიც „სოლიდური“ თანხა – 52 ლარი იდო და ამის შემდეგ უკვე სერიოზულად დავფიქრდი წასვლაზე.

– რა რეაქცია გქონდა კონვერტის გახსნის შემდეგ?

– თქვენ როგორ გგონიათ, რა რეაქცია მექნებოდა? ჯერ თვალებს ვერ დავუჯერე და რამდენჯერმე დავთვალე, მერე ისიც ვიფიქრე, სადმე ხომ არ გამომიცვივდა-მეთქი. მაგრამ კონვერტი იმ წუთებში საკუთარი ხელით გავხსენი. იქვე რომ მენახა, უეჭველად დავხევდი და არ წამოვიღებდი. მერე შემოთავაზება იყო ფედერაციის პრეზიდენტის, ჯავახიას მიერ, როგორც მახსოვს, ჰოლანდიაში მსოფლიოს თასზე წასასვლელად და თან ფული მომთხოვეს, ანუ მონაწილეობა რომ მიმეღო, მე უნდა დამესპონსორებინა საკუთარი თავი. საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის 1 000 ევროც დიდი თანხა იყო, მით უმეტეს, იმ ეტაპზე.

საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, მომიწევდა მუდმივად იმაზე ფიქრი, როგორ მეშოვა გზის ფული, რომ რომელიმე საერთაშორისო შეჯიბრებაზე წავსულიყავი და ერთ ადგილზე გავიყინებოდი. ვარ კლუბში, რომელიც მსოფლიოს კინგბოქსინგთა კლუბებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და სწორედ ამ კლუბიდან გამიცნო მსოფლიოს კინგბოქსინგთა ფედერაციის პრეზიდენტმაც. ჩხუბი მქონდა ბელგიელთან. მსოფლიოს ჩემპიონი იყო, არბატში ევროპის ქამარი ჰქონდა მოგებული და ზუსტად 52 წამში დავსვი ნოკაუტით. ძალიან კურიოზულ სიტუაციაში გავიცანი იაპონელი პრეზიდენტი: რომ გამოაცხადეს გეორგია, მას ეგონა, ამერიკის შტატი და დიდი ამბავი ატეხა, რატომ გამოდის გეორგიას სახელით და არა ამერიკის სახელითო. მერე დიდი ახსნა-განმარტება დაგვჭირდა, რუკაზეც ვაჩვენეთ, რომ ეს ამერიკა კი არა, საქართველოა და, საერთოდ, სხვა სახელმწიფოა. მერე, მეტი დამაჯერებლობისთვის, ინტერნეტშიც ვანახეთ და წაიკითხა საქართველოს შესახებ. ამბობდა, დროშა რომ დავინახე, მთლად გადავირიე, ვიფიქრე, ამერიკაში დროშა შეცვალესო. ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს გუნდური თასი ჩამოიტანა ტაილანდიდან. დაახლოებით 300 გუნდი იღებდა მონაწილეობას. უკრაინაში ფულისა და სპონსორების პრობლემა არ არის, მაგრამ აქ პასპორტის გარეშე ვარ დარჩენილი და ამით ხელი მეშლება ყველაფერში, ვერსად ვეღარ მივდივარ.


скачать dle 11.3